#5

424 55 3
                                    

  -შენი მშობლები. ვიცი, ეს რთულია შენთვის, მაგრამ შენდაუნებურად ამ ამბის მონაწილე ხარ და ყველაფერი უნდა იცოდე. გახსოვს წიგნი რომ გაჩუქე?_ცერად ამომხედა.
-კი, მახსოვს....მოიცადე! ესე იგი რაც იქ წერია ყველაფერი მართალია? ისიც მართალია, რომ ადამიანსა და მონსტრს ერთმანეთი შეუყვარდათ, ხოლო ამის შედეგად ბიჭი დაიბადა?!_ფეხზე წამოვდექი.
-დაწყნარდი დაწყნარდი, ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ იქ ყველაფერი არაა აღწერილი. ამ წიგნის ავტორი თავად მე ვარ, თუმცა იქ ყველაფერი არ აღმიწერია, რატომ? ვიცოდი,რომ ეს დრო დადგებოდა, ვიცოდი რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა....ახლა ეს ამბავი შენც გეცოდინება.
-მისის ლი, კიდევ უფრო მაბნევთ!
-ბოდიში ბოდიში. ბიჭი ნახევრად ადამიანი და ნახევრად მონსტრი დაიბადა. ბავშვს იმდენად დიდი ენერგია ჰქონდა, რომ დედამისმა ვერ გაუძლო მას და გაიყინა, ხოლო მისი თმები თოვლივით თეთრი გახდა. შენ და ბიჭს ერთი რამ გაკავშირებთ. თქვენ დაბადებულები ხართ ზუსტად ერთსა და იმავე რიცხვში, მაგრამ განსხვავება აი რაშია. ალბათ იცი, რომ ისეთი სტიქიების მონსტრები როგორიც ცეცხლი და ყინვაა ზამთარსა და ზაფხულსი იბადებიან. ცეცხლი_ზაფხული, ხოლო ყინვა_ზამთარი. მაგრამ მოხდა აი ასეთი რაღაც....ბიჭი დაიბადა ზაფხულის შუა რიცხვში და იმ ღამეს ისეთი კაშკაშა და სავსე მთვარე იყო, როგორიც არასდროს არავის ენახა...
-მოიცადეთ....მე ზამთარში დავიბადე, შუა რიცხვებში და იმ ღამეს მთვარე საერთოდ არ იყო და ცას მოწითალო ფერი დაჰკრავდა...
-სწორად მივხვედრილვარ. საქმე იმაშია, რომ ბიჭი დაიკარგა....დაბადებიდან ნახევარ საათში. თუმცა მე ვგრძნობ, რომ ცოცხალია. მისი სახელი არ ვიცი, მაგრამ რადგანაც თქვენ ორი განსაკუთრებულ სიტუაციაში მოევლინეთ სამყაროს, რაღაც კავშირი გექნებათ და ამას ორივე იგრძნობთ.
ახლა კი კიდევ რაღაც მინდა გითხრა. წიგნი, რომელიც მე გაჩუქე, კარგად დაიცავი, ის არავის არ უნდა ჩაუვარდეს ხელში. დღემდე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ბიჭს ეძებენ, რადგან ის განსაკუთრებულია, არავინ იცის მისი ძალები როგორია და დიდი შანსია, რომ ძალიან საშიშიც იყოს. თუკი ისინი ამ წიგნს ჩაიგდებენ ხელთ, მაშინ ყველაფერი დასრულდება და ვშიშობ, შენი და მისი მისტიური კავშირის გამო შენც საფრთხე შეგექმნება.
-აჰა, გასაგებია. ანუ ჩემი მისიაა ვიპოვო ის ბიჭი და მტრებისგან დავიცვა?_ვკითხე მისის ლის.
-მართალი ხარ, თუ ბიჭი საფრთხეში აღმოჩნდება და რაიმე მოუვა შენც....
-გასაგებია გასაგები. კი მაგრამ, რა ქვია ამ ბიჭს მართლა არ იცით?
-სამწუხაროდ არა, მისი სახელი მედალიონში, პატარა ფურცელზე ეწერა, რომელიც მხოლოდ დედამისმა იცოდა, ხოლო თავად მედალიონზე კი მისი პირობითი სახელი იყო ამოტვიფრული...."პირველი ფიფქი."
-პირველი ფიფქი? რას ნიშნავს ეს.
-ხომ გითხარი მისი დაბადება კიდევ უფრო მისტიური იყო ვიდრე სხვა მონსტრების. დაბადების წამს, ციდან ერთადერთი, მაგრამ ულამაზესი თოვლის ფიფქი ჩამოვარდა, რომელიც ბიჭის შუბლზე დასკუპდა და ყინულივით გამძლეობა დაანათლა.
-მისის ლი.....თქვენ რატომ არ შეგიძლიათ ის მოძებნოთ.
-ძალიან დიდხანს ვეძებდი, მაგრამ ხელს ის მიშლიდა, რომ მეც შენიღბული უნდა ვყოფილიყავი. სამწუხაროდ მიპოვეს და მალე მომაგნებენ. ამიტომ გადმოგეცი წიგნი შენ და სკოლა სასწრაფოდ დავტოვე. არადა უკვე როგორ მიჩვეული ვიყავუ იქაურობას...სოლარიც მომენატრა, ახალი ბავშვები არც კი მინახავს.
-სოლარსაც ძალიან ენატრებით....ყველაფერი კარგად იქნება._წამოვდექი და მხარზე ხელი დავადე მისის ლის.
-ლილი, აქ დიდხანს ვერ დარჩები, ბოლო რამ რასაც გადმოგცემ ეს სურათია. გთხოვ გაუფრთხილდი და შემდეგ პტრონს გადაეცი, დარწმუნებული ვარ გაუხარდება._გამიღიმა და ფოტო გადმომცა, სადაც მამაკაცი და გულში ბავშვ ჩახუტებული ქალი იყვნენ. ბავშვს და მამაკაცს სრულიად თეთრი თმები ჰქონდათ, ხოლო ქალს ნახევრად თეთრი.
-ლილი, გთხოვ იპოვე ჩემი შვილიშვილი და....თავს გაუფრთხილდი, ახლა სიფრთხილე ყველაფერზე მეტად გმართებს._წამოსვლის წინ ასე დამემშვიდობა მისის ლი. ჩვენ ერთმანეთს გადავეხვიეთ და ბოლოს უჩუმრად გამოვედი მისი სახლიდან. სახლამდე ისე შეუმჩნევლად და ჩუმად მივედი, როგორც არასდროს. კარებები მაგრად ჩავკეტე და უხმაუროდ ავედი ჩემს ოთახში. შუქების ანთება არც მიფიქრია, საკმაოდ შეშინებული და ამავდროულად დაბნეული ვიყავი, რომ რამე მომემოქმედებინა. პირველი თავში აზრად რაც მომივიდა ეს შხაპის გადავლება იყო.
პირსახოცი შემოვიხვიე და სასწრაფოდ გამოვედი აბაზანიდან. სხვადასხვა ფიქრები მოსვენების საშუალებას არ მაძლევდნენ. ამას ისიც ერთვოდა, რომ გული მიგრძნობდა ჩემი უცნობი სტუმარი აუცილებლად დაბრუნდებოდა. პირველ რიგში მისის ლის ნაჩუქარი წიგნი მოვძებნე და საგულდაგულოდ დავმალე, ჩაცმაზე არც მიფიქრია და სწორედ ამ დროს მომესმა ისევ ჩუმი ბგერები. უცებ გადავიცვი ტანსაცმელი, სახეზე ისევ შავი ნიღაბი გავიკეთე და ხელში რაც მომხვდა ის ავიღე. ოთახის კარები ჩუმად გამოვაღე და გარეთ გავიხედე. ხმაური დაბლიდან მოდიოდა. კიბის მოაჯირს მივუახლოვდი და თვალთვალი დავიწყე, უცნობი ისევ სამზარეულოში იყო, მაგრამ ჩანდა, რომ იქ აღარაფერს ეძებდა და სასტუმრო ოთახში გამოვიდა. უცებ სამზარეულოს კარის მოპირდაპირე მხარეს მდგარი კარადა გამოაღო და მისი ქექვა დაიწყო. სანამ თავის საქმეში იყო გართული უკნიდან მივეპარე და თავზე დავახტი. უცნობი მაშინვე შეეშვა თავის საქმიანობას და ჩემს მოშორებას ეცადა, მაგრამ მე ფეხები კიდევ უფრო შემოვაჭდე და ბალიში სახეზე ავაფარე. დიდ ხანს მეჭიდავა უცნობი და მალე მოახერხა მისი ზურგიდან ჩამოვეგდე. ზურგით დავეცი და საკმაოდ მეტკინა, მაგრამ წამოვდექი და ახლა უკვე ფანჯრისკენ გაქცეულ სტუმარს დავედევნე. მოვახერხე და ქუდში წავავლე ხელი, რის შედეგადაც მისი თეთრი თმები გამოაშკარავდა. თუმცა უცნობმა მაჯობა და ძირს დამაგდო, ამის შემდეგ კი არ მახსოვს რა მოხდა.
როცა გავიღვიძე ჯერ კიდევ ბნელოდა. საათს გავხედე და 5ის ნახევარი აღმოჩნდა. სახლი კარგად დავათვალიერე და მხოლოდ ღია ფანჯარა დამხვდა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ უცნობი გაიქცა. შემდეგ უბრალოდ ოთახში ავედი და დავიძინე. დილით ტელეფონის ზუზუნმა გამაღვიძა. საათს გავხედე და უკვე ადრომის დროც იყო. როგორც ყოველთვის ისე მოვემზადე და სკოლისაკენ გავეშურე. სკოლაში განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. ლანჩის დროს ბიჭების მაგიდასთან სოლარიც შემომიერთდა და ორივე ვადევნებდით თვალს ბიჭების სასაცილო საქციელებს. ლანჩის შემდეგ მისის ლისგან ასეთი შინაარსის წერილი მივიღე: "ვგრძნობ, რომ მალე მიპოვნიან და ამუტომ კიდევ ერთხელ მინდა გაგამხნევო. ტელეფონს ვანადგურებ, რომ შენ არავინ გიპოვოს. ყველაფერი კარგად იქნება, მე მჯერა შენი! ა და კიდევ ერთი, თუკი ჩემ შვილიშვილს იპოვნი უთხარი, რომ მის მამას ბებიასა და ბაბუას ძალიან უყვარდათ იგი და ძალებს არ იშურებდნენ მის საპოვნელად...." წერილი ჩავიკითხე და სასწრაფოდ წავშალე, რადგან ახლა ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. რამოდენიმე გაკვეთილმაც ჩაიარა და უკვე სახლში წასვლის დრო იყო. კლასში რატომღაც ისევ მე და თეიონგი დავრჩით. ერთი გავხედე და შევამჩნიე, რომ რაღაც კარგად არ იყო. სკამიდან წამოდგომა გაუჭირდა და მერხს ეყრდნობოდა. რამოდენიმე ნაბიჯით მივუახლოვდი და სწორედ მაშინ ძირს ჩაკეცვა დააპირა, თუმცა დავიჭირე.
-არ შემეხო!_მომიშორა მან უხეშად.
-მადლობას ასე მიხდი?_ირონიულად ვკითხე.
-იქით დარჩები მადლობელი თუ არ შემეხები._ისევ ცივი ტონით მითხრა და წამოდგა. თავისი ჩანთა აიღო და გავარდა. სწორედ ამ დროს შეეფეთა კარებში სოლარს, რომელიც ისედაც შეშინებული ჩანდა და თეიონგის დანახვაზე კიდევ უფრო დაფრთხა. -ლ...ლილი!!!_ძალიან დამწუხრებული სახით ძლივს ამოღერღა სოლარმა.
-რა მოხდა, ხომ კარგად ხარ!_სასწრაფოდ მივვარდი და ხელები მკლავებში ჩავავლე, მას კი ტირილი აუტყდა.
-სოლარ! რა გატირებს! რა მოხდა, ბიჭებს დაემართათ რამე?_ისევ ვკითხე მაგრამ ის სუნთქვას ძლივს იკრებდა და მხოლოდ თავი გააქნია.
მ...მის ლი...მის ლი!!_კიდევ რაღაცის თქმას ცდილობდა მაგრამ უარესად აქვითინდა და თავი დაბლა ჩახარა.
-რა მოუვიდა მის ლის! სოლარ თქვი!_უკვე მეც ცრემლები მადგა თვალებთან. ყველაზე უარესის წარმოდგენა არც კი მინდოდა მაგრამ....
-მის ლი.... მოკლეს!  

MONSTERDonde viven las historias. Descúbrelo ahora