21.

405 31 14
                                    

     ელენსათვის ეს სრული შოკი იყო, ცოტა უხერხულიც, რადგან არ უნდოდა ანას კაი გაეცნო. რატომ იკავებდა თავს? ამაზე პასუხი თვითონაც არ ჰქონდა, ალბათ მაინც შიშის ფაქტორი იყო, ან... უბრალოდ არ ეგონა მათი ურთიერთობა სერიოზული თუ იქნებოდა.

— ანა აქ რას აკეთებ?

— ელენა?

ელენა ფეხზე წამოდგა. ანა ძალიან დაბნეული ჩანდა, მაგრამ მაინც შეძლო არსებული უხერხულობის გაფანტვა.

— ელენა გაიცანი ეს ჩემი მეგობარი ჯერქსონია!

უეცრად ელენამ კაის მოჰკრა თვალი რომელიც კოპებ შეკრული შეჰყურებდა ჯექსონს.

— ჯექსონ!

ჩაიღრინა კაიმ. ელენა, გაურკვევლობაში იყო. ნუთუ კაი იცნობდა ამ ბიჭს...

— კაი რა ხდება?

ჩუმად გადაულაპარაკა ელენამ. 

— მივდივართ!

— რა?

კაი სასწრაფოდ წამოდგა და ელენას ხელი მაჯაში სტაცა.

— რა ხდება?

ელენას ხმაში დაძაბულობა მატულობდა.

კაიმ კარებისკენ სვლა დაიწყო, მაგრამ უეცრად შეჩერდა და ჯექსონს სიბრაზით სავსე თვალებით შეხედა.

— გამარჯობა კაი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

— გამარჯობა კაი.

დამცინავი, ცინიკური და გამაღიზიანებელი ტონით მიესალმა ჯექსონი კაის.

— აქ რას აკეთებ?

საშინლად გაბრაზებული ხმით კითხა კაიმ.

— შემოვიარე...

— ახლა აქედან დაახვიე თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!

მაფიოზის რჩეულიWhere stories live. Discover now