რას გულისხმობ?! 😲😲

1.7K 226 24
                                    

თავი 6
ნიმონი სახლში ჯონკუკის ნაჩუქარი კაბით დაფრიალებდა... ამაზე მე სიცილით ვიჭაჭებოდი რისთვისაც ნიმონისგან მარჯვენა ხოლო ჯონკუკისგან მარცხენა მკლავი მქონდა დალურჯებული... 
- შემაჯექით ბარემ და მირტყით ეეე... ჩემს სახლში სიცილი არ შეიძლება... აიგოო-  დავდიოდი და თან ვილანძღებოდი... თან მაინტერესებდა ამაღამ სად გადავიდოდით მედა იუნგი...ოთახის დალაგებას შევუდექი და რადგან ნიმონის ნივთები სულ  ჩემ ოთახში ეყარა მე გადავწყვიტე ჭკუა მესწავლებინა... ერთ დიდ ყუთში ჩავალაგე ნივთები და მეორე სართულიდან პირველზე გადმოვყარე
- შე მართლა ტვინის ფერიჭამიავ!!! ნივთებს კიდევ დააწყობ ჩემს ოთახში და მერე უკვე იფრიალებს გარეთ - ხელით ეზოსკენ ვანიშნე
- იონჯუ შეეშვი - იქიდან ყვიროდა დედა... მას შვილივით უყვარდა ნიმონი... ნუ რა თქმა უნდა 5 წლიდან სულ აქ გდია 😒😒😒
- შე სატანისტო პრიშიკო... - კიოდა ბოლო ხმაზე.... ჯონკუკი კი ხითხითებდა... საღამოს სასაუზმოთ დამიძახეს
- მოდი იო-იო ჭამეე - ყვიროდა ჯონკუკი....
- არააა ვწვებიიი- დავუბრუნე ყვირილით და კარი დავკეტე
- ამას რა ჭირს - კითხა დედამ ჯონკუკს
- გამოსწორების გზას ადგას - თქვა ჯონკუკმა.... ნიმონი სახლში წავიდა... ამიტომ მშვიდად მოვკალათდი.. თანაც ადრე ვიძინებდი იმის იმედით რომ უფრო დიდხანს ვიმოგზაურებდით მედა იუნგი.... ბნელ ოთახში ამჯერად მარტო აღმოვჩნდი
- დაველოდები სხვა რა გზაა - თავი მივაყურე კედელს და ლოდინი დავიწყე...
- ამის მერე დავფიქრდები და საათთან ერთად დავიძინებ- ვთქვი მაგრამ ოთახში ისევ არავინ იყო ... რა ჭირს იუნგის.... ჩემი გამოთვლით სადღაც ნახევარი საათი გავიდა ამ სამყაროში... ალბათ იქ 2 საათი... იუნგი ისევ არ იძინებდა.... რამე სჭირდა? იქნებ რომ ვუთხარი''ჯანდაბაში წასულხარ'' თქო ეწყინა?  ისევ მივადე თავი კედელს და მივითიშე... სულ მალე ვიგრძენი რომ იუნგი ოთახში იყო ... მოსვლისთანავე დამიძახა
- სიზმრებში მოგზაურო წავედით... ისედაც დამაგვიანდა - მითხრა და ხელი დამავლო... კარი შეაღო და გამიყვანა... თავიდან ყველაფერი ძალიან იყო განათებული და ვერაფერი დავინახეთ... შემდეგ ვიღაც გოგო მომვარდა .... ისევ ალკოჰოლით აყროლებულ ბარში ვიყავით
- როგორი იყო მოგეწონათ? - შემაჯანჯღარა
- რას გულისხმობ? - ვკითხე
- ნუ სულელობ... როგორი იყო - ვერაფერს ვხვდებოდი... იუნგის გავხედე... თმა აბურძნული ჰქონდა...

✔/ სიზმრებში მოგზაური Where stories live. Discover now