[36] მშვიდობით..სამუდამოდ(?)

628 79 23
                                    

ბექიონის პოვ

ჯერ იმაზე ვერ მოვედი აზრზე, თუ რა კითხვა დამისვა ანდრეამ..

დომიმანტობა დავუთმო? ჰაჰ? რა დომინანდობის დათმობაზეა საუბარი?

მგონი მართლა ზედმეტები მოსდის.

საერთოდაც არ უნდა გამეთენებინა მთელი ღამე მის ლოდინში.

ნორმალური პასუხის ღირსადაც კი არ ჩამთვალა, და სანამ მე რამეს ვეტყოდი აქ უკვე აღარც იყო.

მგონი სწორი იქნება რომ მოვცილდე მისი ცხოვრებიდან, არ მოვწონვარ, რომელ სიყვარულზეა საუბარი.

არადა მე როგორ მიყვარს..ღმერთო, მისი გულისთვის კაცსაც მოვკლავ! მაგრამ..ის არარაობად მთვლის, მისი ყოველი გამოხედვა, ცივი პასუხები..მე კი მთელს ჩემს გრძნობებს გამოვხატავ მის მიმართ და ჩემი სიყვარულის სხივებით ვცდილობ მის გათბობას. მაგრამ ის..მათ ახლოსაც კი არ უშვებს იმდენაც ცივია.. არ სურს რომ მეტად დავახლოვდეთ და მე მეტის გაკეთება არ შემიძლია. ის კი იცის რომ მე ძლიერად მიყვარს..

ოთახში ავედი. ანდრეას უკვე სძინავს..ტკბილად. დარწმუნებული ვარ არც მე ვაღელვებ და არც ჩემი გრძნობები.

ისე ძლიერ მიყვარს არ მეგონა ხელს თუ ოდესმე გავუშვებდი, მაგრამ მგონი სწორედ ესაა სიყვარული.."მის გარეშე რომ ვერ გაძლებ, მაგრამ მაინც უშვებ, რადგან იცი ის შენს გარეშე უფრო ბედნიერი იქნება.."

ჩემს ჩემოდანს დავავლე ხელი, მარტივი მოძრაობით ტანსაცმელი მთლიანად მასში მოვათავსე. ოთახის სღურბლზე მდგომმა უკანასკნელად გავხედე ანდრეას ლამაზ სახეს, გამოსამშვიდობებელი კოვერტი ტუმბოზე დავდე და წამოვედი.

ბიჭებსაც შევეხმიანე. ისინი ჩემი ძმები არიან, ყველაფერი ვუთხარი და მათაც გადაწყვიტეს ჩემთან ერთად წამოვიდნენ. ამის გამო ცუდადაც ვიგრძენი თავი..

მე, ლეი, სეჰუნი და სუჰო ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით, ასე ვთქვათ ტრუსიკის მეგობრები ვართ. ყველგან და ყოველთვის ერთად დავდივართ, ერთმანეთს ნებისმიერ სიტუაციაში ვეხმარებით და გვერდში ვუდგავართ. ალბათ საკუთარი ძმაც რომ მყოლოდა ისე ვერ შევიყვარებდი როგორც ისინი მიყვარან.

მოუხერხებელი(completed)Where stories live. Discover now