თავი 10

1.7K 121 38
                                    

- რომელმა აიღო? რომელმა აიღო ჩემი ფული? თქვით, თორემ სამივეს დაგხოცავთ.
- რომელმა აიღო?- კიბეებიდან სანდრამ გვიყვირა და ისევ ოთახში შევარდა. გიჟივით უელავთ თვალები.
- მე არ ამიღია.- თქვა მეგანმა.
- სად იყო შენახული?- იკითხა ჯეისონმა.
- თქვე ნაბიჭვრებო! მთვრალმა შევინახე და თქვენ მომპარეთ. მოგკლავთ! ახლავე თქვით!
- მე არ ამიღია.- თქვა ჯეისონმა.
- შენ აიღე ხო? შენ აიღებდი.- მიყვირის და სახეზე მისი ნერწყვი მეცემა.
- არ... არა.- ძლივს ამოვთქვი.
- კი შენ იყავი.- ლოყაზე ხელს მარტყამს, კანი ამეწვა და ამიწითლდა.- შენს გარდა, სხვა არავინ აიღებდა.- ისევ დამარტყა და ტუჩთან სისხლის გემო ვიგრძენი. თვალებში ცრემლი მომაწვა. სადაცაა გავსკდები. - შე ბოზო, სულ როგორ უნდა მიქმნიდე პრობლემებს?- თმაში ხელი წამავლო და კედელზე მიმარტყმევინა. ტკივილი მთელს სხეულში მივლის.
- ვიპოვე! აქაა საყვარელო, აქაა.- ყვირის სანდრა. - მატრასშია შენახული.
- კიდევ კარგი!- ყვირის გახარებული რობერტი და ზემოთ მირბის.- შენ მანდ იყავი, რომ ჩამოვალ მოგხედავ.- მომაძახა. ჯანდაბა რა დავუშავე?
ჯეისონი ხელს მკიდებს და გარეთ მაგდებს.
- აქედან წადი და ღამით მოდი. ან ლინთან დარჩი. - გზის მეორე მხარეს იხედება და ვიღაცას აშტერდება.- მასთან მიდი.- მეუბნება მკაცრად, თავის მანქანაში ჯდება და მიდის.
რამდენიმე წუთი სახლის წინ აკანკალებული ვდგავარ და ვერ ვინძრევი. საბოლოოდ კი ის პიროვნებაც მამჩნევს, ვისაც ჯეისონი უყურებდა.
- ნენსი?- მესმის ზეინის ხმა.- კარგად ხარ?
ჯანდაბა! ჯანდაბა! ახლა ყველაზე ნაკლებად ზეინის ნახვა მინდა. ნაცემი და შერცხვენილი ვდგავარ მის წინ. ტუჩიდან სისხლი მომდის და დარტყმისგან აწითლებული კანი, ახლა უფრო ამიწითლდა. მინდა ლინთან წაყვანა ვთხოვო, მაგრამ ის ჰარისთანაა პაემანზე. ამ დღეს დიდი ხანი ელოდნენ.
- შეგიძლია...- არ ვიცი რა ვუთხრა.
- რა? რა შემიძლია? - მთელ სხეულს მითვალიერებს და გაოგნებილია.
- აქედან წამიყვანე.
- წამოდი. - მითხრა დაბნეულმა და ხელი მომკიდა. ამ შეხებაზე სხეულში სითბო მეღვრება, მაგრამ მესმის ჩემს უკან კარის გაღების ხმა და მთლიანად ვიძაბები, თითქოს სისხლი გამეყინა. უკან ვიხედები და სანდრას ზიზღით სავსე სახეს ვხედავ. ზეინს თავიდან ბოლომდე ათვალიერებს.
- ნენსი, სახლში შემოდი.- ამბობს და მე მთელი ძალით ვუჭერ ზეინს ხელს.
- ვფიქრობ, მე და ნენსიმ უნდა გავისეირნოთ.- ამბობს ზეინი და სასწრაფოდ მისი მანქანისკენ მივყავარ.
- ასე ვინ მოგექცა?- მკითხა მოგუდული ხმით, როცა მანქანაში ჩავსხედით.
- არ მინდა ამაზე საუბარი.
- შეგიძლია მენდო.
- მაგრამ ვერ გენდობი.
ეს, რომ ვთქვი მან მაშინვე გამომხედა. თვალში რაღაც გაუკრთა. იმედგაცრუება? არამგონია.
- ჩემთან წაგიყვან და იქ მოწესრიგდი. შემდეგ კი ვისაუბრებთ.- არაფერს ვპასუხობ.
მის სახლში, რომ შევდივარ ცოტათი ვმშვიდდები. მატყუარა, სახლში ყველაფერი მოწესრიგებული აქვს. ირგვლივ ყველაფერი შავ და ნაცრისფერ ფერებშია. ზეინი უჩინარდება და რამდენიმე წამში ისევ ჩემთან ჩნდება.
- აიღე.- ნივთებს მაწვდის.- შეგიძლია ჩემი აბაზანით ისარგებლო. - თავს ვუქნევ და აბაზანაში შევდივარ.
სარკეში საკუთარ თავს ვუყურებ და გული მეკუმშება. სახე ოდნავ ჩალურჯებული მაქვს, ტუჩი კი გახეთქილი. შხაპის ქვეშ ვდგები და ვცდილობ ის სიბინძურე ჩამოვიბანო, რომლითაც რობმა დამსვარა. კანს გამალებით ვიხეხ, სადაცაა გავტყავდები. წყალს ვკეტავ და პირსახოცს ვიხვევ. გამშრალების შემდეგ ზეინის მოცემულ ნივთებს ვიღებ. მეხუმრებით? მისი საცვალი უნდა ჩავიცვა? მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. მისი გრძელ მკლავიანი მაისური და სპორტული შარვალიც ჩავიცვი.
- გიხდება.- მეუბნება მას შემდეგ რაც მასთან გავდივარ.- ამაღამ აქ დარჩი, კარგი?
- სხვაგან ვერც წავალ.- მხრებს ვიჩეჩ.
- აქ მოდი.- მდინავზე ზის და მეც მისგან მოშორებით ვჯდები. ვიცი რაზეც უნდა საუბარი.
- ასე ვინ მოგექცა?
- არავინ.
- ოჰ, ნენსი.- ამბობს და წამში ჩემს გვერდით ჩნდება. - უბრალოდ მითხარი და ვინც არ უნდა იყოს, დამიჯერე გაჩენის დღეს ვაწყევლინებ.
- ზეინ, გთხოვ.- სადაცაა ვიტირებ.
- ნენსი, ხომ ხვდები, რომ ძალიან მომწონხარ?- ხელს ნიკაპის ქვეშ მიდებს, თავს მაწევინებს და მზრუნველი თვალებით მიმზერს.- არ მინდა ვინმემ ტკივილი მოგაყენოს, გესმის? მითუმეტეს რაც გუშინ გავიგონე... მამაშენისგან.- ამბობს უხერხულად.- თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ... დაველაპარაკო.- ისეთი ტონით ამბობს ლაპარაკს ნამდვილად არ გულისხმობდა.
- არ შემიძლია ამაზე საუბარი. ახლა არა.- ვამბობ ისტერიკული ხმით.
ისედაც შერცხვენილმა ჩემს ბინძურ ცხოვრებაზე ბოლომდე, როგორ ვუამბო? თავად მეზიზღება საკუთარი თავი და მასაც რომ შევზიზღდე? როგორ ვუთხრა, რომ ყველაფერთან ერთად მამაჩემი ჩემი ცემითაც ერთობდა.
- ჰეი, დამშვიდდი.- მეუბნება და მიხუტებს. ხელს წელზე მხვევს, მეორე ხელით კი ტუჩზე მეფერება.- ეს... ეს იმ ბიჭმა გაგიკეთა? სკოლიდან რომ წაგიყვანა.
- არა, ჯეისონი არაფერ შუაშია. შეიძლება ითქვას მან ეპიცენტრს მომაშორა. - ვამბობ სუსტი ღიმილით, რაზეც ზეინი იბნევა.
- არავის აქვს უფლება ასე შეგეხოს, ან საერთოდ შეგეხოს. პირველად დაგინახე, თუ არა ჩემი გახდი. მხოლოდ ჩემი.- ამის გაგონებაზე მუცელში მწველ სითბოს ვგრძნობს.- რაც არ უნდა იყოს, ჩემი იმედი გქონდეს.- ისევ თვალებში მიყურებს.- მე შენ ძალიან...- უცებ ხმა უწყდება და თვალები უფართოვდება.- მომწონხარ.- ამატებს ჩუმად.
უკვე მეორედ მითხრა ეს და სხეულში ერთიანი ჟრუანტელი მივლის. ნეტავ თავად თუ ხვდება, როგორც მიზიდავს?
- ჰეი, მშია. გინდა რამე მოგიმზადო? - თემას ვცვლი, რადგან ატმოსფერო მთლანად მწვავდა.
- ოჰოო.- თვალები აუციმციმდა.- არ მინდა შენი სხეული სამზარეულოში უარესად დაზიანდეს, რადგან ვაპირებ ჩემი ცხოვრების გარკვეულ მანძილზე მისგან დიდი სიამოვნება მივიღო.
- ნერვებს მიშლი.- ვამბობ და სამზარეულოში მივდივარ. ისიც უკან მომყვება.
- რა მოგიმზადო?- ხელში დანას იღებს, ცოტა საშიში ჩანს.
- უბრალოდ ტოსტი. მეც დაგეხმარები.
- არა. შენ...- ხელში ავყავარ და მაგიდაზე მსვამს.- აქ იჯდები.- ჯანდაბა, როგორი საყვარელია. ყველაფრის ტკივილს მავიწყებს.
ღიმილით ვადევნებ თვალს საჭმლის მომზადებად. მინდა ზეინს ჩავეხუტო. ოჰ, ისეთი საყვარელია. როცა ვჭამეთ ისევ მისაღებში გავედით.
- იციი, მე სახლში ყველა არ მომყავს. - მითხრა და მდინავზე დაჯდა.
- ასეთი პატივი მერგო?- მეც გვერდით მივუჯექი.
- ჰო. ჩემთან მხოლოდ ჩვენი ბიჭები მოდიან. არ მიყვარს, როცა მაწუხებენ. ყველას სჭირდება თავის პირადი სივრცე. მაგრამ აი შენ შეგიძლია მაშინ მოხვიდე, როცა დაგჭირდება. - ამბობს, თან ხელს მკიდებს და კალთაში მისვამს. ჭარხალივით ვწითლდები, არადა გუშინ ამაზე შორსაც წავედით.
- ზეინ, რას აკეთებ?
- ვცდილობ ახლოს მყავდე.- თავი ჩემს კისერში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა.
- შეიძლება დავიძინო?- ვამბობ ჩუმად.
- რათქმაუნდა.- მეუბნება, მაგრამ ამ დროს კისერში მკოცნის. მისი ენა მეხება და სველ კოცნებს მიტოვებს. სიამოვნებისგან სუნთქვა მეკვრის და თვალებს ვხუჭავ. უეცრად კისერში ჩემი კანის მოწოვას იწყებს და მალევე მშორდება. ვიცი ჩამილურჯდება.
- ასე ჯობია.- ამბობს და ფეხზე ვდგებით.
მის საძიბებელში შევყავარ. მთელ ოთახში მისი სუნამოს და ჰმ... ხის სუნია, რაც ძალიან მამშვიდებს. მაგრამ შემდეგ რაღაცას ვიაზრებ და ზეინს ვუბრუნდები.
- შენ სად წვები?
- აქ.
- შენთან არ დავიძინებ.
- მისაღებში გაგიშალო?
- შენ დაწექი იქ. - თვალები გადავატრიალე.
- კარგი რაა. რამდენიმე წუთის წინ ლამის გაკოცე და ახლა ჩემთან დაძინებაზე უარს ამბობ?
მიხარია, რომ გუშინდელზე საუბარს არ იწყებს, თუმცა მისი მზერა აშკარად მახვედრებს რასაც ფიქრობს.
- იცოდე, თუ ჩემთან დაწვები არ შემეხები.
- კარგი.- ამბობს დამცინავად.
მატყუარა. ორივე ვიტყუებით.
შარვალს ვიხდი და ლოგინის ერთ მხარეს ვწვები. ზეინიც იხდის, რაზეც სუნთქვა მეკვრის და რამდენიმე წამიანი ხველება მიტყდება.
- თუ გინდა ჩაგეხუტები.- ამბობს რამდენიმე წუთის შემდეგ.
- არ მინდა.- ვეუბნები, მაგრამ მისკენ ვიწევი და ვეხუტები.
- ნუ თუ არ გინდა...- ეცინება და ხელებს მხვევს.
- ჩვენ მეგობრები ვართ. თითქოს მეგობართან ვარ ღამის გასათევად. - ვბუტბუტობ.
- წუხელ განსაკუთრებული მეგობრული დამოკიდებულება გამოვამჟღავნეთ.
- ზეინ...- თავს მის კისერში ვრგავ. დარწმუნებული ვარ ჩემი სახის სიმხურვალეს გრძნობს.
- შენ ისეთი სუსტი ხარ.- ამბობს ჩუმად.- არ მესმის ვის შეეძლო ასე მოგქცეოდა. ნენსი, ასეთი რამ კიდევ განმეორდება?- ხმას ასერიოზულებს.
- არამგონია შენთან ისევ დავწვე.
- მე შენს მდგომარეობას ვგულისხმობ, თორემ ჩემთან ისევ რომ დავწები ეგ თავისთავად ცხადია.- ვიცი, რომ თვალები გადაატრიალა.
- არა, აღარავინ მცემს.- ვატყუებ ურცხვად. არამგონია სხვა დროს რობმა , ასეთ შესამჩნევ ადგილზე დამარტყას. - და არც შენთან დავწვები.
- ტლიკინს მორჩი და დაიძინე.
- ნეტავ ლინი და ჰარი რას აკეთებენ?
- ნახევრად შიშველი, ჩემს მაისურში გამოწყობილი, გვერდით მიწევხარ და გინდა იმაზე დავფიქრდე, რას უკეთებს ჰარი ლინს, ან ლინი ჰარის? გაჩუმდი, თორემ თავს ვერც მე შევიკავებ.
- ოო, ღმერთო. დაიძინე.- ვამბობ ოხვრით.
- და ეგეთ ხმასაც ნუ გამოცემ.
- ზეინ მალიკ! ახლავე დაიძინე.- გულში უფრო მაგრად მიკრავს და სიზმრების სამყაროში გადავდივართ.

🦋🦋

მეეც კი მინდა ზეინის ჩახუტებაა😭😭😭😭😭 იმედია მოგეწონაათ 😭😭😭❤️ დაავოუთეთ და დააკომენტარეთ რამეე😭😭😭❤️ დეპრესია დამეწყოო😭❤️❤️

შეგიძლიათ წაიკითხოთ, ჩემი მეგობრის ფიკი ,, თვალებს მიღმა" ❤️❤️აი იმის დაწერილია ვინც ლინად ავღწერე 😎❤️❤️

ჰოო დაა მიყვაარხაართ 😭😭❤️❤️❤️

დაუვიწყარიWhere stories live. Discover now