თავი 9

311 13 3
                                    

Jimin's P.O.V

მთელი 2 წელი,მთელი ტკივილითა და ტანჯვით განვლილი 2 წელი.იუნგის ამდენი ხანი ველოდებოდე,ცხარე ცრემლით ვტიროდი მის გამო,დღისითაც და ღამითაც.სწავკასაც კი მივანებე თავი მის გამო.ყველაზე მეტად მენატრებოდა.ის დამპირდა, რომ ჩემს გამო დაბრუნდებოდა,მაგრამ დღემდე არ ჩანს,არც დაურეკია და არც მოუწერია.იქნებ მიაყენებდა?და ეს ყველაფერი ტყუილი იყო??ის ყველა შეხება ყალბი იყო??
არა!!არაა! ის მოვა,მე მჯერა მისი,ის აუცილებლად დაბრუნდება ჩემთვის და ამ ტკივილისგან მიხსნის.
მე მჯერა შენი იუნგი,მჯერა.
ფიქრებიდან გუკის წიკვინვა გამომაფხიზლა.
- აუუ ჯიმინაა რამდენი ხანია რაც გიყვირი,შენ კი უბრალოდ მაიგნორებ და ცაში დაფრინავ - თქვა ბუზღუნით და საყვარელად მომანათა მუქი უძირო თვალები.
- ამმ..არა არაფერია,უბრალოდ რაღაცაზე ჩავფიქრდი.
- ისევ იუნგი? - სახეზე გამომეტყველება შეეცვალა, როცა თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
- დაივიწყე რა - თითქოს და გაბრაზებულად მითხრა და სახეც მომანჭა,მაგრამ უცებვე გაასწორა ჩემი მწველი და ამავდროულად საშინლად გაბრაზებული მზერა,რომ შენიშნა.
- მაგაზე არც იფიქრო გუკ,ეგ არასოდეს მოხდება.მე ის სულ მემახსოვრება და მას ვერავინ და ვერაფერი ვერ დამავიწყებს,გასაგებია?
- ჰომ კარგი,მაგრამ ასე ხომ უბრალოდ ცხოვრებას გაინადგურებ,ხომ იცი ის აღარ მოვა ჯიმინა,მან დაგტოვა სამუდამოდ მე კი ამას არასოდეს ვიზამ,ეღტხელ და სამუდამოდ შეიგნე არ ყვარებიხარ არასოდეს,მე კი მიყვარხარ ჯიმინი ძალიან მიყვარხარ- მისმა სიტყვებმა ჩემში გაოცება,გაბრაზება,ცოტაოდენი სითბოც კი გამოიწვია,მაგრამ მე ხომ არ მიყვარს ის,მე ხო მხოლოდ და მხოლოდ იუნგი მიყვარს.
- გუკი ხომ იცც...
- ჰომ ვიცი ვიცი,კარგად ვიცი არ გიყვარვარ და შენ მხოლოდ ის გიყვარს,მაგრამ მომეცი შანსი პატარავ გთხოვ.
- არ შემიძლია ხვდები?არა,მაგრამ შენი მესმის,ვიცი რა საშინელებაა, როცა ვერ ეხები და კოცნი მას ვინც გიყვარს.
- თუ გესმის მხოლოდ 1 შანსი მაინც მომეცი,მხოლოდ 1 იქნებ გამოვიდეს რამე.
- აიშ!რატო ღმერთო?არ შემიძლია ნუთუ ვერ მიგებ? როგორ გავაკეთო ეს როცა მე მხოლოდ მასზე მეფიქრება?ეს არასწორია,უბრალოდ არასწორი ადამიანი აირჩიე გუკი.
- მე მიყვარხარ და ეს ამას ვერ შევცვლი ჯიმინ.
- ბოლოს მიხვდები,რომ  მე ის არ ვარ ვინც შენს გაბედნიერებას შეძლებს.
- ხარ,ვიცი შენ ის ხარ.
- მირჩევნია მეგობრებად დავრჩეთ გუკი.
- მე კი არ მინდა მხოლოდ მეგობრობა ჯიმინი.
- ახხ!!უკვე მაბრაზებ მე თუ ვთქვი,რომ ვერ შევძლებ შევიყვარო ანუ ასეა - უკვე ყელში ამომივიდა და ყველაფერი ერთიანად მივახალე.
- კკ..კარგი - მოწყენილი ხმით მომიგო.ოთახი საშინელმა სიჩუმემ მოიცვა რაც ცოტა უხერხული იყო,მაგრამ ამ ყველაფერის გასაფანტად გულს გასეირნება ვთხოვე,როცა ეს ვუთხარი მისი სახე განათდა,როგორც მზე რაც მახარებდა,რადგან ჩემი მეგობარი იყო და არ მინდოდა მოეწყინა მითუმეტეს ჩემს გამო.
პარკში გავედით და გადავწყვიტეთ ბამბის ნაყინები გვეყიდა.ის ბავშვივით საყვარელი იყო და ყველაფერი ძალიან უხაროდა.შემდეგ მითხრა,რომ საშოპინგოდ წავსულიყავით,მისი თქმით ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადამეტანა.ბევრი რაღაც ვიყიდეთ,უფროსწორედ ძალიან ბევრი.
- ჰუჰჰ,დავიღალე ჯიმინაა,წამო ვჭამოთ რაა,
- სად შევიდეთ?
- მაკდონალდსში - მითხრა ყვირილით და საყვარელად გამეკრიჭა.

მხოლოდ შენ და სხვა არავინ!Where stories live. Discover now