თავი 24

1.5K 104 80
                                    

- ზეინ? აქ რას აკეთებ?- ვეკითხები გაკვირვებული.
- მე კი არა თქვენ რას აკეთებთ აქ? რა გაგაფრთხილეთ? დაუდევრები ხართ.- გაბრაზებული ჩანს.
- სესილის ხასიათზე მოყვანა მინდოდა.
- გეთქვა და წამოგყვებოდით. მარტოები ნუ დადიხართ.
- გოგოებს შოპინგზე წამოგვყვებოდი? სერიოზულად? - ვეკითხები დამცინავად.
- მგონი გუშინდელი დაგავიწყდა.- ამბობს ზეინი და მესმის, როგორ ოხრავს სესილი.
- ახლა დღეა და არც ის ტიპია აქ.
- ვერაფერს ხვდები, ნენსი.
- ხოდა ამიხსენი! ვინაა ადამი?
- აქედან მივდივართ. შენთან მაგ თემაზე საუბარს არ ვაპირებ.
- არ ვაპირებ წამოგყვე! აქ ვრჩებით ნამცხვარი უნდა ვჭამოთ.- გაბრაზებული ერთ ლუკმას ვიდებ პირში.
ზეინი ერთ ხანს მიყურებს, შემდეგ კი თავისთვისაც მიდის ნამცხვრის ასაღებად.
- კარგი წყვილი ხართ.- მეუბნება სესილი, როცა ზეინი დგება.
- ჩვენ წყვილი არ ვართ.- ვამბობ და ოდნავ ვწითლდები. სესილი კი იცინის და თავს აქნევს.
- ვჭამთ და მივდივართ. - ზეინი ისევ ჩვენთან ჯდება. - მაგრამ არაფრის მოყოლას არ ვაპირებ.- მეუბნება, როცა პირს ვაღებ რაღაცის სათქმელად.
- მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ შოკოლადის ნამცხვარი კარგი არჩევანია.- ვატყუებ ურცხავად და თვალს ვუკრავ.
- ცუდი სიტუაციებიდან მარტივად ძვრები.- ისიც თვალს მიკრავს, მაგრამ არ მიღიმის.
       ჭამის დავამთავრების შემდეგ მე და სესილმა ჩვენი ნაყიდები ზეინს ავკიდეთ და გასასვლელისკენ წავედით, ის კი დაბღვერილი წამოგვყვა უკან. ნივთები საბარგულში შევინახეთ და მანქანაში ჩავსხედით.
- სახლში მიდიხარ თუ ბუნაგში?- მკითხა ზეინმა.
- სახლში.- თავი ორ სავარძელ შორის გავყავი და ისე ვუპასუხე.
- ჰარი ბუნაგშია.
- მერე რა? დარწმუნებული ვარ ისევ სხვისი წასაყვანი გავხდები.- თავს ისევ წინ ვყოფ და ისე ვპასუხობ.
- ნენსი, ხმა უკნიდანაც ჩვეულებრივად ისმის და თუ ასე გინდოდა წინ ყოფნა აქ დამჯდარიყავი.
- აქაც მშვენივრად ვარ.- უკან ვიხევ და სავარძელს ვეყუდები.
       სახლთან, რომ მივდივარ სესილს ვემშვიდობები, ზეინს კი ვეუბნები, რომ ლოლა
მომიკითხოს. დამაიმედა აუცილებლად გადავცემო. სახლში შევედი და ზეინის მანქანაც დაიძრა. ოთახში შესვლისას ზეინის გაფრთხილება მახსენდება. ფრთხილად იყავიო და კარს კარგად ვკეტავ. ვიბან, შემდეგ კი ჩემს რბილ და ფუმფულა ლოგინში ვხტები. დაღლილი ვარ, მაგრამ ცოტას მაინც ვკითხულობ და ვიძინებ. ღამით ძლიერი ქარისა და წვიმის ხმა მაღვიძებს. ასეთი ამინდები მიყვარს, მაგრამ ცოტათი მაშინებს. წარმოვიდგენ, რომ ჩემს ლოგინში ზეინი წევს და უკნიდან მეხუტება. ამაზე ფიქრი მამშვიდებს და ისევ ვიძინებ.
დილით ისევ ჰარის ყვირილი მაღვიძებს.
- ეს უკვე მომაბეზრებელია, ჰარი. კვირა დილით რა ნამუსით მაღვიძებ? - ვუყვირი, თან ვდგები და კარებს ვუღებ.
- დილით? სამი საათია! სამეცადინო გვაქვს. - ჰარი ოთახში მეჭრება.- ის, სირი, ლექტორი კიდევ ჩვენზეა გადაკიდებული. უნდა გამოგვიჭიროს და კარგად გაგვლანძღოს.
- ვჭამ და ვიმეცადინოთ.
- პიცა შევუკვეთე და მოგვიტანენ.
მთელ კვირა დღეს და საეროდ მთელ კვირას მე და ჰარი წიგნებიდან თავს ვერ ვიღებთ. უნივერსიტეტსა და სახლს ვერ ვცდებით. პარასკევს კი ზედმეტი ცოდნისგან თავ ატკივებულები ბუნაგის კარზე ვაკაკუნებთ.
- შემოდით.- ენერგიულად გვეუბნება ჰეილი და სახლში შევდივართ.
ყველა აქაა. პირველი რათქმაუნდა ჩემი მრავალჯერადი სიკვდილის მიზეზს, ზეინს ვამჩნევ. ლიამთან და ჯეისონთან ერთად კიბეებზე ჩამოდის და რაღაცაზე გაცხარებული კამათობენ. როცა ოთახში ხალხს ამჩნევენ სასწრაფოდ იშლებიან. ჯეისონი სესილისკენ მიდის. ლიამი ჰარისკენ, ზეინი კი ლოლას ხვევს ხელს. ამ სცენას, რომ ვხედავ სამზარეულოში შევდივარ. აქ მხოლოდ ლინია მაგიდაზე წამოსკუპული.
- გამარჯობა.
- ნერვები გეშლება, არა?- პირდაპირ მეკითხება.
- რაზე?
- ლოლაზე.
- არა. რატომ?
- ისე იქცევი თითქოს არ გიცნობდე.
- არა, ლინ. შენ იქცევი ისე თითქოს არ გიცნობდე. წესიერად არც კი მელაპარაკე. არაფრის ახსნის საშუალება არ მომეცი.
- რაა ასახსნელია? შენ და ჰარი უბრალოდ ადექით და წახვედით. ორივემ გული გამიტეხეთ.- ლინმა ნაღვლიანად დახედა თავის ფეხებს.
- არ მინდოდა შენ რამე გწყენოდა, მაგრამ რაც გაიგე, რომ მე ჰარის ვიცნობდი შენთვითონ მიმატოვე. ცდილობდი თავი ჩემგან შორს დაგეჭირა და ამით დაგესაჯე.
- მე არასდროს დამიტოვებიხარ.- ლინმა წამწამების ფახურით ამომხედა.- ჰო, შენგან თავს შორს ვიჭერდი, მაგრამ იმ დღეს საიდან გაიგო ზეინმა შენი მისამართი სკოლაში, რომ მოეყვანე? ან...
- ღმერთო ჩემო!- ვაჩერებ.- შენ... შენ ყოველთვის ზეინს ესაუბრებოდი. ანუ... ჩემზე საუბრობდით?
-ჰო.- ნაღვლიანად მითხრა ლინმა.- ვთხოვდი შენზე ეზრუნა, მასაც და ნაილისაც.
- ნაილი დიდად არ იკლავდა თავს.- გაბრაზებულმა ხელები გულზე დავიკრიფე. - ზეინს არ იცნობდი და ჩემზე ზრუნვა რატომ სთხოვე?
- ჩემთვის იმ დროს ყველა უცნობი იყო. ამიტომ ყველაზე სანდოს, ზეინს ვთხოვე, რადგან მასში რაღაც მომწონდა. მომწონდა, როგორ გიყურებდა, ან ბრაზდებოდა, როცა ლიამი გეხუტებოდა.
- ვერ ვამჩნევდი.
- მატყუარავ!- ჩაიცინა ლინმა.
- გამიღიმე?
- არაა.- სახე დაასერიოზულა, მაგრამ ტუჩს დაუწყო კბენა ღიმილის დასამალად.
- აჰჰ! ნამდვილად გამიღიმეე!
- რას ყვირიხართ? - სამზარეულოში ჰარი შემოიჭრა.
- არ გინდათ, ჩვენ სამმა ვისაუბროთ?- იმედიანად ვთქვი.
- რაზე ვისაუბროთ.- დაიბნა ლინი.
- ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ზ ე!
- სად?- იკითხა ჰარიმ.
- იცით, ამ სახლში ჩემი საყვარელი ადგილი სახურავია.- ღიმილით ამბობს ლინი.
- ხოდა გაგვიძეხი.- ეუბნება ჰარი, წელზე ხელს ხვევს და ძირს სვამს.
       ლინი გაოგნებული, მაგრამ ამავე დროს ნასიამოვნებიცაა. ლინს სხვენზე ავყავართ, სხვენიდან კი სახურავზე. კომფორტულად ვჯდებით. შუაში ჰარის ვისვამთ, აქეთ-იქით კი მე და ლინი ვეკვრით გასათბობად.
- იმ დღეს, რომ წახვედით, მე და ზეინის გულები გაგვიტეხეთ. მთელი დღე ვტიროდი, ზეინი კი მამშვიდებდა, თუმცა თვითონ სულ დალეწა ყველაფერი. თქვენს შესახებ არაფერი ვიცოდით. ზეინს მართლა უყვარდი.
- ვუყვარდი? ახლა?
- არ ვიცი. თქვენზე საუბარს უკვე დიდი ხანია თავს ვარიდებთ.
- მმ... კარგია.
- ლინ?
-გისმენ, ჰარი.
- ის... რობი სადაა?
ამ სახელის გაგონებაზე ტანში გამცრა. მისი სახელი ბოლოს მაშინ გავიგე, როცა პოლიციამ დამიბარა ჩვენების მისაცემად, მაგრამ არ მივედი და ქვეყნიდან წავედი.
- ის დააკავეს. ჯერ ისევ ციხეშია. ბიჭებიც დაკავებულები იყვნენ მის გამო.
- რა?- მე და ჰარიმ ერთდროულად წამოვიძახეთ.
- არ იცოდით? რობის ცემის გამო ლიამი, ჯეისონი და ზეინი 3 დღით წინასწარი დაკავების იზალატორში იყვნენ. მერე იქ ჩხუბი მოუვიდათ ვიღაცებთან და ერთი კვირა ყოველ დილით ქუჩას ალაგებდნენ.
- ღმერთო, მათი ნახვა ერთი სიამოვნება იქნებოდა, დალაგების დროს.
- ფოტოები მაქვს და განახებ.- თავი მის კისერში ჩარგო ლინმა.
- თქვენ აღარ შერიგდებით?- ვკითხე ამრეზით.
- ჰარის სამაგიერო უკვე გადავუხადე, ახლა თანახმა ვარ პაემანზე წავყვე.
- მართლა? რა მაგარია!- ჰარი ლინისკენ მიბრუნდა და მთელი ძალით ჩაეხუტა.
- ხელს ხომ არ გიშლით?- მუჯლუგუნი გავკარი ჰარის.
- კი! შეგიძლია წახვიდე.- მომიბრუნდა ჩემი ძმა.
- საზიზღარო.
- ზეინთან წადი.
- მოიცა, შენ ზეინის და ნენსის ერთად ყოფნის წინაამღდეგი აღარ ხარ?
- არა. მოგზაურობამ რაღაც აზრები შემაცვლევინა.
- ძალიანაც კარგი.-ლინს თვალები უბრწყინავს.- მომიყევით რამე თქვენს ტურზე.
- ნენსი პირველივე დღეს 40 წლის კაცს ლოგინში ჩაუხტა.
- ჰარი!!
- რაოო? ნენსი ეს სიმართლეა?
- კი.- თვალები გადავატრიალე.- დრო, რომ უკან დაბრუნდეს ამას მაინც გავაკეთებდი. ისეთი სექსუალური იყო.
- მართლა? მაინც როგორი?- დაინტერესდა ლინი. ყოველთვის ხიბლავდა უფროსი მამაკაცები.
- როგორი და...
- ეეე! - მაჩუმებს ჰარი.- შენ მგონი ზეინზე უნდა ფიქრობდე ახლა.
- გენატრებოდა?- მკითხა ლინმა.
- როცა დავბრუნდი და დავინახე მაგ მომენტში მივხვდი, როგორც მენატრებოდა.
- შენს შემდეგ არავისთან ყოფილა. ნუ მხოლოდ გართობისთვის ერთი ღამის გოგოები.
- ლოლა?- ვკითხე ნაღვლიანად.
- ლოლა ერთი ღამის გოგოა, რამდენიმე ღამისთვის.- თვალებს ატრიალებს ლინი.
      კიდევ დიდხანს ვსაუბრობთ, შემდეგ კი ჰარის და ლინს მარტო ვტოვებ და ქვემოთ ჩავდივარ. ჰარი ამაღამ აქ დარჩება, ანუ მარტო უნდა წავიდე. ჰარიმ მითხრა ვინმე წაგიყვანსო, მაგრამ არ მინდა სხვები შევაწუხო, ისედაც ხშირად მიწევენ პირად მძღოლობას. ალბათ ტაქსს დავიჭერ. ბავშები დაშლილან და პირველი სართული მთლიანად ცარიელია. ამოვიოხრე და გარეთ გასასვლელად კარები გავაღე.
- მარტო მიდიხარ?- სამზარეულოდან თავი გამოყო ზეინმა.
- კი.
- გვიანია, ვინმეს უთხარი და წაგიყვანს.
- სხვას, რომ ვერ ვეუბნები მაგიტომ მივდივარ მარტო.- თვალებს ვატრიალებ და გასვლისას კარს ვიჯახუნებ.
    სახლს რამდენიმე ნაბიჯით ვშორდები და სახურავზე ვიხედები. ლინი და ჰარი შესულან. კარები იღება და ბუნაგიდან ზეინი გამოდის, თან შავ ტყავის კურტკას იცვამს.
- მე წაგიყვან.
- მე თვითონაც წავალ.
- დაჯექი!
- არა!
- გინდა სესილის ადგილზე დღეს შენ იყო?
- კარგი.- თვალებს ვატრიალებ და მის მანქანაში ვჯდები.

- კიდევ კარგი, დღეს მაინც ვმგზავრობთ ნორმალურად და არაფერი უჩვეულო არ დაგინახავს ფანჯრიდან.- სიცილით მეუბნება ზეინი.- თუმცა მაინც კარგად დააკვირდი გარემოს, ვინმეს ჩვენი დახმარება არ დაჭირდეს.
- სულაც არაა სასაცილო.- ვამბობ ღიმილით და ფანჯარაში ვიხედები. ქუჩაში ვიღაცას ვხედავ, მგონი...- ზეინ, გააჩერე! - ვყვირი და ისიც მანქანას აჩერებს.

🦋🦋

VOTE 🤗❤️❤️❤️

დაუვიწყარიWhere stories live. Discover now