მშვიდობით

292 12 3
                                    





"დამიჯერე, ასე უკეთესია."

გოგონას ხმა სუსტი და დაბალია, მაგრამ ბიჭის ყურამდე მისაწვდომად ესეც საკმარისია. სიტყვები სითბოთია სავსე, მაგრამ ისინი ჭაბუკის გულს  ნემსებივით ერჭობა.

სისხლი წვიმისგან დასველებულ მიწას ყაყაჩოსფრად ღებავს.

გარშემო მხოლოდ პრინცის განწირული კვნესა და ყვირილი ისმის. ღმერთს ევედრება, რამენაირად, როგორმე, მის მკლავებში ჩასვენებულ გოგონას სიცოცხლის ძაფი შეუნარჩუნოს იქამდე მაინც, სანამ დახმარება მოვა.

თითქოს ეს ხმა ღრუბლებს იქით წვდება, რადგან ჭაბუკთან ერთად  ზეცაც განწირულად ანთხევს სევდას.

მკლავებში მწოლიარე გოგონა პრინცისგან განსხვავებით სრულ სიმშვიდეს ინარჩუნებს.

ეს ყველაფერი ხომ თავისივე სევდიანი შემოქმედებაა.

ახლა პრინცი დაისვენებს.

ახლა ყველაფერი დალაგდება.

ახლა თვითონაც მოსვენებას მიეცემა.

გოგონა გაფითრებულ სუსტ ხელს ახალგაზრდა პრინცის სავსე, ნაზ ლოყაზე ასვენებს. ცდილობს მის სხეულში არარსებული სითბო ხელიდან გადმოსცეს და ჭაბუკი რამენაირად დაამშვიდოს. სახეზე სევდიანი ღიმილი აფენია და კიდევ ერთხელ უმეორებს ტკბილ სიტყვებს.

მომაკვდავის სახეს ძველებური სითბო დაკარგვია.

ისედაც ღია რძისფერი კანი ახლა უფრო და უფრო ცივ ფერს იღებს.

მისი სევდიანი ღიმილი ზედ ახმება, ყოვლის მთქმელი თვალებიც ეყინება და ფილტვებიც ჩვეულ რითმას ნელ-ნელა ანელებენ, სანამ საბოლოო შეკუმშვისას არ ჩერდებიან.

ჭაბუკი ტირის, ღმერთს ევედრება უშველოს.

მაგრამ უკვე გვიანია.

ღმერთს მისი აღარ ესმის.

Until next dreams • მომავალ სიზმრებამდეWhere stories live. Discover now