~8~

1.3K 76 17
                                    

თითქოს წამი გაირინდა. დრო გაჩერდა.სამყარომ მოძრაობა შეწყვიტა. საღამოს ბინდში მხოლოდ ისინი იყვნენ. ერთმანეთს მიწეპებულნი,უფრო სწორედ კი  ნუცას ტუჩებზე მიწეპებული ირაკლი,რომელიც მთელი გრძნობით ცდილობდა თვალებ დაჭყეტილი და გაშეშებული გოგონას ტუჩებით დატკბობას.მიუხედავად იმისა,რომ უნდოდა ეს კოცნა ნუცასაც,უნდოდა მისი ტუჩები შეხებოდა,რომელიც ბოლო დროს გონებას უბინდავდა მაინც მოულონელი იყო. იმდენად,რომ სრულიად გაშეშდა.  ბიჭი ტუჩებს მოწყდა ნელი სვლით გამოაცალა თავის ცხელ ტუჩებს გოგონას ასევე ცხელი და დაბნეული ტუჩები.შუბლი შუბლზე დაადო და მარჯვენა ხელი,რომლითაც მისი კისერი ეკავა, ლოყისკენ ააცურა ცერა თითით ტუჩის კუთხეს ნაზად ხელი გადაუსვა და ზემოდან დაღიმა მის თვალებში ჩაკარგულ ნუცას." ახლა ნუ დაიბნევი.მერე რა,რომ გაკოცა?! ეს არაფერს ნიშნავს! ნუ ხარ ბავშვი! "- გოგონას შინაგანი მე მოსჭყიოდა და მოწოლილი გრძნობების უკუგდებას ცდილობდა,რაც ასე თუ ისე გამოსდიოდა და ცდილობდა ისევ მაგარი ტიპაჟი შეენარჩუნებინა მისთვის,ვისთვისაც ეს კოცნა არაფერს ნიშნავდა.
- შენ ყველას ასე კოცნი ვინც გლანძღავს?- ეცადა იმაზე მკვახე ყოფილიყო ვიდრე ოდესმე. ირაკლიმ ორივე ხელი სწრაფად აუშვა და უკან გაიწია.
- ნიჭი გაქვს ყველაფრის გაფუჭების - ნერვიულად თავზე ხელი გადაისვა და ორიოდე თმაც აებურდა. -თუმცა მართალია ასე ვკოცნი ყველას ვისი პირიც თავხედურად მელაპარაკება. ეს ერთადერთი საშუალებაა მათი გაჩუმების. მაგრამ შენთან ესეც არ ჭრის. ახლა კი ჩაჯექი მანქანაში და წავიდეთ ამ წყეული ციხიდან- გაბრაზებული შეტრიალდა მანქანაში ჩაჯდა და კარები მიიჯახუნა თან ისე,რომ ნუცასკენ აღარც გაუხედია.ნუცას ხმა აღარ ამოუღია. უბრალოდ ღმად ამოისუნთქა ახლაღა იმ კოცნის შემდეგ.ჰაერი ღრმად შეუშვა ფილტვებში. უკანა სავარძელზე თავის პატარა ჩანთა შეაგდო და თვითონ მძღოლის გვერდით ჩუმად მოთავსდა. ღვედი გადაიჭირა თან მზერა წარბებ შეკრული მძღოლისკენ გააპარა,რომელიც დაელოდა ნუცას სკამზე მოწესრიგებას და მანქანა ადგილიდან მოწყიტა.
  ციხის ტერიტორიას გაეცალნენ უკან კი ამტვერილი ჰორიზონტი მოიტოვეს რასაც ნუცა გარე ხედვითი სარკიდან ხედავდა. თავიდან ორივე ჩუმად იჯდა. საღამოს ქუჩები ისევ ისეთი ლამაზი იყო როგორიც ახსოვდა. ან რა შეცვლიდა ამ რამდენიმე თვეში. ფანჯარას ბოლომდე ჩაუწია და ნახევარი ტანით გარეთ გავიდა,რისი საშუალებაც ღვედმა მისცა. თავიდან შიშნარევი მზერა ესროლა პირველად ციხესთან ჩხუბის შემდეგ, ნახევრად გარეთ მყოფ გოგოს. თუმცა მალევე სახეზე ღიმილი მოეფინა,როცა მის სახეზე ბედნიერება და თავისუფლებით გამოწვეული კმაყოფილება ამოიკითხა. ვერ შეძლო დიდიხანი გაბრაზება. თუმცა მისი ფეთქებადი ხასიათის გამო მოხდა რაც მოხდა. "იდიოტი ხარ! აბა რას ელოდი?! გოგო გეუბნება ერთმანეთისთვის უცხოები ვართქო შენ კიდე დგები და კოცნი. ნამდვილი შტერი ხარ  მაისურაძე!" საჭეს ჩაფრენილი თან თავს უბრაზდებოდა და თან ცალი თვალი გოგოსკენ ეჭირა.
   თბილისის ქუჩებში ორმოცი წუთი სიარულის შემდეგ მანქანა ერთ შენობასთან შეაჩერა.მანქანის ძრავა გამორთო და დაბნეულ გოგონას გახედა, რომელიც ფანჯრიდან ცხრა სართულიან შენობას უყურებდა.
- სად ვართ?- მზერა ირაკლისკენ შემოაბრუნა. მათი მზერა ისევ ერთმანეთს შეხვდა.
- ცოტახნით აქ უნდა შევიარო აუცილებლად. - სერიოზული სახით უპასუხა.
- კარგი აქ დაგელოდები- ნუცამ მშვიდი სახით გაიხედა გარეთ.
- არა შენი წამოსვლაც სავალდებულოა- ირაკლის თვალებში ბძანების ნაცვლად მუდარა უფრო იკითხებოდა.
- მე რატომ? თან ახლა ყველაზე ძალიან...
- ვიცი რაც გინდა- ისევ დაუბრუნდა ბიჭს სახეზე ღიმილი.გოგონას ყურიდან ჩამოვარდნილი თმა ისევ სიფრთხილით თავის ადგილს დაუბრუნა.- ავიდეთ და მალე წამოვალთ. შემდეგ კი მიუხედავად იმისა, რომ ნახვის საათები არა და არ შეგვიშვებენ გპირდები სავადმყოფოს ექთნებს დავაშინებ და დედასთან შეგიშვებ- ბიჭის ანცმა ხუმრობამ იმოქმედა ნუცაზეც და ორივეს გაეცინა.
- კარგი წავიდეთ.- პირველი ნუცა გადავიდა მანქანიდან და ირაკლის დაელოდა. ორივემ ერთად ჯერ სადარბაზოში შეაბიჯეს შემდეგ კი ლიფტში. ბიჭმა შესაბამის ღილაკს თითი მიაჭირა და ლიფტმაც მოძრაობა დაიწყო.
- დიდი იმედი მაქვს იქ ჩემსავით "ტკბილად" მოსაუბრე გოგოს არ შევხვდები,რომელსაც კოცნით აჩუმებ ხოლმე - მაინც გადაკრა თემა კოცნაზე და ირაკლის სიტყვები გაახსენდა,რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი უთქვამს, მთელი გზა ტვინს უჭამდა.ქვევიდან მზერა ააპარა რეაქციის დასაფიქსირებლად. ირაკლი ეცადა არ გასცინებოდა მაგრამ მაინც წასკდა სიცილი.
- არა შენსავით მწარე არავინ მყავს აქ- სიცილით გადახედა გოგოს.რომელსაც თვალები სიბრაზისგან  მოეჭუტა და ისე უყურებდა.ლიფტის კარები გაიღო და ბიჭიც გადიოდა,როცა ზურგს უკან ნუცას ბურდღუნი მოესმა.
- თურმე მწარეც ვარ.- გასულს დაედევნა.ირაკლი თეთრ კარებს მიადგა.ზარიც დარეკა. ნუცას ბურდღუნით გამხიარულებული კარის გაღებას ელოდა.
   კარს მიღმა გოგონას ნაცნობი მშვიდი და ბოხი ხმა მოესმა,რომელიც ვიღაცას აფრთხილებდა,რომ თვითონ ააღებდა.თეთრი კარების მიღმა ნუცას ადვოკატი იდგა და ორივეს დანახვისას სახეზე თბილი ღიმილი აიკრა.
- ოჰ მოვიდნენ ჩვენი სტუმრები- წინ წამოიწია და ძმიშვილს გადაეხვია.შემდეგ გაოცებულ და დამორცხვებულ ნუცას და ორივე სახლში შემოიპატიჟა. შესულებს წინ კიდევ შეეგება თბილი გამომეტყველებით ქალი.
- შვილო სად ხარ ამდენი ხანი?!- პირველი ირაკლი ჩაკოცნა. შემდეგ მზერა გოგონაზე გადაატარა.- ე.ი შენ ხარ ნუცა ვისზეც ამდენს ლაპარაკობენ? - ღიმილით მოეხვია ქალი მასაც და გულში ჩაიკრა.- ერთი სული მქონდა როდის გაგიცნობდი. სასიამოვნოა შენი გაცნობა- ქალი არაფრის თქმას არ აცდიდა ნუცას. ზვიადი და ირაკლი მათი შემხედვარე სიცილს ვერ იკავებდნენ.
- დაასვენე ქალო ბავშვები შემოუშვი სახლში წესიერად. - ქმარმა ოდნავ წყენა გაურია ხმაში. ცოლიც დაემორჩინა და ბავშვებს გზა დაუთმო. ირაკლიმ ნუცას წელზე ხელი დაადო და უბიძგა წინ წასულიყო.
- რატომ არ მითხარი, რომ აქ მოვდიოდით? - გადაუჩურჩულა გამომძიებელს.
- რა საჭირო იყო? - ცალი წარბი აუწია გაბრაზებულ გოგოს.- ახლა გემრიელად ვივახშმებთ შემდეგ კი დედაშენთან წავალთ. თან ბიცოლაჩემს თავს ვერ მოვაკვლევინებდი გინდა თუ არა აქ მოიყვანეო- ასევე ჩურჩულით უთხრა ბიჭმა,რომელსაც სახეზე ღიმილი არ შორდებოდა.
- სუფრასთან დასხედით ბარემ- ზვიადმა გააჟღერა და მიუთითა ოთხ კაცზე გაშლილ სუფრაზე. ირაკლიმ ნუცას სკამი გამოუწია ისიც უარის მიუხედავად მაინც მოთავსდა იმ ადგილზე რაზეც მიუთითეს. მის  გვერდით კი თვით გამომძიებელმა მაისურაძემ დაიკავა ადგილი.
- ბიცოლაშენი არა მე მოგკლავ ასე,რომ ამომიყვანე- წარბები შეუკრა  ბიჭს.-თან არც მშია.- სუფრას,რომელსაც თითქმის ჩიტის რძეც კი არ აკლდა,თვალი მოავლო და ისევ ირაკლის გახედა.
- თუ არ შეჭამ არაფერს მაშინ ვერც დედაშენთან წახვალ- წარბები შეუთამაშა ულტიმატუმის წაყენებისას ბიჭმა.მზერა უცებ მოაცილა  და ბიცოლამისის შემოტანილ ცხელ ხაჭაპურებზე გადაიტანა. სუფრის თავში კი ზვიადი მშვიდი ღიმილით უსმენდა და უყურებდა ამ ორ მოკინკლავე ბავშვს.
   ნუცა ფიქრობდა, რომ ლუკმა არ გადაუვიდოდა. დღეს მთელი დღე არაფერი უჭამია. ამის არც დრო ჰქონდა და არც მადა.დღეში მილიონჯერ ათასნაირად დაგეგმა დედასთან შეხვედრა. სიტყვები მილიონჯერ გაიმეორა რასაც მას ეტყოდა. იმდენად უნდოდა დედასთან მისვლა მზად იყო წამომხტარიყო მაგიდიდან და გაქცეულიყო.თუმცა არც გზა იცოდა და ზრდილობაც არ უშვებდა. ასე ვერ მოექცეოდა იმ ხალხს ვინც ასე კარგად მიიღო და ექცეოდა. მისი ყურადღება ქალის მიერ მის თეფზე გადაღებულმა საფირმო კერძმა მიიქცია.
- მიირთვი შვილო- თბილი ღიმილიც მოაყოლა.ნუცამაც თბილად გაუღიმა.კუჭმაც უცებ შეახსენა თავი. ჩანგლით ერთი ლუკმა აიღო და პირში ჩაიდო. თვალი სუფრას მოავლო. ყველა იღიმებოდა.ტკბილად ვახშმობდნენ.იცინოდნენ.ქალმა რამდენიმე სიტყვა ირაკლის ბავშვობის ანცობაზეც ჩააკვეხა.თუმცა გამომძიებლის სახის დანახვისას მალევე გაჩუმდა და ყველას სიცილი აუტყდა.ბედნიერი ოჯახი იშლებოდა გოგოს თვალწინ. მერე რა რომ ისინი ბიძია და ბიცოლა იყვნენ,მაინც ბედნიერი იყო თითოეული მათგანი ერთად ყოფნით. ნუცაც ბედნიერი იყო. იმ სითბოს გრძნობდა რაც არასდროს უგრძვნია თავის ოჯახში.თვალები ცრემლებით აევსო. მასთან ასე არასდროს არ მომხდარა. მუდამ ყვირილი და ჩხუბი იყო. მეორე ლუკმაც ჩაიდო და ცალი თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა. უცებ მოიშორა ვითომ შეუმჩნევლად. მეორე ლუკმას ღეჭავდა და თან გრძნობები აწვებოდა.ადვოკატი და მისი ცოლი ცდილობდნენ არაფერი შეემჩნიათ და ეს ისე მიეღოთ როგორც ჩვეულებრივი მოვლენა. შეჩვეული იყვნენ ამგვარ სცენას ირაკლისგან. ახლა ისინი ბედნიერებისგან ბრწყინავდნენ თუმცა არც მათ ჰქონიათ ყოველთვის დალხენილი ცხოვრება.
ნუცამ მეორე ურჩი ჩამოცურებული ცრემლიც მოიწმინდა მარჯვენა თვალიდან და ხელები მუხლებზე დაიდო.წამში ხელზე შეხება იგრძნო. თვალები დახარა და ირაკლის ხელში მოქცეული თავისი ხელი დაინახა,რომელზედაც ცერა თითით ხელიდან ცრემლის უკვალო წაშლას ცდილობდა ნაზი ფერებით. ხელებიდან მზერა ახლა მისკენ გააპარა. ირაკლიმაც ინსტიქტურად მას გახედა. არაფრის თქმა არ იყო საჭირო ისედაც კითხულობდა გოგონას სახეზე მადლიერებას.
   ვახშმობის და ტკბილი საუბრის შემდეგ  დრო მოვიდა ირაკლის დანაპირები შეესრულებინა.
- დროა ნუცა დედამისთან მივიყვანო- დივანზე მოკალათებულ ქალს გადახედა ბიჭმა.
- ძალიან არ მინდა,რომ წახვიდეთ მაგრამ ჩვენ გოგოს დედა ურჩევნია- ქალმა გოგონას გადახედა,რომელიც მის სიტყვებზე მორცხვად იღიმებოდა. ირაკლი ფეხზე წამოდგა და ნუცაც აყვა.ერთმანეთს დაემშვიდობნენ.სტუმარი ადვოკატმაც და მისმა ცოლმაც გულში ჩაიკრეს.
- მადლობა ვახშმისთვის,იმ სითბოსთვის რასაც ჩემს მიმართ იჩენთ.-თვალზე ცრემლი მოადგა ისევ.
- არა საყვარელო ცრემლები აღარ დამანახო. - ქალმა კიდევ ერთხელ აკოცა მარილიან ლოყაზე გოგონას.
- კარგი გაუშვი ბავშვები აგვიანდებათ- კაცმა დაუცაცხანა ცოლს,რომელსაც არ უნდოდა მათი გაშვება.
- კარგი ჰო- ვითომ წყენით გააყოლა თვალები გასასვლელთან მისულებს.- მოიცა შვილო ეს გრჩება-უცებ შებრუნდა სამზარეულოში.საჭმელებით სავსე პატარა ჩანთა გამოიტანა და ირაკლის მისცა.მანაც ჩაუღიმა და სახლი დატოვეს.
*****
ირაკლიმ ნუცა საავადმყოფოსთან მიიყვანა.მანქანის ფანჯრიდან განათებულ საავადმყოფოს შესცქეროდა. გრძნობების კორიანტელი უტრიალებდა.ისევ აუფორიაქდა სული.გამომძიებელიც ისევე ღელავდა მათი შეხვედრის ამბავს როგორც ნუცა.
  ორივემ მტკიცედ შეაბიჯეს ჰოლში და მისაღებში მომუშავე ახალგაზრდა ქერათმიან ექთანთან მივიდნენ. მაგიდის მეორე მხრიდან გაბადრული სახე მიაპყრო ირაკლის და თვალების ციცინით შეჰყურებდა.
- დეტექტივო. გელოდებოდით- ყურებამდე გაღიმებული უყურებდა ასევე თავაზიანად მომღიმარ ბიჭს.შემდეგ მზერა მის გვერდით მდგომი გოგონასკენ გააპარა.ღიმილი სადღაც გაქრა.სერიოზული და დაინტერესებული სახით შეჰყურებდა. წარბ აწევით შეათვალიერა ნუცამაც მოკეკლუცე ახალგაზრდა ექთანი.
- ცოტა გვიან მომიწია მოსვლა.იმედია პრობლემა არ იქნება ხომ ასეა?- ღიმილი არ დაინანა გამომძიებელმა.
- არა არანაირი- ისევ დაუბრუნდა ღიმილი ექთანს.
- მადლობა- გაღიმებული გაეცალა მისაღებს ბიჭი. ნუცაც მოშორდა მოჭუტული თვალებით შემყურე გოგოს. დღეს იმდენი გრძნობა შემოაწვა ერთდროულად შინაგანად არეული იყო. ამას კიდევ კეკლუცი ექთნის ქცევებზე გაღიზიანებაცც დაემატა.
- გონს მოდი!რა გჭირს?-ჩაიბურტყუნა და გამოსაფხიზლებლად თავზე ხელი წამოირტყა.
- რამე მითხარი?- წინ მიმავალი ირაკლი უცებ შეჩერდა და მისკენ შემობრუნდა. თავისთვის მობურდღუნე ნუცა უცებ შემობრუნებულს შეეტაკა. ირაკლიმ ორივე ხელი შემოხვია გამხდარ წელზე შეტაკებისას ინერციით,რომ არ წაქცეულიყო.-სწრაფი რეფლექსები მაქვს-ზემოდან გვერდული სიცილით დაჰყურებდა კვლავ მკლავებში მოქცეულ გოგოს,რომელსაც ლამის სუნთქვა ეკვროდა,რომელსაც კვლავ გაახსენდა ციხის შესასვლელთან მომხდარი და მისი ცხელი ტუჩების კვალი.ნერწყვი ძნელად გადაყლაპა. ქვევიდან ისეთი სახით ახედა თითქოს დანაშაულზე პასუხს თხოვდა.
- რომ არ გაჩერებულიყავი ეს არ მოხდებოდა-შეეცადა ხელებიდან თავი გამოეხსნა,მაგრამ ტყუილად ცდილობდა. არც შერლოკი ნებდებოდა.
- გავჩერდი,რადგან რაღაცას ამბობდი. ბუტბუტებდი.მეგონა მე მეუბნებოდი და თან სულაც არ ვფიქრობ, რომ ჩემი უცებ შემობრუნება სახარბიელო არ იყო.- თვალებით მის წელზე შემოხვეულ თავის მკლავებზე ანიშნა.
- როგორც აღნიშნე ჩემთვის ვბურდღუნებდი. რამის თქმა,რომ მდომოდა გარკვევით გეტყოდი- ეს მწარე გოგო კვლავ არ ნებდებოდა იმ კაცის წინაშე ვინც ასე უბნევდა თავ-გზას.კიდევ გაიბრძოლა მარწუხებისგან განსათავისუფლებლად. ამჯერად გამოუვიდა კიდევაც. თითქოს გულიც კი დაწყდა,მიუხედავად იმისა რომ ამას ცდილობდა, მაგრამ ამას არ აღიარებდა.
- შეგიძლია შეხვიდე- დანებების ნიშნად ჩაილაპარაკა. ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და გვერდით კარებზე ანიშნა. წამის წინ საჩხუბრად ანთებული გოგო უცებ სხვანაირი გახდა.  შებრუნდა და კარებზე მოთავსებული პატარა მინიდან საწოლზე მშვიდად მძინარე დედას ხედავდა.
- დე...- მინაზე ხელი ჩამოუსვა და თვალები ცრემლებით აევსო. კარები ფრთხილად გააღო და შიგნით შევიდა. შერლოკის ცხვირ წინ კი კარები დაიხურა. ახლა მან განაგრძო პატარა მინიდან მათი ყურება. უყურებდა გოგოს,რომელიც მთელი სიფრთხილით მიაბიჯებდა ოთახში,როგორ მიუახლოვდა საწოლს და დედის სახე ნაზი ფერებით დაფარა.
- ნუცა?- გაისმა ქალის მშვიდი ძილიდან გამოსული ხმა.
- ჰო დედა მე ვარ ნუცა- სლუკუნით ჩაილაპარაკა გოგონამ და დედას ჩაეხუტა.ქალმაც მოხვია თბილი ხელები.
- აქ რა გინდა საყვარელო?- თავზე აკოცა და კიდევ უფრო მიიხუტა გულზე.- ჯანდაბას ყველაფერი როგორ მენატრებოდი. აღარ გაგიშვებ დე არსად- სულ უფრო და უფრო იხუტებდა შვილს და მისი სურნელით ტკბებოდა.
- გპირდები დე აღარსად წავალ- აცრემლებული ნუცა დედის გულზე სლუკუნებდა და თავს მისთვის თბილი ადამიანის მკერდს აფარებდა.საწოლზე გაიწია და შვილისთვის ადგილი გაანთავისუფლა,რათა უფრო უკეთ მოხვეოდა და მიეკრა. ქალი შვილის თმებს ეფერებოდა და შიგადაშიგ თავზე კოცნიდა. რამდენი რამის თქმა უნდოდა ნუცას თუმცა ახლა იმას იღებდა რაც ყველაზე მეტად უნდოდა და ახარებდა.
  ირაკლი დედა შვილის შეხვედრას თვალს ადევნებდა. მასაც მოადგა თვალზე ცრემლები. რაც ორი რამით იყო გამოწვეული მათ გამო ბედნიერებით და წარსულის მოუშუშებელი იარით,რომელმაც თავი წამოყო და კვლავ დაიწყო გულის სიღრმის წიწკვნა.ბევრ რამეს გასცემდა ახლა მასაც ნუცასავით,რომ შეძლებოდა დედასთან ჩახუტება.აწყლიანებული თვალებიდან ცრემლს გადმოსვლის საშუალება არ მისცა.კარებს მოშორდა და იქვე სკამზე ჩამოჯდა. ორივე ხელებში თავი ჩარგო და ღმად ამოისუნთქა.
  *****
დედის მკლავებში თავს ისე გრძნობდა,როგორც თევზი წყალში. ვერც კი მიხვდა როგორ გავიდა დრო დედის სუნთქვის და გულის ცემის მოსმენაში. მის მკლავებში მოქცეულს ბედნიერებისგან ჩაეღიმა.
გონებაში უთქმელად დატოვებული შერლოკი ამოუტივტივდა. დედის დანახვისას სულ გადაავიწყდა ადამიანი ვინც ყველაფერი გააკეთა იმისთვის,რომ ახლა ასე ყოფილიყო.
- რა იდიოტი ხარ- თავს კვლავ უბრაზდებოდა. ჩუმად გამოეცალა მკლავებიდან დედას და კარებიდან ჩუმად გავარდა. უცებ შეჩერდა. დიდიხანი ძებნა არც დასჭირვებია.კარებთან მოთავსებულ სკამზე ჩამომჯდარს ხელები გადაეჯვარედინებინა,თავი კედელს მიეყუდა და თვალები დაეხუჭა. ნელა მიუახლოვდა ჩაძინებულ ბიჭს.გვერდით სკამზე ჩამოუჯდა და მისი ყურება დაიწყო. ბიჭის ნაკვთების შესწავლას ცდილობდა, თან ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.მშვიდი მძინარე სახე უცებ შფოთვამ და კოპების შეკვრამ შეცვალა. ნუცამ თითით შეკრული კოპების გახსნას შეეცადა და გამოუვიდა კიდევაც.
- დიდიხანია აქ ხარ?- კვლავ მშვიდად განაგრძობდა მისი სახის თვალიერებას ხმა,რომ არ ამოეღო თვალებ დახუჭულს.
- არა ახლახანს გამოვედი- უხერხულად შეიშმუშნა და თავი აქეთ იქეთ მიატრიალა. ბოლოს მზერა კვლავ დაუბრუნა და მის თვალებს წააწყდა,რომელიც მომღიმარი შეჰყურებდა.- უნდა წასულიყავი.
- მაგრამ აქ ვარ- ჩაიღიმა და სკამზე გასწორდა. თავი ისევ მისი იქ ყოფნით "შეწუხებული" გოგოსკენ გააბრუნა. - კაი უკვე მივდივარ. - ფეხზე წამოდგა და წასასვლელად ორი ნაბიჯი გადადგა.- აა მანქანაში პატარა ჩანდა ბიცოლამ თქვენთვის გამომატანა. იმას ამოვიტან და მერე წავალ- ნუცას არ უნდოდა გაეშვა,მაგრამ ყველა მისი ქმედება და სიტყვები რატომღაც ყოველთვის აქეთკენ უთითებდა ბიჭს.
- მოიცა- უცებ უნებურად ამოიძახა თუმცა ბოლომდე არ თქვა რასაც ფიქრობდა და შესაბამისი სათქმელი მონახა.- მეც წამოგყვები. ამოსვლა აღარ დაგჭირდება.- ირაკლიც დაეთანხმა თავის დაქნევით და წინ წავიდა. უკან კი ნუცა მიყვებოდა ისევ საკუთარ თავზე უკვე მერამდენედ გაბრაზებული.
  გარეთ უკვე საკმაოდ ციოდა.ნუცას კი თხლად ეცვა ამიტომ შიგნით დარჩენა თხოვა. ისიც შიგნით მომლოდინედ იდგა და ინტერესიანი და ეჭვიანი თვალები ჭამდა მიმღებში მყოფ ექთანს. ჩანთით ხელში დაბრუნდა ჰოლში გოგონასთან და ფრთხილად გადასცა საჭმლით სავსე პატარა ჩანთა.
- აი აიღე. შენი ჩანთა იყოს მანქანაში.ხვალ გამოგიგვლი შუა დღით და განყოფილებაში წავალთ პირველ ხელმოწერას დავაფიქსირებთ. ამის შემდეგ ყოველ ორ კვირაში მოგიწევს ხელის მოსაწერად მოსვლა.შემდეგ სახლში გაგიყვან- საქმიანი ტონით საუბრობდა ბიჭი. სათქმელი ჩაამთავარა და ახლაღა შეხედა გოგონას მომზირალ მწვანე-თაფლისფერ თვალებს,რომელშიც საკუთარ ანარეკლს ხედავდა. დღეს უკვე მერამდენედ იცვლებოდა ამ ურჩი გოგოს თვალის ფერი მისი ხასიათივით.უცებ ფეხის წვერებზე აიწია ნუცა და შერლოკის ლოყას,რომელზეც წვერი უკვე ამოსვლას იწყებდა ტუჩებით შეეხო. კოცნისას თვალები დახუჭა.თითქოს მთელ გრძნობას აქსოვდა ამაში.
- ყველაფერისთვის მადლობა. ხვალ გნახავ- ყურთან ჩუმად უთხრა. ისევ დაბრუნდა თავის სიმაღლზე და ირაკლის გაკვირვებულ თან ამავდროულად ნასიამოვნებ სახეს ჩაუღიმა და შებრუნდა. წასვლამდე პირდაღებულ ექთანს ნიშნის მოგებით გახედა და ჰოლი დატოვა. მის საქციელზე ირაკლისაც ჩაეღიმა რამდენიმე წამი მიმავალს უყურებდა ბოლოს შებრუნდა და ისიც გავიდა შენობიდან.
*****
განყოფილებაში დათო მაგიდასთან მოკალათებული სკამზე წრიალებდა. ხელში კალამი ეჭირა და მაგიდაზე აკაკუნებდა. მზერას ხან მაჯაზე საათისკენ აპარებდა ხან შემოსასვლელი კარისკენ.
- დავით ვის ელოდები ასე მოუთმენლად? - მხიარულად გამოსძახა თანამშრომელმა.
- შენი აზრით?! - ცალი წარბი აუწია ბიჭს და მზერა უცებ შემოსასვლელ  კარებზე შეაჩერა საიდანაც ირაკლი და ნუცა შემოდიოდნენ. ბიჭი თავაზიანად უთმობდა გზას გოგოს თან ორივე შეფარვით უღიმოდა ერთმანეთს.- როგორც იქნა გამოჩნდა ბატონი - თვალები აატრიალა და თეატრალურად ხელები გაშალა. ირაკლის ძმაკაცის ქცევაზე ჩაეღიმა. - სად ხარ ამდენი ხანი? მეწყვილეები იმისთვის არიან საქმე შუაზე გაინაწილონ და ერთად გახსნან საქმეები. შენ კიდე მარტო დამტოვე და ახლა გაღიმებული სახით შემოდიხარ ამ გოგოსთან ერთად.- ახლაღა გადაიტანა ნუცაზე მზერა და შეათვალიერა თავიდან ფეხებამდე. არაფერი ქონდა მისი დასაწუნი.პირიქით აღემატებოდა კიდევაც მის მოწონების კრიტერიუმებს,მაგრამ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევდა მასში,რადგან ძმაკაცის დროის 90% თითქმის მას ეკავა. - გამარჯობა- თავაზიანობა მაინც არ დაივიწყა და მიესალმა.- თავისუფლებას გილოცავ.- ჩვეუბრივი სახით ჩაილაპარაკა და წამის მეასედში ისევ გაბრაზებული მზერა ესროლა ირაკლის,რომელიც სიცილს ვეღარ იკავებდა მის გამო. დათომ პირი გააღო კიდევ რამე მწარის სათქმელად მაგრამ ნუცას სიტყვებმა გააჩერა.
- მიუხედავად იმისა, რომ პირველივე წუთიდან ერთმანეთი ავითვალწუნეთ მაინც მიხარია შენი ნახვა და მადლობა. რაც შეეხება შენს მეწყვილეს ყველაფერი ჩემი ბრალია. ვეცდები დროის მხოლოდ მცირედი დავაკარგვინო ისიც მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით- მისი სიტყვებით პირდაღებულ ბიჭებს გადახედა.ცოტახნის წინ მომღიმარი გამომძიებელი წამის მეასედში შეცვალა მისმა სიტყვებმა. დათომ ძმაკაცს გახედა სწრაფად გოგოს სიტყვების შემდეგ. მიხვდა რომ  გადაწყვეტილებამ "რაც შეიძლება ნაკლებად შეხვდეს ირაკლის" სრულიად შეუცვალა ძმაკაცს გამომეტყველება.ნაწილობრივ თავი დამნაშავედაც კი იგრძნო.მას,რომ ეს ამბავი არ აეტეხა....
- ვფიქრობ მისი დროის  50% დათმობა უკეთესი ვარიანტია- ნაძალადევი ღიმილით გახედა გოგოს. შემდეგ ჩუმად კვლავ ირაკლის გადახედა,რომელიც თვალს ვერ აცილებდა გოგონას. ბოლოს მწარედ ჩაიღიმა.
-ჩემ დროს თვითონ განვკარგავ- დათოს მოუტრიალდა. მისი მკაცრი მზერით თითქოს შეკრთა მეწყვილე. წარბები შეეკრა ბიჭს და თვალებში ბრაზი აწვებოდა.-ნუცა საპროცედუროში შეიყვანე საბუთები გააფორმეთ. მე უფროსი უნდა ვნახო- ისე გაეცალა ორივეს გოგოსთვის არც შეუხედია.
- კარგი- ორივემ ირაკლის გააყოლეს თვალი. სიარულშიც კი ეტყობოდა სიბრაზის ელემენტები.უცებ შედგა და ისევ დათოს მიუბრუნდა.
- რომ მორჩებით იქნებ გაიყვანო სახლამდე.
- მანქანა...- თავის დაძვრენა უნდოდაა დათოს მაგრამ არ გამოუვიდა.
- სადგომზე გიყენია.ჩემს მანქანაში მისი ჩანთაა და ამოიღე- ხელის მარტივი მოძრაობით გასაღები გადაუგდო.მანაც სწრაფად დაიჭირა. საუბრის დასასრულს ზურგი აქცია და კაბინეტის კარი შეაღო
- არავის წაყვანა არ მჭირდება- მკაცრი ტონით მიაძახა გამომძიებელს,რომელიც კაბინეტში შესვლამდე გოგონას სიტყვებზე შეჩერდაა წამით თუმცა არაფერი უთქვამს ისე შეიკარგა კაბინეტში.- საით წავიდე?- ახლა მათი კინკლაობით გაოცებულ დათოს გადახედა კოპებშეკრულმა გოგომ. ბიჭმაც თითით ანიშნა. ნუცა მაშინვე მინიშნებული ადგილისკენ დაიძრა.
- ტომი და ჯერი მულტფილმი მეგონა და თურმე მართლა არსებობენ- თავისთვის ჩაიდუდღუნა და მიყვა გოგოს.
*****
  მაინც თავისი გაიტანა და დათოს ხვეწნის მიუხედავად ავტობუსით წამოვიდა. მთელი გზა სიბრაზე თანდათან უღვივდებოდა. კორპუსამდე ბურდღუნით მივიდა.
- საქმე აქვს თურმე. ან მე რა მაბრაზებს მე თვითონვე არ მინდა მასთან ერთად.- თავი ამაყად ასწია და გზა განაგრძო. კორპუსის წინ შეკრებილი დედაკაცების ყურადღება დაიმსახურა. ერთმანეთში დაუფარავად ლაპარაკობდნენ მასზე და ხელს მისკენ იშვერდნენ.
- ეს ის არაა მამა,რომ მოკლა?
- კი ეგაა.- ზიზღნარევი ხმით უმტკიცებდა მეორე.
- ვინ გამოუშვა ეს მკვლელი- მესამემაც არ დააკლო ზიზღი არც ხმაში და არც მზერაში.
- მამა მოკლა დედა გააგიჟაა და კიდე ამაყად მოაბიჯებს ქუჩაში. და კიდე ღმერთმა იცის რა გზას ადგას.ოჯახის დამანგრეველი. ფთუი!- მისი მიმართულებით გადაიფურთხა ერთ ერთმა. იმდენად იყო შერლოკზე გადართული რეალობას სულ გამოეთიშა და ახლა მათმა შეძახილებმა დედამიწაზე რეალობას სწრაფად შეაჯარეს. იმდენად სწრაფად ჩამოაგდეს,რომ ოცნების აგებაც არ აცადეს. ციხიდან გამოსვლა სულაც არ ნიშნავდა იმას,რომ ძველ ცხოვრებას დაუბრუნდებოდა.ირაკლის გვერდით რატომღაც ყოველთვის ავიწყდებოდა,რომ მკვლელის იარლიყი ქონდა მიკრული.
სწრაფად გაეცალა იქაურობას და თავი სადარბაზოს შეაფარა. შეეცადა მოწოლილი გრძნობები არ გამოემზღავნებინა. ეს არაფერი იყო. ესეც გაივლიდა. თავს დაანებებდნენ. ყველა დაანებებდა თავს. თავად შერლოკიც კი. აქამდე ვერ ხვდებოდა რატომ იყო სულ გაუცნობიერებლად მისი გონება ირაკლისთან ყოფნის წინააღმდეგი. ახლა კი მიხვდა. ის არ იმსახურებდა მას. არ იმსახურებდა ხალხისთვის მკვლელი ყოლოდა გვერდით. სასამართლომ კი გაანთავისუფლა მაგრამ არ გაუმართლებიათ. მისი გამოსვლა ადვოკატის მოხერხებული ლაპარაკის უნარის წყალობით და ერთი ორი იმ მოწმის წყალობით მოხდა,რომელიც სახლში მამამისის  ვანდალიზმს ადასტურებდა.
   სახლის კარებს მიადგა. ხელი უკანკალებდა. ბოლოს აქედან ბორკილებ დადებული გაიყვანეს სისხლში ამოთხვრილი. გაღვიძებულ მოგონებებს პატარა დის რეაქციაც ემატებოდა.ღრმად ჩაისუნთქა და კარებზე მაგრად დააკაკუნა. კარები მალევე ზლაზნვით გააღო ნახევრად მძინარმა და თმა გაჩეჩილმა ლიზამ. ნუცას დანახვისას ადგილზე გაშრა.
- აქ რა გინდა? - გაოცება მალევე მისი დის მიმართ ზიზღში გადაეზარდა-ციხიდან გამოიქეცი?
- როგორც მახსოვს ჯერ კიდევ ჩვენი სახლია ეს. ასე,რომ შემიძლია შემოვიდე- გვერდით გაწია და სახლში შევიდა. ყელში ამოუვიდა მისი ლაწირაკი დის ტინგიცი და ასეთი ქცევა. მითუმეტეს მას შემდეგ გადაწყვიტა მკაცრად მოქცევა მასთან რაც გაიგო,რომ დედას იშვიათად აკითხავდა.
- ჩვენი სახლი- ლიზამ სიცილი დააყარა და ხელის მარტივი მოძრაობით კარები მიკეტა.- სახლი ჩვენი კი არა იმ კაცის იყო აი აქ,რომ მოკალი- თითით შემოსასვლელ იატაკზე მიუთითა.
- ლიზა გეყოფა სანამ წყობიდან გამოვალ- მკაცრად გააფრთხილა თუმცა ლიზა მაინც არ ცხრებოდა.
- თუ არა რა? მეც მომკლავ? მამასავით? იქნებ ჩემი ხელით მოგიტანო ბარემ დანა? მომკალი და ისევ იქ შებრუნდი სადაც შენნაირები სხედან. ის ქალიც შენსავით გიჟია- სახლში ექოდ სილის გარტყმის ხმა გაისმა. ლიზამ სწრაფად იტაცა ხელი აწითლებულ ლოყაზე.
- შეგიძლია ჩემზე ის თქვა რაც გინდა მაგრამ...- თვალწინ საჩვენებელი თითი აუქნია და კბილებიდან გამოუცრა ნუცამ- მაგრამ არ გაბედო და დედაზე ზემდმეტი არაფერი თქვა. უფლებაც კი არ გაქვს მასზე რამე თქვა. მის სანახავად ორჯერ მაინც თუ ხარ მისული?  - ნუცას სიტყვებზე თვალები ცეცხლით აენთო ლიზას.- თუ რამე არ მოგწონს მიბრძანდი!-კარზე ანიშნა ლიზას.- არ ხარ ღირსი მისი შვილი იყო.- თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.ყველაფერი აცეცხლებდა რაც დედამისს ცუდად ეხებოდა.
- ვერ გიტან! ვერც დედაშენს ვიტან! მას მხოლოდ შენ უყვარხარ. ვერც ერთს ვერ გიტანთ! ნეტა ორივე მოკვდეთ!- ლოყაზე ხელ მოუშორებლად ღრიალებდა პატარა გოგო. შებრუნდა კარებთან საკიდზე ჩამოკიდებულ მოსაცმელს ხელი დაავლო და სახლიდან გავარდა ზურგს უკან კი კარები ხმამაღლა მოაჯახუნა. ნუცა იქვე ჩაიკეცა. კედელს ჩაყვა. მუხლებში მოიკეცა. თავი მუხლებზე დაიდო და მწარედ აქვითინდა.

არჩევანი,რომელმაც ყველაფერი შეცვალაWhere stories live. Discover now