#21

352 42 13
                                    

-ჯონი შენთვითონ ხვდები რას ამბობ?!
-ლილი გთხოვ.... ნება მომეცი ყველაფერი გითხრა. თავდაპირველად შენთან უბრალოდ დამეგობრება მსურდა, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ სულ სხვა იყავი. შენს მიმართ სხვა გრძნობა მაკავშირებდა. მინდოდა სულ დამეცავი და შენთვის საფრთხე ამერიდებინა.  ვერც კი წარმოიდგენ რა ვიგრძენი როცა შენ და თეიონგი ერთად დაგინახეთ...._ამ სიტყვებს იმხელა ემოციით ამბობდა, რომ დავიჯერე კიდევაც თუმცა ეს ყველაფერი დადგმული მეგონა და ვერ ვიჯერებდი, რომ ჯონი ასეთ რამეს იტყოდა.
-ამმ....ეს რაღაც ხუმრობაა ხო? ახლა ყველანი დამალულები არიან და იღებენ როგორ გავებმები მახეში? ჯონი არ გამოგივიდა მაპატიე._გავიცინე და წამოსვლა დავაპირე, როცა ვიგრძენი როგორ შემაჩერა ძლიერმა ხელმა.
-ნამდვილად არ ვხუმრობ. ის წერილები მართლა ჩემი დაწერილი იყო.  აღარ ვაპირებ დამალვას....მიყვარხარ ლილი._გულში ჩამიკრა და ისე ძლიერად მომეკრო, რომ სუნთქვაც კი გამიძნელდა.
-ჯ...ჯონი..._მისი მკლავებიდან თავი დავიხსენი და ნაბიჯი უკან გადავდგი.
-ლილი შეგიძლია ახლა არაფერი თქვა, ვიცი რომ მოულოდნელი იყო. მოიფიქრე და ყველაფერი მიყხარი._გამიღიმა და გაიქცა.
-ჯონი არა მოიცადე!_დავუყვირე მაგრამ ის არ გაჩერებულა და მალე გაქრა.
*ჯანდაბა! მოფიქრება? კი მაგრამ რა უნდა მოვიფიქრო, მე ის არ მიყვარს! მე...მე ხომ მას საუკეთესო მეგობარივით  ვუყურებ...* სანამ ფიქრებით ვიყავი გართული ჩემთან ვიღაც მოვიდა. უკან გავიხედე და იონგმინი დავინახე.
-ჰეეი~_ხელის აწევით მომესალმა და მომიახლოვდა. წარბებშეკრული ვუყურებდი, ვგრძნობდი... არა დარწმუნებული ვიყავი რომ მისგან კარგის მოლოდინში არ უნდა ვყოფილიყავი.
-რა გინდა იონგმინ.
-ვაჰ.. easy girl. არ გინდა გავისეირნოთ?_მომიახლოვდა, თანაც ისე რომ ლამის სახეზე ამეკრო.
ხელი სახეზე ავაფარე და გვერდით გავიწიე.
-არა გმადლობ, მეჩქარება._შემოვბრუნდი და წასვლა დავაპირე, რომ იონგმინი მაჯაში მწვდა.
-გეგონა ეს თხოვნა იყო?...აჰ, მაპატიე ჩემი ბრალია. უფრო მკაცრი ტონით უნდა მეთქვა....ეს ვრძანებაა და შენ ჩემთან ერთად წამოხვალ გასაგებია?!_ხელი კიდევ უფრო მომიჭირა. წინააღმდეგობის გაწევა ვცადე, მაგრამ ის ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. ბოლოს გადავწყვიტე ჩემი ძალა გამომეყენებინა, მაგრამ....
-იცოდე თუ ცეცხლის გამოყენებას აპირებ ამას შენს საწინააღმდეგოდ გამოვიყენებ. მონსტერი ჯერ კიდევ არ ხართ თავისუფლები და შენი დახმარებით ვერც ვერასდროს იქნებით._კიდევ უფრო ჩამებღაუჭა და სადღაც წამათრია.
სკოლის უკანა ეზოში გამიყვანა და ტელეფონი ამოიღო.
-შინჯი, მე მყავს. მთავარია თეიონგს ყურადღება გადაატანინო, რომ არაფერი იეჭვოს._სიტუაციით ვსარგებლობ, იონგმინს ხელზე ვკბენ და გავრბივარ. შენობაში შევედი, დავიმალე და ბექჰიონს დავურეკე.
-ოპა....პრობლემები გვაქვს იონგმინმა ჩემი მოტაცება სცადა._რაც შეიძლება ჩუმად ვთქვი.
-იონგმინმა? იმ ჰანთერმა? ახლავე მოვალ სკოლაში!_ბექჰიონი გაცეცხლებული იყო. ამასობაში კი დავრწმუნდი, რომ იონგმინი იქ არ იყო და სამალავიდან გამოვედი.
-ახლა მას გამოვექეცი მთავარია რომელიმე მეგობარი ვიპოვო._ აუჩქარებლად გავუყევი სკოლის დერეფანს და მის ბოლოში თეიონგი და შინჯი დავინახე. "მივიდე თუ რა ვქნა?...ჯანდაბა!" თეიონგი შემობრუნებას აპირებდა, მაგრამ დინჯიმ შემამჩნია და მაშინვე მიაბრუნა თეიონგი.
ისევ იონგმინის ტყვეობაში აღმოვჩნდი. წინააღმდეგობას ვუწევდი, თუმცა მან პირზე ხელი ამაფარა და მხოლოდ ერთხელ დაყვირება მოვახერხე. სანამ იონგმინი შენობიდან გამიყვანდა დავინახე როგორ გამოიხედა თეიონგმა და ჩემსკენ გამოიქცა, თუმცა იონგმინი ძალიან სწრაფი აღმოჩნდა. ტელეფონი, რომელზეც ჯერ კიდევ ბექჰიონი იყო დამივარდა.
No ones POV.
თეიონგმა ტელეფონი აიღო და იონგმინისა და ლილის დევნა განაგრძო თუმცა იონგმინს უკვე მოესწრო ლილის მანქანაში ჩატენვა. მხოლოდ მანქანჯსთვის სურათის გადაღება მოასწრო მან და ბოლოს ისევ შინჯის მოსაძებნად გაიქცა. თუმცა ეს უკანასკნელიც უკვალოდ გამქრალიყო და თეიონგს ისღა დარჩენიდა ბექჰიონს დალაპარაკებოდა.
-მანქანის სურათი მაქვს და ახლავე უნდა შევატყობინოთ პოლიციას.
-არა თეიონგ, პოლიცია ძებნას მხოლოდ 24საათის შემდეგ დაიწყებს. მანამდე ჩვენი ძალებით უნდა შევეცადოთ მათ პოვნას. რამე იდეა მაინც გაქვს სად შეიძლება იყოს?
-კი, მაგრმ იონგმინი და შინჯი ისეთი სულელები არ არიან ლილი მაშინვე ჰანთერების შტაბში წაეყვანათ, თუმცა იქ მაინც პირველ რიგში უნდა მოვძებნოთ.
***
მანქანაში კი სადაც იონგმინი და ლილი ისხდნენ სხვა სიტუაცია იყო.
-გგონია ასე ადვილად შეძლებ ყველაფერს? ნამდვილი სულელი ყოფილხარ.
-სულელი ლილი? ვნახოთ ვნახოთ. აი საბოლოოდ გამარჯვებას ჰანთერები მოიპოვებენ, მერე კი სულელი ვიცი ვინც დარჩება.
-რას მიზამ მაინც მომკლავ და დანარჩენ მონსტრებსაც ასე გაუსწორდებით?
-არა, არა საყვარელო. შენ ჩვენ ცოცხალი გვჭირდები.....ჯერ-ჯერობით._ბოროტულად გაიცინა იონგმინმა და ლილის გვერდით მჯდომ ნიღბიანს თვალით რაღაც ანიშნა.
ყველაფერი ხაბნელდა ლილისთვის...
-ის უკვე ჩვენ გვყავს. ხვალ დილით ადგილზე ვიქნებით და რამოდენიმე დღეში დავიწყებთ._იონგმინი ტელეფონზე ააუბარს მორჩა და ღრმა ძილით მძინარე ლილის დახედა.
***
-მე ხომ გთხოვე რომ მისთვის მიგეხედა!_ღრიალებდა ჩანიოლი. ძარღვები დაებერა და სადაცაა აფეთქდებოდა.
-ჩანიოლ ჩემ ადგილას რომ ყოფილიყავი ვერც შენ დაეხმარებოდი და ვერც სხვა! იმ ნაბიჭვარმა დრო იხელთა! და ასე ნუ მელაპარაკები რადგან სენც იცი რომ მასზე მეტად არავინ მიყვარს და ლილის დაცვაზე მეტად არაფერი მაინტერესებს._არც ბექჰიონი იყო ნაკლებად გაცხარებული. მის ბოლო სიტყვებზე ჩანიოლი შეკრთა, ალბათ ის დაინახა რასაც ამჩნევდა, მაგრამ თვალებს იბრმავებდა, ბექჰიონის სიყვარული ლილისადმი...
თეიონგი? ის ყველაფერს ხვდებოდა. იცოდა ბექჰიონის გრძნობებზე....თავადაც ხომ იმავეს განიცდიდა. მაგრამ ის რომ ბექჰიონს ჩანიოლის თანხმობის მოპოვება არ გაუჭირდებოდა მას აცოფებდა.  მას საკუთარი ქცევებიც აღიზიანებდა არათუ ბექჰიონის. აქამდე როგორ ვერ მოახერხა ლილისთვის ყველაფრის თქმა, თუმცა თავადაც არ იცოდა როდის შეუყვარდა ლილი. ალბათ მაშინ როცა ექსკურსიაზე იყვნენ....ან მაშინ როცა სახლიდან შუაღამეს გამოვიდნენ სასეირნოდ....ფაქტი ის იყო, რომ თეიონგს ლილი შეუყვარდა და რადაც არ უნდა დასჯდომოდა მას გადაარჩენდა და აუცილებლად ეტყოდა ყველაფერს.

და აი 21-ე თავი, თანაც 2000 ნახვამდეც ავედით >< ძალიან ბენიერი ვარ და მიყვარხართ და მევუასებით >< 💙

MONSTEROnde histórias criam vida. Descubra agora