8

32 4 2
                                    

ღამის კლუბში პარკ გიუნუ ქალებით გარშემორტყმული, ვისკის მიირთმევდა და თან მის თანხლებ ქალებთან ერთობოდა,

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ღამის კლუბში პარკ გიუნუ ქალებით გარშემორტყმული, ვისკის მიირთმევდა და თან მის თანხლებ ქალებთან ერთობოდა,

ჯეონის შესვლისთანავე გიუნუს ხალხი ნელა მოეკვრა გარშემო მათ, რათქმაუნდა... მათ ხომ იციან რისი გაკეთება შეუძლია ჯეონს, ის უკან არაფერზე იხევს, გიუნუ მხოლოდ იმიტომ არის ამ დრომდე ცოცხალი რომ მისი მამა ჯეონს დიდ საქმეში დაეხმარა და ჯეონმაც ამით დაუბრუნა სიკეთე,

მაგრამ ახლა უკვე აღარ აქვს მიზეზი მისი დანდობის, ჯეონის გამოჩენით გიუნუს კაცები მაშინვე მიხვდნენ რომ ჯეონი იქ სასიკეთო მოლაპარაკებისთვის არ მივიდოდა,

ჯეონი მივიდა გიუნუს მაგიდასთან და წინ დაუჯდა, გარშემო ყველა ქალი წავიდა, გიუნუს შიში დაეტყო მიხვდა რომ ჯეონი რაღაცას აპირებდა,

ჯეონმა ვისკი დაისხა, სიგარეტი ამოიღო და გიუნუს თვალებში ყურება დაუწყო, გიუნუმ ჰკითხა თუ რატომ შეიწუხა ჯეონმა თავი და ესტუმრა მის მოკრძალებულ ღამის კლუბში, რაზეც ჯეონმა უპასუხა,

Jk: მე ვეცადე შენთვის სიცოცხლე შემენარჩუნებინა, მაგრამ შენ შენს ბიჭებს ვერ აკონტროლებ, როგორც ვიცი ადამიანის ორგანოებით ვაჭრობ, ვფიქრობ შენი ორგანოებიც კარგ ფასში გაიყიდება, შენ რას ფიქრობ ამაზე?

გიუნუს ცივმა ოფლმა დაასხა, ჰალსტუხი შეიხსნა და ნერწყვი ძლივს გადაყლაპა,

Giunu:  არ ვიცი რაზე ლაპარაკობ, მე ადამიანის ორგანოებით არ ვვაჭრობ.

Jk: ანუ ამბობ რომ მე ვცდები?

გიუნუ ზედმეტად ანერვიულდა რადგან იცის ჯეონის ხასიათი,

Giunu: მე იმას ვამბობ,  რომ  თუნდაც ასე იყოს შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, მე ხომ შენთვის არაფერი დამიშავებია ამით.

ჯეონმა ვისკის ჭიქას ხელი მოუჭირა და გატეხა, დახრილი თავით ზემოთ ახედა და მკვლელი გამოხედვით უთხრა,

Jk: შენ იმას შეეხე ვისაც არ უნდა შეხებოდი, ეს მიზეზი კი საკმარისზე მეტია იმისთვის რომ ჩემი ხელით მოკვდე.

წინადადება დაასრულა თუარა ხელში ჩამტვრეული ჭიქის ნამსხვრევით მაშინვე ყელი გამოჭრა, სისხლი სახეზე შეესხა, პიჯაკი გაისწორა, სიგარეტი გიუნუს ვისკის ჭიქაში ჩადო და მშვიდათ გაეცალა ადგილს,

გიუნუს ბიჭები იდგნენ და უყურებდნენ, ვერც ერთმა გაბედა ჯეონთან მიკარება, რადგან იცოდნენ რომ ისინი მას ვერაფერს დააკლებდნენ.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 17 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

"ჩემი აიდოლი მკვლელია"Where stories live. Discover now