🎀3

27 5 3
                                    

—ლინა... ლინა!! გაიღვიძეე გათენდა
როდემდე უნდა იწვე საწოლში

მმმმჰ მართლა უნდა ავდგე არ შეიძლება ამდენი ხანი წოლა ,მაგრამ
მეზარება
- ვდგები დედა ვდგებიი!!

აჰ გუშინ რომელზე დავიძინე ,ვაიჰ კიდე გათენებამდე მეღვიძა ,არა რა უნდა დავალაგო ჩემი ძლილის რეჟიმი ესე არ შეიძლება ,მაგრამ ისეთი ლამაზია დილა როცა ყველაფერს ნათელი ეფინება, მხოლოდ მაშინ ვგრძნობ სიმშვიდეს თითქოს არავის ვაწუხებ არც ხელს ვუშლი უბრალოდ ჩემთვის ვარ ,როცა უკვე ფიქრიც არ შემიძლია და მხოლოდ ძილი მსურს ,
მაგრამ არაა არაა არ შემიძლება ესეთი ჩაშავებული თვალებით სიარული. ავადმყოფს ვგავარ აჰჰ რას იფიქრებენ ჩემ თავსაც ვერ ვუვლი.

ლინა როგორც იქნა ადგა და დაიწყო თავის მოწესრიგება. ის დიდ ხანს უყურებდა თავის თავს სარკეში ვერ გაუგია დღეს ასე ადრე რატო გააღვიძეს .

მმმ დავწვე ისევ ? მაინც რას ვაკეთებ, კაი არაუშავს. რადგან ავდექი დაწოლას აზრი აღარ აქვს ჩავალ დაბლა რამე საქმე იქნება ალბათ ....თუ არავის შევუშლი ხელს ...არა მგონი ჯობია დავრჩე.
რთულია გადაწყვეტილებების მიღება როცა ბევრი ფიქრი გიტრიალებს თავში

კაი გარეთ გავალ თორე დედაჩემი ნერვიულობს ჩემს კარგად ყოფნაზე
ვაიჰ დედაჩემს ვანერვიულებ და რის გამო უბრალოდ ხასიათზე რო არ ვარ ?!არა არა გეყო ლინა ესეთი ქცევები რატო ვანერვიულებ არ შეიძლება ვინმემ რო ჩემზე ინერვიულოს !
ოი აი კიდე რა არ შეიძლება სად წავიღე ჩემი ბლოკნოტი

საწოლის ქვეშ შეიხედა მერე ფეხსაცმელების თაროს დახედა გასარეცხ ტანსაცმელში ეძებდა და ბოლოს ძირს ფეხსაცმელეთან იპოვა ბოლკნოტი ,რომელიც ბავშობაში აჩუქეს ოქროს დაბადების დღეზე

ბლოკნოტზე მისი სახელი იყო ხოლო ყდაზე ეწერა ,,მამასგან ჩემ პრინცესას"
2012/07/09
ლინას მხოლოდ ეს დარჩენია მამისგან და კიდევ მისი გვარი. რამოდენიმე წლის წინ გარდაეცვალა და ეს ფიქრებიც მაშინ დაეწყოო .ამ ბლოკნოტში ეწერა ყველაფერი რა შეიძლებოდა, რა არ შეიძლებოდა ,რა აღიზიანებდა ,რა მოსწონდა პატარა ნაჯღაპნები ცრემლის კვალიც იყო მასში დატოვებული.

ა აი სად ყოფილა ვაიმე რა დაბდურა ვარ რამდენი ვეძებე და ცხვირ წინ მქონდა ოთახიც უფრო ავურიე აჰჰჰჰ. კაი კაი რისი ჩაწერა მინდოდა ვაიმე როგორ მეზიზღება საკუთარი თავი რატო არ მახსოვს აა მგონი რაღაცა რაც არ შეიძლება მმმმ რაზე ვფიქრობდი ესეგი გარეთ გასვლა დედა ნერვიულობა აა ვსო ვსო...

ესეთი ჩანაწერების გაკეთება ლინას ფსიქოლოგმა ურჩია მაგრამ ეს მას სრულიად არ ეხმარებოდა მის თავში მაინც ბევრი ფიქრი ტრიალებდა

გოგო სახელად ლინაWhere stories live. Discover now