თავი 20

1.5K 108 59
                                    

- ჰარი?- მესმის ემილის ხმა.
- ჰეი, ემილი! აქ რას აკეთებ?- ჰარი სასწრაფოდ დგება და მისკენ მიდის ჩასახუტებლად.
       თითქოს ყველაფერი შენელებულ კადრებშია. ემილი არ მაინტერესებს, მე ნოას ვუყურებ. ემილიმ ჰარის კისერს ხელი გაუშვა და და ჩემი ძმა ახლა ნოას ეხუტება.
- ჰეი, ნენს.- მეუბნება ემილი და ის და ჰარი იატაკზე სხდებიან.
- ჰეი. - ხელს ვუქნევ და ვუღიმი.
- ეს ნოაა, წეღან, რომ გეუბნებოდი ახალი დაგვემატათქო. - მეუბნება ნაილი.
მე ნოას სუსტად ვუღიმი, ის კი მიბღვერს და ჩემს წინ იატაკზე ჯდება.
- სიმართლე თუ მოქმედებას ვთამაშობთ?- ენერგიულად იკითხა ნოამ. - მე დავიწყებ!
- კარგი დაგითმობ.- დრამატულად ამოიოხრა ნაილიმ.
ნოამ ბოთლი დაატრიალა. ალბათ ლუციფერი ჩემზე გაბრაზებულია, რადგან ბოთლი ჩემს წინ ჩერდება.
- სიმართლე, თუ მოქმედება, ნენსი?- მეკითხება ცივი ხმით, მაგრამ თვალებში რაღაც უკრთის. ეს კარგს არაფერს მიპირებს.
- მოქმედება.- არ ვაპირებ სიმართლის არჩევას, ვიცი რაღაც ცუდს მკითხავს.
- კარგი... მოდი, ყველას გვანახე შენი ტატუ. - ფუუ ბოზი!
- რაა?- იყვირა ლიამმა.- შენ, რა ტატუ გაიკეთე?
- ახლავე გვანახე.- აყვა ლუიც.
- ალბათ პეპელა დაიხატე.- დამცინავად მეუბნება ზეინი. მას გავხედე, როგორ შეუძლია ასე დამცინავად მოქცევა? თანაც ლოლა ლამის კალთაში უზის. ამ გოგოს გაგლეჯვა მინდა.
- არა, პეპელა არაა.- ამბობს ნოა. ყველა მას ვუყურებთ.
- მოიცა, შენ რა იცი ნენსის ტატუ, რომ აქვს? ან რა ახატია?- დაბნეული ეკითხება ნაილი.
- არაა ზედმეტი საუბარი საჭირო.- ფეხზე ვდგები და შარალს ქვემოთ ვიწევ. - აი ესაა, ჩემი ტატუ.- ყველა ჩემს ,,girl power "ს უყურებს. - საკმარისია.- შარვალს ისევ მაღლა ვიწევ. - გავაგრძელოთ.
        ყველა გაშტერებული მიყურებს, არავის ახსოვს ნაილის დასმული კითხვები. ზეინმა ოდნავ დააღო პირი, შემდეგ კი ისევ დამუწა. ძველი ნენსი, მოკვდებოდა და შარვალს არ გაიხდიდა, მაგრამ ახალი ნენსისთვის ეს არაფერია.
- რა გჭირთ? გამოფხიზლდით! ვატრიალებ. - ბოთლი დავატრიალე. ლუციფერ დამცინი?
- მოქმედება.- მეუბნება ზეინი ყალბი ღიმილით.
- ამ... ჰმ... ლოლას აკოცე, მუცელზე.
- რა?- ამას აშკარად არ ელოდა და გაოცებისგან თვალები უფართოვდება. მესმის, როგორ ჩაიცინა ჰარიმ.
- გავიმეორო?
- არაა საჭირო.- მის გვერდით მჯდარ ლოლას ნებართვის გარეშე მაისურს უწევს და მუცელზე კოცნის.
- ლოლა, ისეთი სახე გაქვს, მგონი მადლობა უნდა გადამიხადო ამ სიამოვნებისთვის.- სიცილს ვიწყებ. მესმის მეგანმაც ჩაიფხუკუნა.
- ვატრიალებ!- ამბობს ზეინი.
ვიღაც ჩემთვის უცნობი ამოუდის და სულელურ კითხვებს. ასე გრძელდება, სანამ ისევ ჩემს წინ არ ჩერდება ბოთლი.
- სიმართლე.- პირდაპირ ვეუბნები ნოას.
- ხალხს ყოველთვის დამშვიდობების გარეშე ტოვებ?- მეკითხება ზიზღნარევი ხმით.
- ჰო, ეს მისთვის უცხო არაა.- პირველად იღებს ხმას ლინი.
- არ მიყვარს დამშვიდობებები.- ვამბობ გამომწვევად.
- უბრალოდ აღიარე, რომ არ განაღვლებს სხვები. - ამბობს ნოა. -თავი ადგილზე გაქვს, მაგრამ გული სად გაქვს?
- შენ რა იცი? მიცნობ?
- საკმარისი ნაცნობობა გვქონდა იმისთვის, რომ...
- ნოა! - აწყვეტინებს ჰარი.- საკმარისია!
- არა, ჰარი! აცადე, თქვას.
- არაფრის თქმას არ ვაპირებ.- ფეხზე წამოხტა ნოა.- მე ჩემს ოთახში ავალ.
- აჰაა, ესეც აქ ცხოვრობს? რა საყვარელი ოჯახი შეკრებილხართ.- უკვე მეც ფეხზე ვდგავარ და ნოას ზღვისფერ თვალებში ვუყურებ.
- რატომ ჩხუბობთ?- კითხულობს ემილი.
- ღმერთო, ჩემო! ვიცი, რომ მაგ თავში ტვინის ნასახი არ გაქვს, მაგრამ იქნებ გონება დაძაბო და მიხვდე, რატომ ვჩხუბობთ.- ნოა უკვე ყვირის.
- ზუსტად! უკვე ტვინი გაღუნე შენი უაზრობებით! - მეც ემილის ვუყვირი. ის კი გაბრაზებულია.
- რაც გინდათ თქვით!- თვალებს ატრიალებს ნაწყენი ემილი.
- არაფრის თქმას არ ვაპირებ! ჰარი წავედით.
- არა დარჩი. მეგობრებთან გაატარე დრო, მოგენატრნენ ალბათ.- სარკასტულად მითხრა ნოამ.
- ორივე გაჩუმდით! და დაჯექით!- ისეთი ხმით ყვირის ნაილი, რომ მე და ნოა ვშტერდებით და უსიტყვოდ ვემორჩილებით. - ნენსი! დაატრიალე!
- მმ... ჰო...- დაბნეული ბოთლს ვატრიალებ და ის ჰარის წინ ჩერდება. თვალებს ვატრიალებ.
- სიმართლე.
- დაუვიწყარი, მომენტი ჩვენი მოგზაურობიდან. - ყველა იძაბება, რადგან ჩვენი პატარა მოგზაურობის, პატარა ნაწილ გაიგებენ.
- ყველა მომენტი გასაოცარი იყო.- მეუბნება ჩაფიქრებული ჰარი.- მაგრამ ვფიქრობ ყველაზე ამაღელვებელი, თუმოროულენდი იყო.
- თქვენ რა, თუმოროულენდზე იყავით?- თვალებს ქაჩავს ლიამი.- მ ე ზ ი ზ ღ ე ბ ი თ! მე შემდეგ წელს მივდივარ პირველად.
- დამშვიდდი, ლიამ. - სიცილით ამბობ ჰარი.
- ნენსი?
- დიახ?- ვპასუხობ ლუის.
- შენთვის რომელი მომენტი იყო დაუვიწყარი?
- მე...- ნოას ვუყურებ.- არ ვიცი.
- მგონი შენთვის დაუვიწყარი ლას ვეგასია.- ჰარი ხარხარებს.- გახსოვს ფსონი?
- ჯანდაბა! ჩემი ბოტასები.- მეც სიცილს ვიწყებ.- ეგ ბოტასი ხომ კრისტიანს უკან გავუგზავნეთ?
- არ მახსოვს.
- კი, უკან გაუგზავნეთ.- თვალებს ატრიალებს ნოა.

დაუვიწყარიWhere stories live. Discover now