~10~

1.4K 68 8
                                    

სამზარეულოში მოფუსფუსე ნანას სახლში მისვლის წუთიდან ენა არ გაუჩერებია. ზვიადი კი დივანზე მოკალათებულიყო და ცხვირზე სათვალე მორგებული ჟურნალს ჩაკირკიტებდა.თუმცა მეუღლის ლაპარაკიც არ ეპარებოდა და შიგადაშიგ მეუღლის გონიერებით კმაყოფილი იღიმებოდა.ქალმა საჭმლის მომზადება დაამთავრა და ახლა ჭურჭელს მიუბრუნდა, თან ისევ განაგრძობდა ლაპარაკს.
- მართალია გაბრაზება იგრძნობოდა ჩვენი ბიჭის ხმაში,როცა მობრუნება ვთხოვე ჩანთის გამო- ქალს გულიანად სიცილი აუტყდა. ზვიადმა კი ჟურნალი მაგიდაზე დადო და სამზარეულოს მიმართულებით გაემართა.- თუმცა მისი ბრაზიანი ხმის მომსმენა იმ მომენტად ღირდა რაც შემდეგ მოხდა- ქალი ჩაფიქრდა და თან ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. თითქოს ახლაც თვალწინ წარმოუდგა საავადმყოფოში მომხდარი სცენა. თვალ წინ დამდგარი სცენა წელზე შეხებამ გაუქრო და შეაკრთო. კაცმა უკნიდან ხელები შემოხვია და მუცელზე შემოაჭდო.თავი კი მეუღლის თავზე დადო და თან კოცნით დააჯილდოვა.
- ვამაყობ ჩემი არჩევანით და იმით,რომ დღეს ჩემი მეუღლე გქვია.- კმაყოფილი ღიმილი აეკრა ქალს სახეზე. მეუღლეს შემოუბრუნდა და ქმრის ტუჩებს თბილად შეეხო თავისი ტუჩებით.
- ვფიქრობ,რომ იმსახურებენ ერთმანეთს. - კვლავ შეღიმა კაცს და მკერდზე მიეხუტა.
- მეც ასე ვფიქრობ. ისინი ერთმანეთის ცხოვრებაში ნათელი წერტილი გახდნენ.- მიხუტებულ ქალს ხელები შემოხვია და თავზე მთელი გულით აკოცა.
****
სავადმყოფოში ყოფნა იმდენად საშინელი აღარ იყო. დედას თითქოს ნელნელა უკეთესობა ეტყობოდა. რაც ნუცას კიდეც უფრო ახარებდა. მისი ცხოვრება კიდევ ერთი ეტაპით წინ წაიწია. მის ცხოვრებაში შერლოკი მისთვის მნიშვნელოვანი პიროვნება გაჩნდა,რომელიც ყოველთვის ცდილობდა მცირედი დროის გამონახვას მაინც,რომ მოენახულებინა დედაც და შვილიც. მათი ჭირვეულობის შემდეგ შერიგებიდან თითქმის ერთი კვირა იყო გასული. ჰოლში ჩამოკიდებულ ტელეფონთან მივიდა და უკვე ზეპირად დამახსოვრებული ნომერი აკრიფა.მომლოდინედ გაირინდა სანატრელი ხმის გაგებამდე.
- გისმენთ- მკაცრი,ბოხი და საქმიანი ხმა გაისმა.
- მომენატრე...- დაფიქრების გარეშე წამოცდა ტუჩებს რეალური გრძნობა რაც მისი ხმის გაგებისას განიცადა.თითქოს გამოიჭირესო ტუჩის კუთხეზე იკბინა.
-  სასიამოვნო იყო ამის მოსმენა- ჩაიცინა ბიჭმა და მისი სიცილი ნუცასაც გადაედო.- იგივე გრძნობა მიტევს მეც - ხმაში სევდა და მონატრების ელფერი გაურია და თვალები დახუჭა მის სიტყვებზე გოგომ. თითქოს ორივემ ერთმანეთი ახლოს წარმოიდგინეს.ბიჭის ხმა უფრო ნაზი და მონატრების ფერით გაჟღენთილი ჩანდა.გოგონას სახეს ღიმილმა გადაკრა. - ახლა ძალიან მინდა შენთან ყოფნა და შენი სურნელის შეგრძნება..
- მისამართი იცი თუ გითხრა?- ეშმაკურად გადაკრა ღიმილმა სახეზე.ტელეფონის მეორე მხარესაც ჩაცინების ხმა გაისმა.- სად ხარ?
- ქალაქ გარეთ ვართ საქმეზე.
- ანუ ხვალ განყოფილებაში,რომ მოვალ ხელის მოსაწერად არ იქნები? - უკმაყოფილოდ გაბუსხა ტუჩები გოგომ.
- სამწუხაროდ ვერა.- ღმად ამოისუნთქა ბიჭმა.- თუმცა ხვალ დილით მანქანა დაგხვდება საავადმყოფოსთან განყოფილებაში მიგიყვანს და შემდეგ უკან დაგაბრუნებს.- უცებ მბრძანებლური ტონი გაურია ხმაში.
- როგორც ზედამხედველი ბრძანებს- ორივეს ჩაეცინა ისევ.
- ირაკლი აქეთ მოდი- გაისმა ყურმილს იქეთ დათოს ხმა..
- წადი აღარ მოგაცდენ- არ უნდოდა შეეწყვიტა ლაპარაკი თუმცა მის შერლოკს საქმე იხმობდა. დამშვიდობებაც კი არ აცალა ისე დაკიდა ტელეფონი და უკმაყოფილო სახით შემობრუნდა.უფრო მეტი დროის გატარება უნდოდა მასთან.უფრო მეტი შერლოკი და ნუცა უნდოდა.- ჩემი ტელეფონი უნდა ვიპოვო სახლში,რომ მივალ.-ჩაიდუდღუნა და პალატისკენ მძიმე ნაბიჯებით გაემართა.
  პალატაში  შესვლისას დედას ისევ მშვიდად  ეძინა.მის საწოლს მიუახლოვდა გადასაფარებელი შეუსწორა და მშვიდ მძინარე სახეზე აკოცა. პალატაში მდგარი პატარა დივანი უხმაუროდ ფანჯარასთან მისწია და თვითონ იქ მოკალათდა. იქვე ახლოს სადგამზე მბჟუტავი სინათლეც აენთო. მოკალათებულმა ახლოს მდებარე წიგნი მოიწია და მის კითხვას შეუდგა. კითხვაში გართული ხანდახან მშვიდად მძინარე მაიასაც გადაკრავდა ხოლმე თვალს და კმაყოფილი იღიმოდა.

არჩევანი,რომელმაც ყველაფერი შეცვალაHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin