#10

515 54 3
                                    

სოფელი დიდი არ იყო, ყოველ შემთხვევაში მე ასე მომეჩვენა. ჩანიოლი წინ მიდიოდა, მე გვერდით ვედექი, უკან კი თეიონგი მოდიოდა ბიჭებთან ერთად.

-ჩანი სად მივდივართ?

-ჯერ კიდევ ბნელა, ამიტომ სახლში წაგიყვანთ და დაისვენებთ. დილიდან კი ბევრი საქმე გვექნება.

-რა საქმე?

-ჯერ დაიძინე და გაიგებ!_გადმომხედა ჩანიმ და ლოყაზე მიჩქმიტა.

-ძველ ჩვევებს მაინც ვერ ივიწყებს._თავი გააქნია ბექჰიონმა და გამიღიმა.

მალე ჩანიოლი სხვებთან შედარებით ცოტა მოზრდილ სახლთან შეჩერდა. ბექჰიონმა კარებთან მიირბინა, გააღო და თავის დაკვრით მოგვმართა.

-მოგესალმებით ჩვენს ბუნაგში, გთხოვთ შემობრძანდეთ._სუჰომ მის საქციელზე თავი გაიქნია, მასთან მივიდა და თავში მაგრად წამოარტყა.

-ლილი..ხომ იცი ხანდახან ურევს.

-სახლი მართალია ისეთი არ არის, როგორიც ჩვენი სახლი ან შეიძლება შენი მეგობრის, მაგრამ საცხოვრებლად გამოდგება._გამიღიმა ჩანიოლმა და მხარზე ხელი დამადო.

სახლი მართლაც მოკრძალებული იყო. პატარა შესასვლელი სადაც რამოდენიმე წყვილი ფეხსაცმელი ელაგა. შესასვლელის მარჯვენა მხარეს ძალიან პატარა სარკმელი იყო. იმ მხარესვე ადიოდა ხის კიბე. რაც შეეხება მარცხენა მხარეს, აქ თარო იყო გაკეთებული რომელზეს შანდალი იდგა და რამოდენიმე სანთელი ანათებდა. შესასვლელი უერთდებოდა მისაღებ ოთახს. იქით რა ხდებოდა არ დამინახავს, რადგან გადაღლის გამო გადავწყვიტეთ უბრალოდ დაგვესვენა.

-ჩემს ოთახში დარჩი კარგი? ხვალ კი რამეს ვიზამთ._გამიღიმა ჩანიომა შუბლზე მაკოცა და ოთახის კარი გაიხურა. ჩანიოლის ოთახი...როგორიც მეგონა, მილაგებული და ყველაფერი დაწკრიალებული. ოთახი მუქ ყავისფერ და წითელ ფერებში მოეწყოთ, რომელიც სიმყუდროვის შეგრძნებას მატებდა იქაურობას. ბევრი აღარ მითვალიერებია და უბრალოდ საწოლზე წამოვწექი, მხოლოდ შემდეგ გამახსენდა, რომ ჩანიოლმა ტანსაცნელი გამიმზადა და ისინი გადავიცვი, რადგან ჩემი ძველი ტანისამოსი ჯერ კიდევ სველი იყო.

MONSTERHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin