ცრემლები😢😢

1.6K 224 15
                                    

თავი 8
- მაგ ტიპის გაცნობა მინდა - თქვა ჯონკუკმა ბოლოს
- რას მელაპარაკები - ვუთხარი დამპლურად... - მაგრამ მანამდე ერთი რამის ახსნა მოგიწევს
- რისი
- შენ და ნიმონი როდის აქეთ ხვდებით ერთმანეთს - ჯონკუკმა თავი მოიფხანა
- აჰმ... უბრალოდ გარეთ გასვლა მინდოდა და...
- კარგი კარგი მაგაზე სხვა დროს ვისაუბროთ.... და ისე მართლა... ჯონკუკ.. შენ მართლა გჯერა ამ სიზმრების?
- იმდენად რამდენადაც შენ იო-იო - მითხრა და თავზე ხელი გადამისვა... შემდეგ კი ოთახიდან გავიდა. კარები და ვრაზე... ლოგინზე მივწექი და ყურსასმენები გავიკეთე... სადღაც 6 საათისთვის ისე მიმეძინა  ვერც გავაცნობიერე.... ისევ ბნელ ოთახში მოვხვდი.... ჩემდა გასაკვირად იუნგი აქ იყო
- იუნგი?! დიდი ხანია აქ ხარ? - დავარღვიე დუმილი
- ნორმალური სამყაროს დროით 3ის ნახევრიდან - გამიკვირდა... ფანარი ავანთე რომ ირგვლივ ასანთები მეპოვნა.... შუქი პირდაპირ იუნგის სახეს მიენათა.... მისი სახე აბრჭყვიალდა ...... ცრემლები.....

- იუნგი რა გჭირს? -მივუჯექი გვერდით - არაფერი- მითხრა მან - როგორ თუ არაფერი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

- იუნგი რა გჭირს? -მივუჯექი გვერდით
- არაფერი- მითხრა მან
- როგორ თუ არაფერი... აბა რატომ ტირი....
- მეე... - სანამ რამეს მეტყოდა ფანარი ავანთე და ვენებზე დავხედე.... გადასერილი ჰქონდა
- იუნგი... იუნგი ეს რატომ გააკეთე? -  ვკითხე სევდა ნარევი ხმით...
- მე.... დედა და მამა შორდებიან.... მამასთან კამათი მომივიდა და მან ის მითხრა რასაც წლების მანძილზე მალავდა... მან მითხრა რომ ვეზიზღები - თქვა და ლოყაზე კიდევ ერთი ცრემლი გადმოუგორდა.. - მე ეს ვიცოდი მაგრამ... მოსასმენად მტკივნეული იყო... ძალიან ცუდად ვიყავი მაგრამ იმდენად მშიშარა   ვარ რომ ვენები ვერც კი გადავიჭერი - ჩაიცინა მწარედ - მხოლოდ დავისერე.... შემდეგ... ოთახში ავედი და დასაძინებელი აბები ამოვყარე დედას უჯრიდან და რაც კი ეყარა ყუთში ყველა დავლიე... 5 წუთში დედა შემოვიდა მოსაკითხად ოთახში და რომ დაინახა წამლები დავლიე სასწრაფოდ საავადმყოფოში გამაქანა... იქ კუჭი გამომირეცხეს- ლაპარაკშო დროდა დრო მის ლოყებზე ცრემლები მოგორავდნენ და ნაზად ეფინებოდნენ ტანსაცმელს - შემდეგ სახლში წამომიყვანა დედამ და დამამშვიდებლით დავიძინე - იუნგი ძალიან შემეცოდა... მის თვალებზე ცრემლები პირველად ვნახე და ძალიან გამიკვირდა.... მოყოლას რომ მორჩა მისკენ მივიწიე და  ჩავეხუტე.... მარჯვენა ხელი თმაში მქონდა შეცურებული.... მარცხენა ხელი კი ზურგზე მქონდა მოხვეული.... როგორც კი  ჩავეხუტე მან თავი მხარზე დამადო და ხელები წელზე შემომხვია....ხელები გააკავა
- ასე აღარ მოიქცე კარგი? - მისი საქციელისგან გული მეტკინა.... ხმას არ იღებდა... მარტო ქვითინებდა... მარჯვენა ფეხი გაშლილი, მარცხენა კი მოკეცილი ედო.... მე თითქმის კალთაში ვეჯექი... სხვანაირად დაჯდომის საშუალებას მისი მკლავები არ მაძლევდა ..
- იფიქრე დედაშენზე.... მას ჭირდები - ისევ ძლიერად ვიყავი მიკრული... იმისთვის რომ აღარ ეტირა მისი სახე ხელებში მოვიციე და ცრემლები მოვწმინდე... თვალებში შევხედე ....
• მე მას ვგრძნობდი... როგორ შეიძლებოდა იგი მხოლოდ სიზმარი ყოფილიყო....მის ცრემლებს  ვგრძნობდი თითებზე... მის სუნთქვას მხარზე... მის ხელებს წელზე... არა ის ნამდვილი იყო... და თუ ოდესმე ეს სიზმრები დაილეოდა მე მას მოვძებნიდი.... იგი ისეთი საყვარელი იყო ამ დროს... მინდოდა რომ ყველა დარდი გაფანტვოდა მაგრამ მხოლოდ ნდომა რას უშველიდა • ისევ ძველ პოზას დავუბრუნდი და მანაც ქვითინი შეწყვიტა... უბრალოდ ძალიან მძიმედ სუნთქავდა ჩემს მხარზე...  • არ შეიძლება ეს წუთი უსასრულო ყოფილიყო? • გაშვებას არც კი გეგმავდა....
- ფეხი ჰომარ გტკივა - უკიდურესი კითხვა  დავუსვი... ისეთი კითხვა სკოლის ექიმი რო სვამს ხოლმე.. უადგილო... ადამიანს გული ტკივა და მე ფეხი მადარდებს.. მან უარყოფის ნიშნად თავი გააქნია... არ ვიცი რატომ არ მიშვებდა... მას ეს ჭირდებოდა თუ კარგად მოკალათდა და დაეზარა ხელების გაწევა... მაგრამ იგი მთელი ტანით ხურდა...  სუნთქვაც კი ცხელი ჰქონდა.... ერთი მომენტი ვიფიქრე რომ ძალიან გაგვეწელა მაგრამ მერე დავუფიქრდი და  ჩემი რა მიდიოდა.. მე იქნებ მას ვაწყნარებდი ... ხასიათზე მოსაყვანად სახეში შევხედე... აღარ ტიროდა... სახე მთალდ მშრალი ჰქონდა
- აი! კარგი ბიჭი ხარ! - ლოყებზე ვუჩქმიტე... გონზე მოვიდა და ხელები გამიშვა
-ბოდიში - თქვა ძლივს გასაგონად და მოიკუნტა
-არა ნუ მებოდიშები.... საბოდიშო არაფერია - ლოყაზე ვაკოცე... ისევ წამოწითლდა...მისი ხელი ავიღე და დასერილზე თითს ვუსმევდი... რატო არ ვიცი .. მეგონა სიამოვნებდა... ჯერ კიდევ მოსდიოდა სისხლი მაგრამ ძალიან ცოტა.. ამიტომ  ჩემი გრძელი მაიკა გავხიე და მაჯებთან ახლოს შემოვახვიე... და პატარაზე გავკვანძე... იუნგი ცოტა ხანს წყნარად იჯდა შემდეგი კი წამოდგა- დღეს რა გველოდება? - შეაღო კარი და სახეში ცივი ჰაერი მეტაკა...
- თოვლიიიიი - გავვარდი ოთახიდან... ძალიამ სასიამოვნო იყო თოვლის ხმა ფეხის დაბიჯებისას მანამ სანამ არ ავსრიალდი და თოვლში არ მოვადინე ტყაპანი...
•••••••
იმედია ეს სულელობა მოგწონთ 😏😏
ახალი პიკის თრეილერივით ვიდეო უკვე დავდო??? თუ არა? 😎😎😎😎 აბა გელით 💛💛💛

✔/ სიზმრებში მოგზაური Where stories live. Discover now