~23~

911 46 28
                                    

ციხის ოთხ კედელში გაცოფებული წინდაუკან დადიოდა კანკავა. გისოსებს დაეჯაჯგურა და ხმაური ატეხა.
- ადვოკატის ნახვა მინდააა - გაცხარებული ყვიროდა. მანამ სანამ დაცვის წევრი მასთან არ მივიდა.
- რა გაღრიალებს? გინდა გვერდებში მოგვხდეს? - წარბი აუწია ნარკო მოვაჭრე მკვლელს.
- ახლავე უნდა შევხდე ჩემს ადვოკატს.- მკაცრად გააჟღერა.
- როგორც თქვენი უდიდებულესობა ინებებს. ბაჰამის კუნძულებიდან რო დაბრუნდება შეგატყობინებ. ისე თუ ვერ აიყვან სახელმწიფოს მოსთხოვე და დაგინიშავს- სიცილი ატეხა დაცვის წევრმა და საკნის სიახლოვე დატოვა.
- მე თქვენი...თქვენი დანიშნული ადვოკატები თქვენვე გაირჭეთ. ყველას ერთიანად ამოგჟლიტავთ. ეს იდიოტი ისეთი თავდაჯერებული იყო.  სწორედ ამიტომაც არის ახლა მკვდარი. - ჩაიბურდღუნა თავისთვის ჩიქოვანის მიმართ. - ის ნაბიჭვარი ირაკლი კი ისევ ცოცხალია - გისოსებს ხელი დაარტყა. საწოლთან მივიდა.  კარგად დამალული ტელეფონი მოძებნა. ნომერი აკრიფა და ხმას დაელოდა.
- გისმენ უფროსო.
- იდიოტო კიდევ ვერ იპოვე ის დედამო*ყნული ადვოკატი? ჩემს ფულთან ერთად გაქრა თუ სად ტ**კშია.
-შეეშინდა და  ქვეყანა დატოვა- მეორე მხარეს დაძაბულობამ იმატა და სალანძღავად მოემზადა.
- მე თქვენი!! სრული იდიოტები ხართ. ნორმალური ვინმე მიპოვე. დროზე უნდა გამოვიდე აქედან. - თავზე ხელი გადაისვა ნერვიულად. უცებ თავი ასწია თითქოს გონება გაუნათდა.- არა არაა. ის ბოზი მიპოვე! იმ მკვდარი ბოზის დაქალი. პოლიციაში რო ჩაგვიშვა იმ ჩათლახმა.  ის მჭირდება. ორ კვირაში ქორწილია და მინდა იმ დღისთვის ყველაფერი ისე იყოს როგორც დავგეგმავ. თუნდაც ციხეში ჩავლპე.ამად მიღირს. როგორც ვიცი ნარკომანია.
- ადრე იყო..- გაასწორა ხმამ ტელეფონიდან.
- ყოფილი ნარკომანი არ არსებობს.  ყოფილი ნარკომანი მკვდარი ნარკომანია. გეუბნები არის ახლაც და მოახერხებ და მაგ გოგოს მომიმზადებ. ისე გააკეთე რო ყველაფერი ერთი სიტყვის თქმით გააკეთოს.
- ყველაფერი გასაგებია.
- ახლა ასე ამბობ და მერე არ მითხრა ვერაფერი გავაკეთო თორემ ძალიან  საყვარელი თოჯინა შვილი გყავს- სახეზე ღიმილი აიკრა. ტელეფონი გათიშა და ნაწილებად დაშალა. ისევ შეინახა საიმედო ადგილას.
****
- სად ჯანდაბაში არიან ამდენ ხანს?- ლიზა გააფთრებული დადიოდა წინადაუკან - დათო- აცრემლებული თვალები შეანათა ბიჭს.
- დავრეკე... დავრეკე... - გოგონა მიიხუტა და თმაზე ხელი ჩამოუსვა.-უკვე გამოსულები არიან. - ცდილობდა ლიზას დაწყნარებას. ირაკლის კი უბრალოდ მისი ცოლის თავი ედო მუხლებზე და მარჯვენა ხელი ჩაეჭიდა ნუცას მარჯვენა ხელისთვის. თვალები ერთ წერტილში გაეჩერებინა.  გზას უყურებდა საიდანაც სასწრაფოს მანქანა უნდა მისულიყო. უცებ შემოუხვია სირენებ ჩართულმა და თითქოს ყველას იმედი ჩაესახა. ოპერატიულად გადმოლაგდნენ მანქანიდან. გოგონას სხეული ააცალეს ქმარს და მანქანაში შესვეს. ირაკლი ბიძამ ფეხზე წამოაყენა. უცებ გააფთრებული ეცა მძღოლს. საყელოში ჩაავლო ორივე ხელი და კბილებიდან გამოუცრა.
- გირჩევნია სწრაფად იარო და გადარჩეს. თორემ გეფიცები გაჩენის დღეს გაწყევლინებთ თითოეულ აქ მყოფთ. - ხელები შეუშვა დამფრთხალ მძღოლს და სხვა მედპესონალსაც გადახედა.
- ნუცასთან ჩაჯექი შვილო - ზვიადმა მხარზე ხელი დაადო. ირაკლიც ავიდა მანქანაში. კარები ძლიერად დაიხურა და უახლოესი საავადმყოფოსკენ წავიდნენ. მთელი გზა ნუცას ხელი ეჭირა ირაკლის. გზაში ორჯერ შეხვდა სიკვდილის ანგელოზს პირისპირ. ორჯერ გაუსწორა თვალი ცოლის სიკვდილს. სიკვდილი და ირაკლი ერთმანეთს ეჭიდავებოდნენ. ჯილდო კი გოგონას  იყო.
  საკაცით პირდაპირ საოპერაციოში შეიყვანეს. თეთრი კაბა ტანზე შემოახიეს  და ექიმების გუნდი მის გადარჩენას შეუდგა. გარეთ კი მომლოდინეთა დიდი რიგი იდგა. 
  *****
განყოფილებაში თავის მაგიდას ჩაფიქრებული უჯდა. თითს მელოდიურად აკაკუნებდა და ფიქრებში მიიკარგა.
- ძმაო...- დათოს ხმამ შეაფხიზლა.
- რა მოხდა? - კოპებშეკრული მზერა ესროლა.
- არ მოდიხარ? დღეს ხომ ნუცას...- ხელი ასწია და დათო გააჩუმა. საათს დახედა. პირველი ხდებოდა.უცებ ფეხზე წამოვარდა.
- ელენეს ჩავაკითხავ საქმე მაქვს- დათოს მხარზე ხელი დაკრა და განყოფილების სარდაფისკენ წავიდა.
- გგონია თუ აღარ მახსენებინებ ამით ტკივილი შეგიმსუბუქდება?!- მუშტები შეკრა და წარმოსახვით ირაკლის უთავაზა ერთი ორი.
   კომპიუტერებით სავსე ოთახის კარი შეაღო.
- ოო ჩემო ლამაზო ბიჭო - მიესალმა ინვალიდის სავარძელში მჯდომი გოგო. ორივე ერთმანეთს გადაეხვია.
- გამირკვიე რაც გთხოვე?
- ჩავთვლი რომ არ გიკითხავს. - წყენა ნარევი ხმით ჩაილაპარაკა გოგომ.
- კარგი ვიცი მზად გექნება ყველაფერი.  - გვერდულად ჩაიცინა ბიჭმა.
- გავშიფრე ის ნომრები ვისაც ურეკავდა ჩიქოვანი. ერთ ერთი ციხეში განხორციელებული ზარი იყო. ამ ნომერზე ხშირად რეკავდა გაქცევის მერე- გოგოს მოსმენისას სახე სულ უფრო და უფრო ექუფრებოდა. - ბოლო ორი კვირა მისი საკნის მეზობელი კანკავა იყო. ზარიც მასთან არის განხორციელებული. შემდეგ იმ ნომრის ზარებს გავყევი და გავიგე რომ სწორედ მისი დაკვეთით დააპროგრამეს ის უჭკუო გოგო ვერაფერს რო ვერ ამბობს და მხოლოდ  ცახცახებს.
- მადლობა  ელე - წამოდგა და თავზე აკოცა გოგოს.
- არაფერს ლამაზო.  - ბიჭი მისმა  მხიარულად მიმართვამ გააღიმა.  ოთახი დატოვა და ჯიბეში სწრაფად მოიძია ტელეფონი.  ნომერი აკრიფა და ზუმერის გასვლას დაელოდა.
- გისმენ ირაკლი.
- ციხეში მიპოვე ვინმე ვინც ფულისთვის საქმეს გამიკეთებს.
- კი მაგრამ...
- რაც გითხარი გააკეთე!- გააჟღერა მკაცრად გამომძიებელმა.
- კარგი - დათანხმების შემდეგ ამოისუნთქა ბიჭმა.
*****
ციხის სააბაზანოში მხიარულად მოღიღინე თავის ქექვაში გართულმა ვერც კი შენიშნა როგორ შევიდა შიგნით სამი ადამიანი. მის ირგვლივ მყოფნი იგრძნო და ღიღინი შეწყვიტა. წყლით სახე ჩამოიბანა რათა უკეთ დაენახა იქ მყოფნი. პირსახოცით თვალები ამოიწმინდა და მათკენ შებრუნდა. წარბი აუწია ბიჭებს.
- რა ჩემი *ლე გინდათ? მოშორდით აქედან.როცა გამოვალ მერე შემოდით და მოაწყვეთ თქვენი პიდარასტული ორგია.  - შებრუნებას აპირებდა თუმცა ერთ ერთმა მხარზე ხელი დაადო და სანამ კანკავა პასუხს დაუბრუნებდა მუცელში მწველი ჩხვლეტა იგრძნო.
- ირაკლიმ მოგიკითხა - ჩასჩურჩულეს ყურში.
- შენი დედაც- ძლივს ამოთქვა. თვალები დააჭყიტა და პირი დააღო უწყლო თევზივით. დანარჩენმა ორმაც დააძრო ბასრი რკინის მასა და სამივემ ძლიერად რამდენიმე ადგილას ჩაარტყეს.
- ეს მისი შეყვარებულისთვის. ეს კი ყველა შენი გამწარებული ადამიანისთვის- ბიჭები ერთი მეორეს მიყოლებით არჭობდნენ მჭრელ იარაღს. მუცლის არეში ადგილი აღარ დარჩა სადაც არ  დაურტყავთ. კანკავას უსულო სხეული ძირს მეტლახზე დაეცა. ონკანიდან გამომავალ წყალს მისი სისხლი შეერწყა და კანალიზაციას შეუერთდა. იქ სადაც ყოველთვის იყო მისი ადგილი. ბიჭებმა ერთი მეორეს ანიშნეს რო საკმარისი იყო და სააბაზანო დატოვეს.
    ****
განყოფილების შესასვლელში იდგა. სიგარეტი ორ თითს შორის გაეჩხირა და ნაპასს არტყავდა.
- როდიდან დაიწყე ისევ მოწევა?!- კარგი მოჩხუბარე ცოლივით მოადგა უკან დათო.
- ჩემი ცოლი არ ხარ! - ცალი თვალი მოჭუტა და ნაპასი დაარტყა ისევ.
- შენი ცოლი...
- გეყოფა!- სიგარეტი იქვე მდგარ ყუთში ჩასრისა და პირიდან ბოლი გამოუშვა. - თუ კიდევ ერთხელ მაინც მიხსენებ რამეს რაც გამახსენებს მოგკლავ - ცხვირ წინ შეშფოთებულ ძმაკაცს თითი აუთამაშა და განყოფილებაში შევიდა.
- სულ გაგიჟდი. კაი მე არ გიხსენე მაგრამ შენი თავიდან როგორ გააგდებ ძაან მაინტერესებს. თავს იტანჯავ!- მიაყვირა ბოლო ხმაზე. ირაკლი შეჩერდა და შემობრუნდა.  მათ შორის მანძილი სწრაფად დაფარა და საყელოში ჩაავლო ბიჭს ხელები.
- მოკვდა გესმის!! მოკვდა!!! იმ დღეს მოკვდა. შემეშვი. შემეშვით! იცხოვრეთ უჩემოდ! ჩემი ჭკუის სწავლების გარეშე. ასე გადავწყვიტე და ასე იქნება ბოლომდე!!- ყვირილი დაასრულა და ხელები შეუშვა დათოს. საყელო გაუსწორა და ისევ შიგნით შევიდა. დათომ კი ღრმად ამოისუნთქა და ნერვიულად თავზე ხელი გადაისვა. ვერაფერს ახერხებდა და ყველაზე ძალიან ნერვებს ეს უშლიდა. მისი ძმაკაცი იტანჯებოდა და ვერაფერს შველოდა. ჰაერი ღრმად შეუშვა ფილტვებში და ისიც შევიდა შიგნით.
*****
შუა ღამით საავადმყოფოს მისაღები ხალხით იყო სავსე. ავტო საგზაო შემთხვევის დროს შემოყვანილი დაშავებულები და მათი ოჯახის წევრები ირეოდნენ. თითქოს სიწყნარეში მყოფთ უცებ ეს აურზაურის დატყდომა არ ეყოფოდათ,რომ უცებ მათ წინ  სასწრაფო მანქანა გაჩერდა საკაცით რკინის ნაფლეთ გაყრილი 34 წლამდე კაცი შემოიყვანეს.
- საოპერაციო მოამზადეთ. ექიმი იპოვეთ? - უფროსმა ექთანმა გადაულაპარაკა მეორეს.
- ვერა- თავი გააქნია გოგომ.
- მედდების ოთახში ეძინა- მათთან წამლებით სავსე ლანგრით მივიდა ქერათმიანი ექთანი.
- მერე ამდენი ხანი რო ვეძებთ არ უნდა თქვა? - გაუბრაზდა უფროსი ექთანი. - წადი მოიყვანე.- მეორეს კი მისი მოყვანა დაავალა.
- 15 წუთია ეს ამბავი ხდება და იმდენი დაჭრილი მოვიდა ერთად არ გამახსენდა. თან ის ოქსფორდი ჰარვარდი თუ რაღაც ჯანდაბა რო აქვს დამთავრებული და ზემოდან რო გვიყურებს სულად არ იმსახურებს ექიმისს სტატუსს.ხან იქ გდია და ხან იქ. სადაც ადგილს ნახავს ყველგან ძინავს- ჩაიქირქილა ზიზღით გოგომ.
- ჰო რა თქმა უნდა და შენ მთავარი ექიმი უნდა იყო. მაგ გოგოს რეზიუმე თუ გაქვს ნანახი? ან იმ ექიმების რეკომენდაციები ვისთან ერთადაც უმუშავია და ოპერაცია ჩაუტარებია? - წარბი აუწია მეტიჩარას.
- არაა - თავი ჩახარა ქერამ.
- ჰოდა მოკეტე შენი ღვარძლიანი პირი და პაციენტებს მიხედე. ჯერ ერთი თვეც არა რაც ჩამოვიდა და ორი კვირაა ლამის სავადმყოფოში ცხოვრობს.  და თუ სადმე მიიძინა ეს იმიტომ რომ დღეს სამი ურთულესი ოპერაცია მიყოლებით ჩაატარა. რაც არ იცი იმას ნუ ტლიკინებ. გამეცალე- ხელით გვერდით გასწია და საოპერაციოსკენ აიღო გეზი სადაც დაჭრილი ბიჭი გადაიყვანეს.
  მედდების ოთახში დაფეთებული შევარდა გოგო.
- ექიმო- მის ხმაზე ჩათვლემილმა თვალები ჭყიტა.
- რა მოხდა? შემოტევაა? - თვალები მოისრისა გოგომ.
- მართლაც რომ.- ქლოშინით ჩაილაპარაკა. ექიმი კი მის სიტყვებზე ფეხზე წამოდგა.  სკამზე მიკიდებული თეთრი ხალათი მოიცვა.
- რა მოხდა ასეთი?
- საშინელი ავარია მოხდა. ყველაზე ახლო მდებარე სავადმყოფო ჩვენ ვართ და ყველა აქ არის.
- რამდენი ხანია?- მაჯაზე დატოვებული თმისამაგრით თმის შეკვრა დაიწყო და ოთახიდან გავიდა. ექთანიც უკან მიყვა.
- სულ რაღაც 15 წუთია.
- დაშავებულები...
- მძიმე არც ერთია ერთის გარდა რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. როგორც გავიგეთ მანქანიდან ბავშვი გადმოიყვანა და აფეთქების შედეგად რკინის ნაფლეთი აქვს მუცელში გაყრილი- ექთანი ცდილობდა ენახვებინა ხელებით თუ სად იყო დაშავებული.
- საოპერაციო....
- უკვე მზად არის და თქვენ გელოდებიან.
- კარგი. სხვებს მიხედეთ. ოპერაციას გავაკეთებ და შემდეგ თითოეულს შევამოწმებ. - ექიმმა საოპერაციოსკენ გადაუხვია. ექთანი კი იქვე დარჩა და მისაღებისკენ წავიდა.
  საოპერაციოდ საგანგებოდ გამზადებული ექიმი შევიდა  ოთახში.
- პაციენტის მდგომარეობა...- გააჟღერა მკაცრი ტონით.
- სტაბილური. სისხლის ჯგუფი....- ექთანი განაგრძობდა პაციენტის მდგომარეობის აღწერას. ექიმი კი ნელნელა უახლოვდებოდა მაგიდაზე ნარკოზის ქვეშ მყოფ პაციენტს.
- დოლბანდები მოამზადეთ. ასევე მისი ჯგუფის რამდენიმე პაკეტი სისხლი დაგვჭირდება. სკალპელი- ლანგარზე დადებული იარაღი მიაწოდა ექთანმა. წამით პაციენტის სახესა და სხეულს შორის გაბმულ ბარიერს მიღმა გაიხედა. სახე...თვალების ჭრილი... ტუჩები... სახეზე არსებული მეჩხერი წვერი.მისი სახე... უფრო კაცური მკაცრი და ნატანჯი იყო.   სხეულში ცახცახი იგრძნო. სკალპელი ლამის ხელიდან გაუვარდა.
- კარგად ხართ? - კითხა მისმა თანაშემწემ. - თუ გინდა მე გავაკეთებ ოპერაციას.
  გოგონამ საკუთარი თავის მობილიზება შეძლო.
- არა კარგად ვარ თავად გავაკეთებ. - ღრმად ჩაისუნთ ამოისუნთქა. ყელში მოწოლილი ცრემლების გორგალი გადაყლაპა და სკალპელი სხეულს დაუსვა.
    
    მთელი 8 საათი დასჭირდა ოპერაციას. ორჯერ გულის გაჩერებით სისხლ დენის ძლივს შეჩერებით და სისხლის რამდენიმე პაკეტის დაცლით. 
- კარგად იმუშავე - მხარზე ხელი დაარტყა კოლეგამ. - არ მეგონა თუ შეძლებდი შინაგანი ორგანოების ამდენად გადარჩენას. დანარჩენი მასზე და მის ბრძოლის უნარიანობაზეა.
- იბრძოლებს. ძლიერია. გადარჩება. - ჩაილაპარაკა გოგომ.
- მას იცნობ? იმიტომ გეკითხები,რომ შეხედე ფერი გეცვალა სახეზე და ლამის ცუდად გახდი.თან ახლა  ისე თქვი თითქოს იცნობ- შეეცადა თავისი ცნობისმოყვარეობა ოდნავ დაეკმაყოფილებინა.
- არა არ ვიცნობ - იცრუა გოგომ.
- მის ოჯახის წევრებს უნდათ შენი ნახვა. მადლობა რომ გადაგიხადონ .
- გთხოვ შენ ნახე. მე მიმღებში მელოდება უამრავი პაციენტი. - ოთახიდან სწრაფად გავიდა და მიმღებს მიაშურა. რამდენიმე საათი პაციენტებს შორის გაუჩერებლად დადიოდა. კითხვებს უსვამდა. ამოწმებდა. წამლებს ნიშნავდა.  ბოლოს ქანც გაწყვეტილი და დაღლილი სახურავზე ავიდა. ვერტფრენის დასაჯდომ ადგილას შუა ცენტრში მოკალათდა. თან წამოღებული ენერგეტიკულის ქილას თავი ახსნა და ოდნავ მოსვა.ფეხები მოკეცა და მზის ამოსვლის ყურება დაიწყო. თვალი გაუშტერა ამომავალ მზეს.აუარებელი ტკივილი ჩაგუბებულიყო.ტკივილი ძველი მოგონებებისა. შიში ისევ შეხვედრისა. და მონატრებისგან აცრემლებული თვალები მიმალა მზის სხივებში. ლოყებზე ჩამოვარდნილი ცრემლები უხეშად მოიწმინა და პატარა ბავშვივით ცხვირი ხელის მტევნით აისრუტა. ენერგეტიკულის ქილას ხელი დაავლო და დარჩენილის დალევას შეუდგა.
  უკან ჩავიდა. რეანიმაციისკენ აიღო გეზი. იქ სადაც დაჭრილი პოლიციელი იწვა. დერეფანი გაიარა. რეანიმაციის კართან სკამებზე კაცს თავი ჩაექინდრა და ჩასძინებოდა. ახალგაზრდა ექიმს მის დანახვაზე ჩაეღიმა. კაცის მომატებულს ჭაღარას და სახეზე ნაოჭებს დააკვირდა. წლებმა ყველას დაამჩნია კვალი. თვალებით მოეფერა ჩაძინებულს,რომელიც რეანიმაციას არ შორდებოდა წუთითაც კი. გოგონამ გზა გააგრძელა. სპეციალური ხალათი ჩაიცვა პირბადე გაიკეთა და ოთახში შევიდა. რამდენიმე აპარატზე შეერთებული ბიჭი სასუნთქი აპარატის დახმარებით რიტმულად სუნთქავდა. მასთან ახლოს მივიდა. ხელი მისკენ გაიშვირა. უნდოდა მის ხელს შეხებოდა. ყოყმანის მიუხედავად მაინც ჩაეჭიდა ძლიერად. ემოციები კვლავ ვერ გააკონტროლა და თვალებიდან ცრემლები გადმოცვივდა.ამდენი წლის შემდეგ კვლავ შეხვდა. კვლავ გადაკვეთა მათი გზები ბედმა. როცა წლობით ცდილობ დაივიწყო ყველაფერი. უფრო სწორედ გგონია რომ დაივიწყე. გასახსენებლად ერთი შეხვედრაც კი საკმარისი ხდება. მოგონებების გუდას თავი ეხსნება და ყველაფერი ერთმანეთში არეულად იფანტება.თვალწინ ბოლო შეხვედრის კადრები ურბენდა. გაბრაზება და მონატრება ერთმანეთში ირეოდა.  ახლაც ახსოვს ის ემოცია როცა ნარკოზიდან გამოსული პირველი მის ნახვას როგორ ითხოვდა. თვალების გახელის მომენტიდან მხოლოდ მას დაეძებდა. ის კი... ის კი უბრალოდ კარების სარკმლიდან შემოიჭყიდა. შეხედა. დარწმუნდა რომ ცოცხალი იყო და ისე გაბრუნდა სიტყვაც არ უთქვამს.    იმ დღიდან გამოჯამრთელების პროცესებს მის გარეშე გადიოდა. ქმრის გარეშე რომელმაც სავადმყოფოში ყოფნის დროს მიატოვა. გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ გადააბიჯა თავმოყვარეობას და სცადა იმ წვრილი ძაფის გამყარება რაც ჯერ კიდევ აკავშირებდათ. რამდენიმე თვე ცდილობდა უშედეგოდ მასთან შეხვედრებს ლაპარაკს.  ის კი ასე უბრალოდ ადგა და  ეს წვრილი  ძაფი კიდე უფრო დაჭიმა და გაწვიტა. შემდეგ დეპრესიული დღეები. დაძალებით ჩაბარებული ონლაინ გამოცდები და დაიწყო ცხოვრების ახალი ეტაპი მის გარეშე. კვლავ პრობლემებში თუმცა მის გარეშე. ყოველი საღამო ტირილით იწყებოდა და ტირილში როდის ეძინებოდა ვერ ამჩნევდა.  თავიდან თითქოს ყველაფერს ძალით აკეთებდა. თუმცა ბოლოს მობეზრდა საკუთარი თავის გვემა. მაშინ დატოვა საყვარელმა კაცმა როცა სჭირდებოდა. ჰოდა ახლა დრო იყო მისი გონებიდან ამოეშალა. ერთი წლისა და 6 თვის შემდეგ მოიხსნა თითიდან საქორწილო ბეჭედი. ბეჭედი რომელიც მათი სიყვარულის სიმბოლო იყო. მოიხსნამდე თითზე ათამაშა ცოტხანს აცრემლებული თვალებით,ბოლოს ცრემლები უხეშად მოიწმინდა და  მაგიდაზე ხმაურით დააგდო. მკაცრად გადაწყვიტა სწავლისთვის დაეთმო მეტი ყურადღება. და ქვეყანაში ღირსეულად დაბრუნებულიყო თუკი დაბრუნდებოდა. არ უნდოდა დედისთვის და დისთვის იმედები ჩაეკლა. არც საკუთარი თავის რწმენის დაკარგვა არ უნდოდა.
სულ რამდენიმე წუთი აღმოჩნდა საჭირო,რომ  მეხსიერების ფსკერიდან ამოეტანა მოგონებები. სასწრაფოდ შეეცადა ბიჭის ხელისთვის გაეშვა და აქედან გაავრდნილიყო. თუმცა მეორე მხრიდან ხელი მოუჭირეს. ხელს უფრო და უფრო უჭერდა და თვალების გახელას ცდილობდა. გოგონას სიახლემ წამში დაავიწყა სიბრაზე და მისი გაუმჯობესებული სასიცოცხლო მაჩვენებლები შეამოწმა. პაციენტი თვალების გახელას ცდილობდა მაგრამ უშედეგოდ.
-ნუცა...-ბოლო მხოლოდ ჩაჩურჩულება მოახერხა. და კვლავ ძილს მიეცა. გოგონას თვალები კვლავ ცრემლებით აევსო. თუმცა ვერ ხვდებოდა ეს სიხარულის იყო თუ ტკივილის. ბოლომდე დარწმუნდა რომ ბიჭს კვლავ ჩაეძინა და ყველაფერი კარგად იყო. მხოლოდ მას შემდეგ გავიდა ოთახიდან. გამოსულს სიხარულმა დაუარა სხეულში. ირაკლის პირიდან წარმოთქმული მისი სახელი ათი წლის მერეც ისევ ლამაზად ეჩვენა  როგორც ყოველთვის. "ნუთუ ისევ ვახსოვარ?!" გაიფიქრა ექიმმა. თუმცა წამში დაილაგა სახე. ბიჭის საქციელი არ აძლევდა პატიების უფლებას. ჯიუტობდა გონება,გულმა კი დიდიხნის წინ აპატია.
****
დამღლელი კვირის შემდეგ კაბინეტს შეაფარა თავი. სავარძელში ჩაენარცხა ფანჯრისკენ შებრუნდა და ხედს თვალი გაუსწორა. მინის იქეთ არც იყურებოდა. უბრალოდ თვალი ჰქონდა მიშტერებული ერთ წერტილში და ფიქრები და აშლილი გრძნობები მოსვენების უფლებას არ აძლევდნენ. ღრმად ამოისუნთქა. უძილარი თვალები თითით მოისრისა.
- არ უნდა დავბრუნებულიყავი!- გააჟღერა და სავარძელში გადაწვა. თვალები დახუჭა და შეეცადა ცოტახნით დაესვენა. კარები ხმაურით შემოიღო.
- ნუცაა....- მხიარულად შემოვიდა ოთახში ბიჭი. და მაგიდის პირისპირ სავარძელში დასკუპტა. მისი ხმის გაგებისას უკმაყოფილოდ ამოისუნთქა გოგომ. თვალები გაახილა და მაჯაზე საათს დახედა.
- შენს ყოველდღიურ რეჟიმს 10წუთით წინ უსწრებ. - სავარძელი მისკენ შემოაბრუნა. ზურგს უკან გაკრეჭილი ბიჭი იჯდა და ბედნიერი ღიმილით შეჰყურებდა გოგოს.
-  მოემზადე საჭმელად გავდივართ.-მაგიდაზე თითი მელოდიურად რამდენჯერმე დაარტყა.
- არ მშია. - სავარძელში გადაწვა ისევ გოგო.
- კარგი - საეჭვო თანხმობა განაცხადა ბიჭმა. ნუცამაც თვალები დაჭყიდა. ტელეფონი ყურთან მიედო და ყურმილის მეორე მხრიდან პასუხს ელოდა. გოგონა სავარძლიდან წამოხტა ტელეფონი გამოართვა
- ჰო შვილო რამე მოხდა? - ქალის ნაზი ხმა იღვრებოდა მეორე მხრიდან.
-  არაფერი დე მე ვარ. უბრალოდ კონსტანტინემ როგორი ადამიანი ხარ დღეები სახლში არ ხარ და დედას არც კითხულობო. ამიტომ გადმოგირეკა და ტელეფონი მომაჩეჩა- კმაყოფილად მომღიმარ ბიჭს კბილები დაუხჭიალა გოგომ.
- არაუშავს შვილო. მანდ ტყუილად ჰომ არ ხარ. - მზრუნველი ხმამ დაამშვიდა.
-კარგი დე. რამე ჰომ არ გინდა?
- არა არაფერი. საჭმელი ჭამე!- ბოლო სიტყვები მკაცრად გააჟღერა ქალმა და ბიჭმაც სახე "მეც მაგას გეუბნები ხოლმე" მიიღო.
- არ ინერვიულო კონსტანტინე მიმათრევდა ზუსტად ახლა საჭმელად. - ქალს გაეცინა და კმაყოფილმა გათიშა ტელეფონი. ნუცამ აპარატი პატრონს მიუგდო. მანაც ხელების უცნაური მოძრაობებით ძლივს დაიჭირა და გადაარჩინა იატაკზე დაფშვნას.
- კარგი მატყუარა ხარ- გაეკრიჭა ბიჭი.
- ერთხელაც საკუთარი ხელებით მიგახრჩობ- გოგომ მიხრჩობის იმიტაცია გააკეთა ხელებით პასუხად კი ღიმილი მიიღო.
- ამ ხრიკით ყოველთვის მზად ხარ საჭმელად წამომყვე. მე კიდე ჰო იცი როგორ მიყვარს როცა შენთან ერთად მივირთმევ საჭმელს თან ყოველთვის მდევს შენი ბრაზიანი სახე. მაგ სახის გარეშე ყელში ლუკმა არ გადამდის. - მლიქვნელურად ელაპარაკებოდა და სახეზე ღიმილი არ სცილდებოდა.
- კარგი ჰო მორჩი მასხარაობას. ადექი თუ ვჭამთ ვჭამოთ. - ფეხზე წამოდგა და კარებისკენ გაიწია.
- ეგრე მოდიხარ? არ გამოიცვლი? - ახლა გოგონა გაეკრიჭა.
- სავადმყოფოს კაფეში შევჭამთ. - ბიჭის სახიდან ღიმილი გაქრა.
- კარგი რაა!- წამოხტა ფეხზე.
- ჩემი ბრაზიანი სახის გარეშე ჭამა ჰომ არ შეგიძლია ჰოდა წამოდი არც აქ მოგაკლებ ბრაზიან სახეს. - ჩაეღიმა გოგოს. კარებში უბიძგა და წინ გააგდო უკმაყოფილო ბიჭი. - ერთით ერთი - ბიჭს გაუსწორდა. მის დასანახად ენა გამოუყო ნიშნის მოგების მიზნით. ბიჭს ისევ დაუბრუნდა სიანცე და წინ გაჭრილ ნუცას დაედევნა.
- დამელოდე. - ხალათის ჯიბეში ჩაწყობილი ხელებით მიმავალ გოგოს მკლავზე ჩამოეკიდა და კაფეტერიისკენ წავიდნენ.

არჩევანი,რომელმაც ყველაფერი შეცვალაWhere stories live. Discover now