ძველი მეგობარი

145 8 2
                                    




"რა გვაქ?"

"წარსული."

"სამწუხაროდ ვერ გიხსენებ."

"არამგონია ჩემმა გახსენებამ დიდად გაგახაროს."

ჯერ მხოლოდ ხუთი წუთია აურორა უცნობი ბიჭის საუბარს უსმენს და უკვე დარწმუნებულია რომ შეშლილს ესაუბრება. არც ახსოვს აქ როგორ მოხვდა. თვალები რიჩარდის კაფეს ერთ-ერთ მაგიდასთან მჯდომიარემ გაახილა, მის წინ კი ისევ ის უცნობი ბიჭი იჯდა რომელიც რამოდენიმე ღამის წინ სიზმარში ნახა.

უცნობი ისეთი თავისუფლებით ესაუბრებოდა თითქოს ისინი ძველი მეგობრები იყვნენ.

"ვითომ რატომ?" ბიჭი უცნაურია, თან ძალიან. მაგრამ მისი სილამაზე უდავო იყო. თითქოს მის თითოეულ ნაკვთზე მექანდაკემ მთელი გულდასმით იმუშავა. მისი ჩამოშვებული მუქი ყავისფერი თვალები, რომელიც ყოველი გაცინებისას ნამგალისებურ ფორმას იღებდა, სავსე ტუჩები და ლოყები მთლიანად ერთ მშვენიერ კოპოზიციას ქმნიდა. როგორც ჩანს მომაბეზრებელი უცნობების აკიდებას თავისი პლიუსებიც ჰქონდა...

"მისმინე რო, არ მინდა ამის გახსენება. თუ ეს დაგაკმაყოფილებს, გეტყვი რო არც ისე სასიამოვნოდ დასრულდა ჩვენი ისტორია და შემდეგ აქ დავრჩი. ... მგონი სიტყვა გაჭედვა უფრო სწორად მოუხდებოდა ამ სიტუაციას." ფიქრებიდან ათრევს აურორას ბიჭი. მის ჩვეულებრივ თბილ გმომეტყველებას რაღაც ერევა, მაგრამ ძნელი გასარვევი თუ რა. გრძნობები უცნაური რამაა. ამ ფრაზაში უცნობი ბიჭიც დამეთანხმება.

"ამიტომაც მჭირდება შენი დახმარება. დიდს არაფერს გთხოვ, ძალიან მარტივი და მალე შესასრულებელი რამაა მე თუ მკითხავ..." აგრძელებს უცნობი და ახლა უკვე გაგრილებული ჩაის იყუდებს.

"რას გულისხმობ?" კითხულობს აურორა და ნერვიულობის დასამალად მაგიდის კიდეს წვალებას იწყებს.

ბიჭი ხმამაღლა ოხრავს, ჩაის კიდევ ერთხელ იყუდებს და შემდეგ ნაზი ღიმილით პასუხობს "თავი შემაყვარე."

Until next dreams • მომავალ სიზმრებამდეWhere stories live. Discover now