20 ნაწილი

103 7 5
                                    

სოფი საღამოს ელენესთან მივიდა იქ რჩებოდა ლევანი კი დათოსთან წავიდა
-ჩემი სიხარული მოსულააა!
ჩაეხუტა ელენე სოფის
-გოგო გუშინ ისეთი დაღლილი ვიყავი თავს ვერ ვწევდი რაა ლევანთან დავრჩი
ელენემ ცალი წარბი აწია და ისე შეხედა
-იცოდე მოგკლავ რამე თუ მოხდაა!
-რა უნდა მომხდარიყო ვერ ხარ?
-კიდეკაი
-შენი და სადაა?
-მთელი დღე ოთახიდან არ გამოდის! ტირის ტირის აღარ შემიძლია კიდე კაი ცალკე ვცხოვრობთ თორემ მშობლები უკვე იეჭვებდნენ რამეს!
-ვაიმე ანა ცოდოა გოგო ვერ დაამშვიდე?!
-ოთახშიც არ მიშვებს არც უჭამია...შენ არ იცი რამდენი ვიწვალე რომ გამოსულიყო მაგრამ ამაოდ...
-მე მივალ...
-მიდი ცადე...
სოფი კარს მიუახლოვდა და დააკაკუნა
-ანა შემომიშვებ?
-სოფი შენ ხარ...
გოგონას სლუქუნი მოესმა და უფრო ეტკინა გული
-ხო მე ვარ შემოვალ რა..
ანამ კარი გაუღო და შეუშვა ელენე კი პირდაღებული დარჩა გარეთ
-ჩემო საწყალოო...
ჩაეხუტა ანას გოგოს უფრო აეტირა საწოლში ჩაემხო სოფი კი სახეზე ეფერებოდა
-ნუ ნერვიულობ საყვარელო შენ რა შუაში ხარ?!
-ჩემი ბრალია რატო ვთქვი საერთოდ ჩემზე დიდი ხართქო
-დათოც ძალიან ანერვიულებულია რაღაც ადგილზე წავიდა გუშინ ლევანი გაეკიდა რასაცქვია ისე შეეშინდა რამე არ დაემართოსო
-რააა? რა ადგილი? მართლა რამე ხოარ დაემართა? ახლა სახლშია?
-დამშვიდი...ყველაფერი რიგზეა...
-დაურეკე რა...
-რა ვუთხრა ანა შენ დაგალაპარაკებ
-არაარაარა მე არა მოიკითხე გთხოოვ...ვნერვიულობ
-კარგიი...
ტელეფონი ამოიღო და "დათიკო ბაბუა" მოძებნა ხო სოფი სულ ასეთ სისულელეებს აწერდა
-ალო...
მოესმა დათოს დაღლილი ხმა
-როგორ ხარ დათო?
ბიჭმა ამოიოხრა
-რავი იმის კვალობაზე რომ ლამის მანქანამ გამიტანა კარგად
-რა?
-გუშინ ისე გზააბნეული დავდიოდი ლამის მანქანამ გამიტანა
-კაი რააა...
-ანასთან ხარ?
სოფიმ ანას შეხედა გოგომ ანიშნა არ უთხრაო
-კი!
სოფიმ ანას ჭკუაზე არ გაიარა რათქმაუნდა
-კაი წავედი მე...
თქვა დათომ
-მოიცა ლევანი არ მოსულა ჯერ?
-უნდა მოვიდეს?
-კიი საადაა?
ანერვიულდა ახლა სოფიც
-ააა მოიცა კარზე კაკუნია მოვიდა მგონი
-დათო რასაც გეტყვის კარგად მოუსმინე
-რა იყოთ სიყვარული ხოარ უნდა ამიხსნას...
და ტელეფონი გაითიშა
-სოფიიი დათო როგორაა?
-კარგად ნუ ნერვიულობ...
-რა სულელი ვარრ...
-ანა გთხოვ ჭამე რამე ნუ ჩავარდი დეპრესიაში დათო მოვა ხომ იცი...
-არ ვიცი...
-იცი მოვა და შენც მიხვდები რომ სისულელეზე ნერვიულობდი...
-არც კი ვიცი სოფი იქნებ ვცდები და არასწორად ნაჩქარევად მოვიქეცი? ხომ იცი რომ შეიძლება გატაცება იყოს?
-ნუ სულელობ და ეგ დათოს არ უთხრა თორემ გააფრენს...
-თვითონ რომ არ ვუყვარდე?
-გაგიჟდი ხო?!
-კიი გაგიჟდა მე საკუთარ დას არ მიშვებს ოთახში და შენ შემოგიშვა!
მოესმათ გარედან ელენეს ხმა და სოფიმაც შემოუშვა
-ანაა ჭამე რააა...
ელენემ შემოიტანა პიცა ოთახში
-გთხოვთ...
-არ შემიძლია ცუდად გავხდები...
-კარგი რა ენერგია გჭირდება ამ წელს ძალიან გადატვირთული ხარ სულ მასწავლებლებთან დარბიხარ ენერგია გჭირდება...
-ეს ერთი კვირა მაინც არსად მივდივარ...
-კარგი რა გეყოფა...
-არ შემიძლია რატო არ გესმით?!
სოფის ტელეფონი აწკრიალდა და გოგომ უცებ დატოვა ოთახი დათოს უპასუხა რომელიც როგორც ჩანს დარბოდა
-სოფი ანა ცუდადააა?!
-დათო სად მირბიხარ?!
-მანდ! ანასთან!
-ცუდადაა...
-ჯანდაბააა!
მოესმა ბიჭის ხმა და ტელეფონიც გაითიშა სოფიმ კი ელენეს ანიშნა გამოდი ოთახიდანო მალე გიჟივით შემოვარდა სახლში დათო
-ანა სადააა?!
-ოთახშ...
ვერც მოასწრო ელენემ სიტყვის დასრულება ისე გავარდა დათო ანას ოთახისკენ და კარი რომ გააღო ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა გული გაეკაწრა
-ანაააა!
თქვა და გოგოს ჩაეხუტა უცებ მოიქცია მკლავებში ციცქნა გოგო
-მოხვედი...შენ მოხვედი....
-მოვედი ანა მოვედი შენ კიდე ტირი?! აღარ იტირო!
-ლევანმა გითხრა?
-ყველაფერი მითხრა ბოდიში რომ არ მოგისმინე...
-შენ ხომ კარგად ხარ?!
-კარგად ვარ ხომ ხედავ!
უთხრა დათომ და ისევ ძლიერად ჩაიკრა გულში სოფი და ელენე კარებთან იდგნენ და ორივე იღიმოდა
-ვუამე...
თქვა ელენემ
-საყვარლები...
-გეჩედიიი
მხარი გაკრა ელენემ და ორივემ გაიცინა კარი ჩუმად მოკეტეს წყვილი მარტო დატოვეს თვითონ კი ყავა გაიკეთეს
-ეს რა მაჭანკლები გავიჩითეთ მე და ლევანიიი...
თქვა სიცილით სოფიმ
-ხოოო მარა მე თქვენზე უარესი ვარ! სანდროს რა უთხრა ნეტა ლევანმა?
-არ ვიცი ეგ სულ დამავიწყდა...
ელენემ ტელეფონი ამოიღო და სანდროს მიწერა რა გითხრა ლევანმაო სანდრომ არაფერი აღარ დაურეკიაო კიდე ვკითხავო...
ელენეს ჩაეღიმა
-ხომ ხედავ სანდრომ რომ დაურეკა მერე აგიხსნა სიყვარული...
-ლევანი სულელია თურმე პირველი დღიდან ვუყვარვარ! რატო არ მითხრა შტერი!

იმიტომ რომ შემიყვარდი შენ!❤️Where stories live. Discover now