15.

589 36 5
                                    

ელენამ თავისი მეგობარი სახლში შეიპატიჟა. ანა ემოციებს ვერ აკონტროლებდა, მისმა ცნობისმოყვარეობამ პიკს მიაღწია და ელენას მკაცრად უთხრა!

— ელენა! მომიყვები რა მოხდა თუ რა გვაკეთო?

— ჩაის გაგიკეთებ და მოგიყვები. 

— აუუ არ მინდა რა ჩაი, მომიყევიიი!!!

ელენამ თვალები აატრიალა და ანას გვერძე დაიკავა ადგილი.

— მოკლედ...

ელენამ ანას ყველა დეტალი მოუყვა, ანას ხან თვალები შუბლზე აუვიდა, ხან ცრემლები მოადგა, მაგრამ როცა ელენამ ბოლო ამბავი მოუყვა, აყვირდა და სიბრაზე შემოაწვა.

— რას ამბობ?! იმ “ბარბის„ მოვკლავ!

— მეც ზუსტად ასეთი რეაქცია მქონდა.

— მოცა და კაიმ რა გააკეთა?! ასე უბრალოდ მოგცა წასვლის უფლება? გეფიცები სადმე თუ შემხვდა თავიდან დავჭრი!

ელენას გაეცინა, არ ვიცი როგორ, მაგრამ ანა ყოველთვის ახერხებდა მისი ხასიათის გამოსწორებას.

— ანა ასე მე არ ვბრაზობ და შენ რა გჭირს?!

—ელენა არაა სასაცილო, ამხელა კაცი ვერ აყალიბებს თავის პირად ცხოვრებას, თუ შეყვარებული ყავდა შენ რაღატო გაკოცა?

ელენას კოცნის ხსენებაზე ლოყები აუწითლდა და ოდნავ ჩაეღიმა.

— დაგინახე!!!

შეიკივლა ანამ.

— რაა?

გაიოცა ელენამ.

— დაგინახე! დაგინახე!!

— რა მოხდა?

— როცა კოცნა ვახსენე გაწითლდი და ჩაგეღიმა.

ელენამ თავი დახარა.

— რა სისულელეა!

— გაჩუმდიი! 5 წლიდან გიცნობ და ნუ მასწავლი შენს მიმიკებს.

— მოკეტე!

ელენა ცდილობდა დაემალა თავისი ემოციები, მაგრამ ანას რას გამოაპარებდა.

მაფიოზის რჩეულიWhere stories live. Discover now