🍃🌼19🌼🍃

801 66 1
                                    

იმ დღის შემდეგ ყოველდღე ვწერდით ერთმანეთს, სიგიჟემდე მენატრებოდა მისი სრულყოფილი თითები, ლამაზი თვალები და ოთკუთხედი ღიმილი. ყოველდღე ვალაპარაკობდით ძილის წინ. საათობით ვლაპარაკობდით, თან ვჩურჩულებდით რომ არავის გაეგო. ჯუნიორმა იცოდა მაგრამ თითქოს მაინც ვუმალავდი. საჭმლის ჭამა აღარ მინდოდა , სულ ტელეფონი მეჭირა, თემაც როგორღაც შეამჩნია ჩემი წონაში დაკლება და მეჩხუბა. მითხრა რომ თუ საჭმელს არ შევჭამდი აღარ დამირეკავდა. რამდენიმე თვე ასე გავატარეთ და უკვე ხალხშიც ჩაცხრა ჩემი და თეს ამბავი. 5 თვე საკმარისი დროა იმისთვის რომ ესეთი რამ დაგავიწყდეს. მაგრამ მე და თეს არ დაგვვიწყებია ერთმანეთი. დღითიდღე უფრო მიყვარდებოდა და მენატრებოდა. და აი დადგა ის სანატრელი დღეც როცა კორეაში უნდა დავბრუნებულიყავი.თვითმფრინავში ჩავჯექით და ისეთი აღელვებული ვიყავი მთელი გზა არ დამეძინა. თესთვის არ მითქვამს ქუქის შევუთანხმდი და მითხრა სადაც იქნებოდა. მინდა გავაკვირვო და სიურპრიზი დავახვედრო.
ჯუნიორმა სახლში მომიყვანა და დამემშვიდობა. მასთან კარგი დრო გავატარე, ეს ხუთი თვე მის გარეშე გამიჭირდებოდა მამხნევებდა როცა თეს მონატრება შემომიტევდა. სახლში შევედი და ბიჭები დამხვდნენ ყველა თეს და ჯიმინის გარდა. ისინი როგორც დაგეგმილი იყო მენეჯერმა დაიბარა და დაიტოვა.
-აჰჰჰ როგორ მოგვენატრეე სუზიი.
-მეც მომენატრეეთ.. ჩემ გარეშე მოიწყინეთ ხო?
-ჰოო აბაა, ჯინის გაკეთებულ საჭმელს ვჭამდით.(ქუქი)
-აწი აღარ გაგიკეთებთ უმადურები.(ჯინი)
ყველაგადამეხვია და მერე ოთახში ავედი. როგორც დავგეგმე იქ ჩემი საწოლი დააბრუნეს. უცებ ტელეფონის ხმა გავიგე და დავხედე თე იყო.
თე: რას აკეთებ?
სუზი: მოწყენილი ვარ სახლში შენ?
თე: მე მენეჯერმა დამიბარა და ახლა გამოვედი, მარტო ხარ რო დაგირეკო?
სუზი: არა პატარავ, საღამოს ვილაპარაკოთ.
თე: აგჰ კარგი ხო. ჭამე?
სუზი: ჰო ვჭამე, ახლა სად ხარ?
თე: სახლის წინ მანქანიდან გადმოვდივარ, შენ?
სუზი: მალე გაიგებ სადაც ვარ.
დავწერე და არ გავბგზავმე, აი ის დღე იყო რომელსაც ამდენი ხანი ველოდი, ის წამი როცა ის შემოვიდოდა და მე მას მთელი ძალით ჩავეხუტებოდი, გული ძალიან სწრაფად მიცემდა, შუგას საიდუმლო კაკუნი გავიგე რაციმას მიანიშნებდა რომ თე კიბეზე ამოდიოდა, სააბაზანოში შევვარდი და დავიმალე.
პირსახოცი შემოვიხვიე ვითომ შიშველი ვიყავი, ვიცოდი რომ პირველი საბანაოდ შემოვიდოდა. რამდენიმე წუთი დაველოდე და აი შემოაღო კარი. რაც შემეძლო ხმამაღლა დავიკივლე რომ შემეშინებინა
-აააააააააააა.
•••••••••••
-ააააააააა-ვიღაცამ დაიყვირა.
-აა, მაპატიეთ არ მინდოდა უკაცრავად.-კარი სასწრაფოდ დავკეტე და შემოვტრიალდი.. მაგრამ მოიცა, ჩემ სააბაზანოში რა უნდა ვიღაცას.. ისევ უკან გავბრუნდი და კარი გავაღე და დავინახე ის. მეგონა მეჩვენებოდა მაგრამ სიცილისგან ჩაკეცილი იჯდა სააბაზანოს იატაკზე და პირსახოცზე ხელი გაშვებული ქონდა. თვალები მოვისრისე მეგონა მჩვენებოდა.
-მე ვარ პატარავ.-სიცილით მითხრა და წამოდგა. გადამეხვია, მე ისევ დებილივით ვიდექი და რომ გავიაზრე რომ ახლა სუზი მეხუტებოდა რომელსაც 5 თვეა ვნატრობდი.. გული ლამის გამისკდა.
-სუზიი, მარტლა შენ ხარ?-გაკვირვებულმა ვიკითხე და მკლავები უფრო მჭიდროდ მოვხვიე.
-მე ვარ ჰო, შენი სუნი როგორ მომნატრებიაა.-მითხრა ტირილით.
  კარგახანს ასე ვიდექით სანამ ბიჭების სიცილი არ გავიგონე და მივხვდი რომ ოთახში იყვნენ. სუზის შერცხვა და თავი ჩემ მკლავებში ჩამალა.
-საყვარლები ხართ.-თქვა შუგამ.-მაგრამ ხომ იცით რომ ერთად ვერ იქნებით. ჯერჯერობით მაინც.
-ახლა სახლში არიან დააცადე რა.(ჰობი)
-მე კი დავაცდი მაგრამ..
-მოკეტე(მონი)
-აჰჰ კარგი ჰო. თქვენ მხარეს ვარ მეც მინდა რომ ერთად იყოთ.
-მადლობა შუგა ვიცით.
-სუზი აქ დარჩენა შეგიძლია მაგრამ არავინ უნდა იცოდეს არც მეგობრებმა რომ სეულში ხარ.
-მხოლოდ ჯუნიორმა იცის მშობლებისგვისაც არ მითქვამს.
-ჰო ჯუნი არაფერს იტყვის.
-ეხა დაგტოვებთ ბევრი სალაპარაკო გექნებათ.
  ბიჭები გავიდნენ და მე და სუზი მარტონი დავრჩით ოთხში. ბიჭებმა რა იცოდნენ რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მე და სუზი ისედაც ვლაპარაკობდით. ნელა წავიწიე მისი ტუჩებისკენ და ნაზად შევეხე. ტანში ჟრუანტელმა დაუარა და გამეღიმა. მივხვდი რომ ეს ჟრუანტელიმე გამოვიწვიე.

•The WeIrd LovEr• (დასრულებული)Where stories live. Discover now