7

26 3 0
                                    

ჩემი აიდოლი ხარ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ჩემი აიდოლი ხარ... განსაკუთრებული ადამიანი, შენ ხარ ვის გამოც შემიძლია გავიღიმო, ვისი ტკივილიც საკუთარივით მტკივა და წარმატება კი საკუთარზე მეტად მიხარია, შენ ხარ ყველაფერი საუკეთესოს მიზეზი ჩემს ცხოვრებაში, შენ და სხვა ჯგუფის წევრები წვიმის შემდეგ გამონათებული ცისარტყელა ხართ ჩემთვის,

ჯეონი უსმენს მის თბილ სიტყვებს, მის თავში კი ქაოსურად დაძრწიან ფიქრები თუ როგორ შეიძლება სრულიად უცნობი ადამიანი გიყვარდეს ისე რომ საკუთარზე მეტად მისი ბედნიერება გაბედნიერებზეს, ფიქრობს და წუხს... "თუ მე ვარ შენი ღიმილის მიზეზი ასევე ვარ შენი ტანჯვის მიზეზიც",

ამიტომ უფრო მეტად უნდა ვეცადო შენს გაბედნიერებას, ამას იმსახურებ, ეს უნდა გავაკეთო...

ჰარი კი საუბარს აგრძელებს...
Harry: ორი დღეა გიყურებ, გელაპარაკები, გეხები და გმკურნალობ მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებ რომ შენ ჩემს წინ ხარ... ნამდვილი... რეალური და შესანიშნავი, ჩემი გადამრჩენელი ჩემი აიდოლია ეს ხომ მართლაც წარმოუდგენელია ( იცინის)

Jk: ახლახანს სიყვარული ამიხსენი?
Hary: ასე ფიქრობ?
Jk: კი ვფიქრობ ასეა
Hary: მაშინ თუ ჩემი აიდოლი ასე ფიქრობს...
Jk: ანუ?
Hary: ანუ... კი ასეა

ჯეონი ჩაეხუტა და აღარ უშვებდა,
Jk: იცი? ახლა უფრო მეტად მინდა შენი დაცვა და ...

სიტყვა ვეღარ დაამთავრდა მობილურზე მძღოლმა დაურეკა, ჯეონმა უპასუხა და მძღოლმა მოახსენა თუ ვინ იყვნენ ის კაცები ვინც ჰარი გაიტაცა, უთხრა რომ ისინი ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდნენ და მათი უფროსი ჯეონის უდიდესი მტერი კიმების კლანის უკანონო შვილი პარკ გიუნო იყო,

ჯეონს ხასიათი შეეცვალა, მის თვალებში ცეცხლი გიზგიზებდა, მობილურის ხელს ძლიერად უჭერდა და ღრმად სუნთქავდა, ჰარისკენ მიტრიალდა და ცდილობდა არ შეემჩნია, ჰარის სთხოვა მისთვის წყალი მოეტანა და ჰარის გასვლისთანავე მძღოლს შეტყობინება გაუგზავნა,
" ხვალ ღამით სახლთან მომაკითხე პარკ გიუნუ უნდა მოვინახულოთ, იმ ნაბიჭავრს ჭკუა უნდა ვასწავლო" 

მეორე დღეა ჯეონი და ჰარი თავს ერთად კარგად გრძნობენ, ბევრს საუბრობენ, იცინიან ერთმანეთს ისტორიებს უყვებიან, ჰარი ჯეონის გამო სამსახურში არ წავიდა მასთან დარჩა და ცდილობდა ჯეონს თავი კომფორტულად ეგრძნო,

ყვებოდნენ ისტორიებს არმის და ჯგუფის შესახებ, თუ როგორ ძალიან უნდოდა ჰარის მათ კონცერტზე დასწრება მაგრამ ამას ვერასდროს ახერხებდა, მსგავს ისტორიებს უზიარებდნენ ერთმანეთს და მათ შორის უფრო მეტად ღვივდებოდა სიყვარულის ნაპერწკალი,

უკვე საღამოა ჯეონმა დატოვა ჰარის სახლი და თავის სახლთან მძღოლს დაელოდა, მძღოლმაც მიაკითხა და წავიდნენ გიონუსთან, მას უკან კიდევ ორი მანქანა მიყვებოდა საუკეთესო მებრძოლებით სავსე, მძღოლმა ურჩია იარაღიც ჰქონოდა თან მაგრამ ჯეონს მისი შიშველი ხელებით მოკვლა სურდა.

"ჩემი აიდოლი მკვლელია"Where stories live. Discover now