ჩვენი პატარა საიდუმლო

116 10 2
                                    






აუტანელი თავის ტკივილით გაღვიძება არასდროსაა შეშანიშნავი რამ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისეთი გრძნობა გეუფლება თითქოს ვიღაცა ტვინის პატარა ნაწილს ეჯაჯგურება და ცდილობს ნელ-ნელა მის შიგნით ჩამალული ყველა წვრილმანი ამოქექოს.

ამ საშინელ გრძნობას თავისუფლების ბოლო დღეც ემატება.

ზუსტად ოცდაორ საათში აურორა უნივერსიტეტის ხალხმრავალ კოლიდორებში იქნება გამოკეტილი და კიდევ ერთი ავტორის ტრაგიკული ცხოვრების შესწავლით დაკავდება.

ამაზე ფიქრი აურორას თავის ტკივილს ხუთჯერ უფრო უმძაფრებს.

აურორას ცუდ დღეებთან გამკლავების თავისებური ხერხი ჰქონდა. იცოდა რომ სახლში დარჩენა და მთელი დღე ჩაბნელებულ ოთახში ყოფნა არაფერს შველიდა. ეს თავს უბრალოდ ზარმაცად და გამოუსადეგარად აგრძნობინებდა.

ამიტომაც როდესაც აურორა ათი წლის იყო მამამ პატარა ტრადიციის ჩამოყალიბება შესთავაზა. ასეთ დღეს მამა სამსახურიდან ეთხოვებოდა და აურორას სკოლას აცნობებდა რომ გოგონა დღეს საშინელი ვირუსის გამო ვერ გამოცხადდებოდა. შემდეგ ქალაქში გადიოდნენ და ყველანაირი გეგმის გარეშე იწყებდნენ ბოდიალს.

ამ ტრადიციით ძველ ქალაქში უამრავი ულამაზესი ადგილი აქვთ ნაპოვნი რომელიც სამუდამოთ მათ საიდუმლოდ დარჩება. სამწუხაროდ ეს ყველაფერი მშობლებთან ერთად კილომეტრების მოშორებით იყო.

ამის გაკეთება სეულში ჩამოსვლის შემდეგ არც უცდია. მამის გარეშე ამ ყველაფერს იგივე აზრი არ აქვს.

მაგრამ ღირდა გარისკვა. იქნებ ეს ყველაფერი არც ისე ცუდი იქნება? დღის ბოლოს კი შეეძლება მშობლებს ახალ ნაპოვნ ადგილების შესახებ მოუყვეს და მათი შემდეგი ვიზიტის დროს პირადადაც ანახოს.

ახალი შემართებით ტელეფონს წვდება და ბიძია როჩარდს აცნობებს რომ საშინელი გრიპი აიკიდა, ამიტომაც დღეს მისვლას ვერ შეძლებს. მეტი დამაჯერებლობისათვის რამოდენიმეჯერ ახველებს და შემდეგ ტელეფონს თიშავს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 15 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Until next dreams • მომავალ სიზმრებამდეWhere stories live. Discover now