დავივიწყებ!!!

1.4K 213 28
                                    

თავი 25
კარებს გასაღები მოვარგე და ძლივს გადავატრიალე... თითები გამითეთრდა..
- შენი დედა- წიხლი ვკარი კარს... დამავიწყდა იუნგი უკან რომ მედგა... გაეცინა
- უკაცრავად დამავიწყდა აქ რომ იყავი 😂 - კარი შევხსენი - შემოდი - ფრთხილად შემოაბიჯა.. მე იქვე კეტები გავიძრე და ჩემს ჩუსტებში შევყავი ფეხები... დავიწყე ფრასტუნი....
- ჩაი გინდა? - მაცივარი გამოვაღე
- არაა - ჩემთვის გამოვიღე და ზევით კიბეებს ავუყევი... უკან მომყვებოდა და ყველაფერს ათვალიერებდა... ჩემი ოთახი შევაღე... დუხის სუნი მეცა... ხო დუხის სუნით ჩემი ოთახი განთქმულია 😂😂😂 სულ კაი სუნი დგას.....
- შემოდი - ვუთხარი... როცა შემოვიდა კარი მივკეტე... და....შიიიიით!!! მაგიდაზე მიმოფენილი ნახატები სადაც იუნგია მიჯღაბნილი... ცალკე ფურცლებზე დაწერილი იუნგის+იონჯუ და ის სურათი მედა ის რომ ვეხუტებით გადიდებული.... მოვავლე ხელი და უჯრაში დავუწყე ჩატენვა...ხმაზე იუნგიმ გამოიხედა
- რას ტენი
- არაფერს - ძლივს შევტენე და დავკეტე
- მანახე - წამოვიდა წინ.. გამოვხსენი და გადიდებული სურათი ამოვიღე და გავუწოდე... გამომართვა და უყურებდა... მანამდე კი დაყრილი ტანსაცმელი მოვკრიფე და კარადაში შევყარე... ის კიდე უყურებდა... და თვალს არ შორებდა
- მეც მქონდა სურათები? - თავი დავუქნიე- აბა სად გაქრა.- დაფიქრდა - შეიძლება ეს წავიღო? - მიყვარდა ეგ სურათი მაგრამ ჯანდაბას ჰა წაიღოს
- კაი წაიღე - ტიჩები გავწელე უცნაურად და როცა მივხვდი რო ოთახი ნორმალურად იყო საწოლზე ავცოცდი და ფეხები გადავაჯვარედინე....მერე იქით მხრიდან დიდი დათუნია გადმოვათრიე და გავუწოდე
- ეს იყო... ეს მაჩუქა იუნგიმ - დახედა...სახეზე გაურკვევლობის მეტი არაფერი ეტყობოდა..
- არ მახსოვს - ხელი გადაუსვა და დამიბრუნა
- კიდე რამე არ გაგახსენდა? - ვკითხე უიმედომ
- არა... დაწყევლოს ღმერთმა არა - ტელეფონი აწკრიალდა - უკაცრავად - თავი დავუქნიე და უპასუხა
- გისმენ
- სად ხარ იუნგი?- იკითხა წვრილმა ხმამ
- საქმეზე ნეი - შევიშმუშნე
- მალე მოხვალ?
- ალბათ არ ვიცი ...
- კარგი გელოდები იუნგ - თქვა და იუნგიმ ტელეფონი ჯიბეში დააბრუნა ... მერე ნახატთან მივიდა
ავტორის POV
სახლის ტელეფონი აწკრიალდა და იონჯუც კარისკენ წავიდა
- ახლავე მოვალ - ჩაუყვა კიბეებს გოგო... იუნგი ნახატს მიაჩერდა... და თითები ჩამოუსვა.. ნიჭიერი გოგო იყო იონჯუ... ძალიან კარგად ხატავდა.... შემდეგ ტელეფონი ამოიღო და ნახატს სურათი გადაუღო.... იონჯუც შემოვიდა ოთახში
იონჯუს POV
ოთახში შევედი და იუნგი მოტრიალდა
- უნდა წავიდე ... ხვალ ისევ გამოგივლი და სადმე წავიდეთ.... იქნებ მეც რამე გამახსენდეს - თქვა და უხმოდ ჩავუყევუთ კიბეებს
- დროებით
- დროებით - კარი დავკეტე და დავუწყე ქუქს ლოდინი... ნახევარ საათში მოვიდნენ გვრიტები
- აბა როგორ ხარ - მკითხა ჯონკუკმა და გაშეშდა... - მოიცა ეს..
- რა იყო ქუქ - ვკითხე გაკვირვებულმა...ტელეფონი აიღო და ჩასადების მხარეს გადმოატრიალა
- ეს ის სურათია ჩვენ რომ ვერ ვხედავდით
- და ახლა??
- ახლა ვხედავ - გაუხარდა მას და ამომხედა
- წამოდი სხვებსაც გაჩვენებ - ავიყვანე და კიდევ ორი სურათი გადმოვულაგე... მხიარულად ატრიალებდა
- აბა დღეს რა მოხდა?
- არაფერი... მითხრა რომ იმედს ვერ მომცემდა... მეორედ ვერ მატკენდა გულს ამიტომ როგორც კი გაიხსენებდა ყველაფერს წავიდოდა ჩემი ცხოვრებიდან
- და შენც დაეთანხმე ხო - გაბრაზდა
- დიახ.. მეც ასე ვფიქრობ- მოვახსენე მშვიდად
- ნეტა თქვენ ორს არ გეკლდეთ რაა - გაბრაზდა და გარეთ გავარდა
- რას ილანძღები ჰა დედაბერივით - ავეკიდე
- რა და მერე რო მოგენატრება და ის წასული იქნება ცუდად უნდა იყო, გახდე, სახლიდან სრ გახვიდე, იტირო და მერე ვეღარ მოგაბრუნებთ ამ ქვეყნად... თქვენ ორმა არ იცით სიყვარულისთვის ბრძოლა - კი ვეტყოდი შენ ხო იცი რააა ს მარა იცის რა ვუყო... 8 წელია ნიმონი უყვარს და მიდი შეედავე
-ოოო... ვეცდები დავივიწყო
- ვერ დაივიწყებ - შემედავა
- დავივიწყებ - ვის ვატყუებდი ნეტა 
- ვერა
- შემეშვი... ხისთავიანო - ავვარდი და ჩავიკეტე .... მერე იუნგის დათუნიას მივეკარი და დამეძინა
იუნგის POV
სახლში რომ მივედი ჟაკეტის ქვეშიდან იონჯუს დღიური გამოვაძვრინე და საწოლზე დავახეთქე... კარი გასაღებით დავკეტე ამიტომ მშვიდად დავჯექი საწოლზე და გადავშალე
- ეს არასწორია... უზრდელობაა მაგრამ თვითონ არაფერს მეუბნება - ველაპარაკებოდი  ჩემს თავს.. შემდეგ პირველი გვერდი გადავშალე და კითხვა დავიწყე
 " გამარჯობა დღიური მე იონჯუ ვარ, 10 წლის.. ამ დღიურში მხოლოდ მნიშვნელოვან რამეებს დავწერ... იმედია გათხოვებამდე მეყოფა" - გამეცინა - " დღეს ერთმა ბიჭმა მომიშალა ნერვები... ორი თვეა უკან დამყვება და დღეს მომადგა მიყვარხარო.... კი ვუთხარი მე შენზე ძაან ჩაი მიყვარსთო მაგრამ ჩამეხუტა.... და გავბრაზდი და ფეხებშუა ამოვკარი... წინა კვირას ვნახე კინოში 😂😂😂😂 მერე ქაჯი დამიძახა და თავში ჩავარტყი ხელი..და მერე გამოვიქეცი... მე ეგ ბიჭი საერთოდ არ მომწონს... და არ ვაპირებ ჩაიზემეტად მიყვარდეს რამე ან ვინმე... "  - პირველი წერილი მორჩა და გაფერადებული გვერდიდან მეორეზე გადავშალე.... საკმაოდ სქელი დღიური იყო... ამიტომ დიდხანს მომიწევდა კითხვა...შემდეგ გვერდზე პლასტელინის კაცი იყო დამაგრებული... შავ თმიანი ოღონდ ქერად შეღებილი... ლურჯი ჯინსი და შავი მაიკა.... ნაწერს ჩავუყევი
" დღიურო... ეს ბიჭი დამესიზმრა გუშინ... ძალიან საყვარელი იყო... ლამაზი თმა ქონდა... ჩემზე ორი წლით დიდი იყო მაგრამ სახელი დამავიწყდა.... ვითომ ჩემ გვერდითკლასში სწავლობდა... მას იმედია ოდესმე კიდევ ვნახავ სიზმარში " - ამოვიხედე..
- მოიცა - გადავშალე და პლასტელინის კაცს დავაკვირდი.... ასე თმა მე მაქვს ახლა.... მაგრამ...  ასე ადრე დავესიზმრე იონჯუს?? გადავწყვიტე გამეგრძელებინა კითხვა
" იონჯუ , 14 წლის
დიდი ხანია მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა... ისევ ის ბიჭი ფეხი რომ ამოვცხე ამეკიდა გუშინ.... მეთქი კიდე ხოარ გინდა თქოდა შეეშინდა....არ მიყვარს და რა გავუკეთო.... ჩემი ქმარი ამისნაირი უხეში არ უნდა იყოს... თან ეს შავია და მე თეთრი ბიჭები მომწონს "
- ჰაჰ - ისევ გამეცინა... მე ხომ თეთრი ვარ... - ღმერთო იონჯუ რამდენი გიწერია... იქამდე რა ჩავა...არადა ესენიც მაინტერესებს... ის მიცნობს.. მე კი მისი სახელი ვიცი მხოლოდ..შემდეგ წერილზე გადავშალე...და დაწყებას ვკითხობდი... ზოგ პატარა ნაწერს გადავახტი რომ დღევანდლობამდე მომეღწია
" იონჯუ, 15 წლის
ქუქმა იხუმრა რომ იმ ბიჭს უნდა გამაყოლოს ცოლად ვინც ამდენი წელია მაწვალებს... მეც შემთხხვევით გამეკრა ხელი და საჭმელი გადამესხა მის ტანზე... იქნებ პრესები მოებრაწოს ცოტა ცხელი საჭმლით არაუშავს.... ახლაკი ხმას აღარ მცემს...." - ღმერთო რა საშიში გოგოა - ვთქვი ხმამაღლა და გადავშალე ფურცელი რომ წერილი წამეკითხა და კარგზე კაკუნი გავიგე
- იუნგიიი - სასწრაფოდ დავხურე ბლოკნოტი და უჯრაში დავუწყე მოთავსება... ვაჯახუნებდი რომ  ჩატეულიყო... შემდეგ გასაღებით ჩავკეტე უჯრა და კარი გავაღე
- იუნგი.... რას აჯახუნები - მკითხა ნეიმ და ოთახში შემოვიდა
- არაფერს... უჯრას ვალაგებდი - მოვატყუე და ისევ სერიოზული სახე დავიჭირე 
•••••••
აბა 😊😊😊😊😊😍😍😍😍😍მოგვიან დება ამ ბოლოს სორით 💛💛💛💛

✔/ სიზმრებში მოგზაური Where stories live. Discover now