22.

309 26 6
                                    

  ელენა თვალებს ძლივს ახელდა, ასეთი გულნატკენი და დამსხვრეული პირველად იყო.

  ელენა თვალებს ძლივს ახელდა, ასეთი გულნატკენი და დამსხვრეული პირველად იყო

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

მთელი გზა თავი ფანჯარაზე ჰქონდა მიდებული, შოკისგან ვერც კი ტიროდა.
უბრალოდ იჯდა და სიცარიელეში იყურებოდა. გონს მაშინ მოვიდა როცა კაის ხელები იგრძნო წელზე.

— რა...

თვალები აქეთ-იქით მოაცეცა გაკვირვებულმა.

— დამშვიდდი მე ვარ...

— კაი...

კაიმ ელენა კვლავ ხელში აიყვანა და სახლის კარი შეაღო.

— მოიცა სად ვართ?

— ხომ მითხარი სახლში წაგიყვანო?

— მე არ მითქვამს რომ შენს სალხში წაგიყვანდი...

კაიმ ელენა სავარძელში ჩასვა.

— არა კაი აქ ვერ დავრჩები სახლში უნდა წავიდე... იქნებ ანა დაბრუნდეს.

კაის გული სტკიოდა ელენას გამო, ხედავდა როგორც იყო, მის თვალებზე ცრემლის დანახვას კი ყველაფერი ერჩივნა. ძალიან შეიცვალა... აქამდე მას არავის ცრემლები არ ანაღვლებდა, პირიქით ადამიანების ტანჯვით და ტკივილით სიამოვნებას იღებდა, მაგრამ რა ხდება ახლა? ის მზად არის ელენას გამო მთელი დედამიწა გადაწვას, კაცობრიობას დაუპირისპირდეს, და ყველას გული ამოგლიჯოს ვინც მის "დედოფალს„  აწყენინებს. 

იცით რა განსხვავებაა გმირებსა და ბოროტმოქმედებს შორის?! არა ისე პრიმიტიულად არა რომ გმირი კეთილია და ბოროტმოქმედი ბოროტი არამედ:

გმირს შეუძლია ბევრი ადამიანის გადარჩენად საყვარელი ადამიანი დათმოს, ბოროტმოქმედი მზად არის მთელი დედამიწა გასწიროს იმ ერთადერთის გადასარჩენად.

მაფიოზის რჩეულიWhere stories live. Discover now