26 ნაწილი

93 8 0
                                    

ლევანს უკვე თავის სახლში წაეყვანა დათო და ჩუმად ანასაც დაურეკა მალე მოდიო სიტუაციაც აუხსნა და კარზე კაკუნიც გაისმა ლევანმა გააღო კარი
-სადაა?
კითხა ანამ
-მისაღებში...
-ოხხ გამაგიჟებს...
ჩაილაპარაკა გოგომ მხარზე გადასაკიდე ჩანთა მოიხსნა და ჩამოკიდა საკიდზე მოკლე ქვედაბოლო და ლამაზი ზედა ეცვა რომელიც ხელებზე გადმოწეული იყო თმის რაღაც ნაწილი ქონდა აწეული დანარჩენი ლამაზად ჩამოყრილი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა უცებ შევიდა მისაღებში და დათომ რომ დაინახა თვალები გაუნათდა წამოხტა და ჩაეხუტა
-დათო მოგკლავ!
უთხრა გოგომ და როცა მოშორდა ანიშნა დაჯექიო გვერდით მოუჯდა და ხელზე ხელი შეახო
-ახლა შენც უნდა გამირჩიო საქმე?
დანანებით უთხრა მაგრამ ვერაფრით მოწყვიტა თვალი თან ლევანმა მარტო დატოვა წყვილი სპეციალურად რომ ანას რამე ექნა და გადაეფიქრა დათოს
-დათო ცუდად იქცევი....
-ანა ხომ იცი ჩემი და როგორ მიყვარს!
-სწორედ მაგიტომ უნდა შეძლო მისი სიყვარული უნდა ირწმუნო!
ბიჭი დუმდა თითქოს ანა იყო ის ერთადერთი რეალობა რომ კარგად აუხსნა გოგო თმაზე შეეხო კულულა თმებზე მოეფერა
-შენ ფიქრობ რომ უნდა მივიღო ეს სიტუაცია?
-რათქმაუნდა!
უფრო მიიწია გოგო და სახეზე ხელი მოუსვა რა დროსაც ბიჭმა ორივე ხელით შეეხო გოგოს ხელს ტუჩებთან მიიტანა და ხელზე აკოცა
-ჩემი ანგელოზი ხარ...
კიდევ აკოცა და მისი სურნელი შეისუნთქა
-დათო ანუ დაელაპარაკები შენს დას და გიოს?
-კი დაველაპარაკები...
გოგო მიწია და ჩაიხუტა ლოყაზე აკოცაა
-ჩემო ანგელოზოო...ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი ანგელოზო...
-კარგი ბიჭი ხარ!
გაუცინა და სახეზე წაეფერა ისევ...

*...*
გიოს კალთაში ედო თავი და თვალები მიხუჭული ჰქონდა ბიჭი ნელა ეფერებოდა უსაყვარლესო გოგოს თმას და გაისმა ნუცას ტელეფონის ხმა ორივემ ერთად დახედეს ეკრანს
-დათოა...
ჩაილაპარაკა ნუცამ და გიოს შეხედა
-უპასუხე ნუცა...
ტელეფონი აიღო და ყურთან მიიდო
-ნუცაა...
მოესმა ძმის ხმა უფრო მშვიდი და თბილი თითქოს გულზეც მოეშვა
-დაიკო მისმინე...ხომ მისმენ?
-კ...ი
ძლივს თქვა
-მაპატიე დღევანდელისთვის დიდი ბოდიში მართლა ზედმეტი მომივიდა...ძალიან მიყვარხარ და ვერ ავიტანე შენგან ის სიტყვები გული მეტკინა მაგრამ ვხვდები რომ ნაძირალასავით მოვიქეცი...შენც და იმასაც...*იგულისხმა გიო მაგრმა რომ მიხვდა ისევ ცუდად იქცეოდა თქვა* შენც და გიოსაც...ვიცი ახლა გიოსთან ხარ...მართლა არ მინდოდა ასე გამომავლოდა...ან მინდოდა მაგრამ ვერვხვდებოდი...ახლა მივხვდი...რამე მითხარი რაა...
-დათო რას მეუბნები რომ??
-რომ აღარ დაგიშლი გესმის აღარ...
მაინც უჭირდა ამის თქმა მაგრამ გვერდით ანა ეჯდა და ანიშნებდა კარგად ილაპარაკეო
-მართლა?
უცებ წამოხტა გოგო სიხარულისგან და აქეთ იქით დაიწყო სიარული
-მართლა...გიოს დამალაპარაკებ?
სულაც არ უნდოდა ლაპარაკი ნერვიულობდა კიდეც დათო მაგრამ რა ექნა ცუდად მოიქცა და უნდა გამოესწორებინა
-კი მაგრა...
-მიდი გთხოვ...
გოგომ ტელეფონი გიორგის გაუწოდა ბიჭმაც გაიოცა მე მაძლევო? და მაინც გამოართვა მეორე ოთახში გავიდა
-გისმენ...
-გიორგი მოოკლედ გეტყვი...
აღარ ქონდა ისეთი ბრაზიანი ხმა
-ნუცას გულს ატკენ და მოგკლავ! გაგატყავებ!
-დათო მართლა აღარ უშლი?
-არ გადამაფიქრებინო!
-არარაა მისმინეე მართლა მენდე გთხოვ...გეუბნები როგორც ძმა ისე წარმომიდგინე როგორც შენს ძმას ენდობოდი ისე მენდე...ნუცას არასოდეს ვატკენ გულს ძალიან მიყვარს!
-დრო დამჭირდება რომ გენდო ვეცდები...
-კარგიი...
სიხარულს ვერ მალავდა გიორგიც და ტელეფონი რომ გაითიშა სიხარულით მივვარდა ნუცასთან და ხელში აიტაცაა
-ვაიმეეე ნუცაა...
გოგომაც გაუღიმა და ჩაეხუტა

იმიტომ რომ შემიყვარდი შენ!❤️Where stories live. Discover now