ფრთებიანი

299 23 6
                                    

თუ ოცდაათ წელს გადააბიჯეთ და ქმარი არ გყავთ,ან თუნდაც შეყვარებული,ან საყვარელი მაინც,.სულ მცირე ერთღამიანი ურთიერთობებითაც თუ არ ინებივრებთ თავს,მაშინ დროა დედისა და თქვენი გათხოვებით დაინტერესებული ნათესავების მიერ დათქმულ ეგრედ წოდებულ "ბრმა პაემანზე" წახვიდეთ. თუმცა,არ დაგავიწყდეთ,ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ოცდამეტის ბრძანდებით,რადგან ოცდაათი ჯერ კიდევ არ არის საგანგაშო ასაკი. აი,თუ გაგიმართლათ და ჯერ კიდევ ოცდაცხრა წლის ხართ,ჩათვალეთ ჯეკპოტი მოგიგიათ. იმ გოგოებს,რომლებიც ახლახან გახდნენ ოცდაორის,აი,მაგალითად მე,ისღა დაგვრჩენია ასეთი პაემნებიდან თავქუდმოგლეჯილები გავიქცეთ ან მშობლების სახლში აღარ მივიდეთ,რადგან იქ სულ გათხოვებაზე ლაპარაკობენ. ჩვენი ძაღლიც თანაგრძნობით შემომყმუვლებს ხოლმე,თითქოს ორმოცი წლის ვიყო და არა ოცდაორის. დედაჩემს და შესაბამისად,დეიდებს,ბიძებს,გათხოვილ და დანიშნულ ბიძაშვილ-დეიდაშვილ-მამიდაშვილებს,ერთი სიტყვით მთელ სანათსაოს ჰგონიათ რომ ჩემ თავზე უბედურების ზარები რეკენ,რადგან შეყვარებულიც კი არ მყავს და მეტიც "არაქალური" ტონით ვსაუბრობ მამაკაცთა მოდგმაზე. არადა,ისეთი არაფერი მითქვამს,გარდა იმისა,რომ ნაგვები არიან და მხოლოდ ის აინტერესებთ ფეხებშუა როგორი მაქვს-მეთქი. კაცებთან ურთიერთობას მირჩევნია კარგი წიგნი წავიკითხო ან დაქალებთან ერთად მაგრად გამოვთვრე. რა ჯობია სახლში გადამთხვეული მთვრალი რომ მიხვალ,სწორად ჩაცმული მაისური უკუღმა რომ გაცვია,შრეკივით აბოყინებ,შენ გემოზე ჩაარწყევ უნიტაზში და ამ დროს არავინ წაგიღებს ტვინს დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი საუბრებით. შეყვარებული? არა,გმადლობთ. ჩემს პირად სივრცეს ვერავის დავარღვევინებ. ქმარი? ღმერთო,დამიფარე ამ სასჯელისგან. ჩემი გათხოვილი დაქალებიც მეყოფა იმის მაგალითად,რომ ნერვების შენარჩუნება ჯობია თითზე ოქროს ბეჭედს,რომელსაც ცოტა ხნის შემდეგ ოჯახური სიტუაციიდან გამომდინარე ლომბარდში უკრავენ თავს. დედამთილებზე და ასეთ უხსენებელ საკითებს არც კი შევეხები. ბრმა პაემნებზე მოგახსენბდით. ოცი წლიდან მოყოლებული,დედაჩემი ხან მომავალ ექიმებს მაცნობს,ხან იურისტებს,ხან სახელმწიფო მოხელეებს და ხანაც პოლიტიკური მიდრეკილებების მქონე მოტლიკინე ხალხს. მგონი,ასე უფრო უარყოფითი დამოკიდებულება მიყალიბდება კაცების მიმართ,რაც სამწუხაროდ ოჯახის წევრებს საერთოდ არ ესმით. ის-ის იყო გამომცემლობაში მივედი,რომ დედაჩემმაც დარეკა:

Blind dateWhere stories live. Discover now