[52] What's wrong with Baek?

633 64 73
                                    

ავტორის პოვ

"ზოგჯერ გვიწევს ხოლმე ისეთი რაღაცეების გაკეთება რაც არ გვინდა. ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, უბრალოდ გარემოება მოითხოვს.. ჩვენ არ გვინდა დავტოვოთ ჩვენი საყვარელი ადამიანები, ჩვენ ისინი მოგვენატრება.. ეს კი საშინელი განცდაა. ნურავინ იტყვით, რომ "დაკრა ფეხი და წავიდა"-ო რაიცით რაოდენ რთული იყო მისთვის, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. და დაენგრია ის სიყვარულის ლაბირინთი, რომელიც ამ ორს აკავშირებდა.. მე მიყვარს ის, არ მინდა დავტოვო. თუ წავალ, ჩემი გული მასთან დარჩება. სამუდამოდ. მე უგულოდ და უსიყვარულოდ ვიცხოვრებ..გავუბედურდები. გავაუბედურებ. მაგრამ მიწევს რომ ასე ვქნა..ბოდიში."

ანდრეამ წერა დაასრულა, საწერ კალამი დადო და ჩაფიქრებული სახე მიიღო.

უცებ კარები ბექიონმა გააღო. ანდრეა "ამ სამყაროდან გათიშული" რომ დაინახა გაუკვირდა. თვალწინ ხელები აუტარ-ჩაუტარა, მაგრამ არაფერი. ანდრეა ისევ გაშეშებულიყო.

შემდეგ შენიშნა მის წინ მოთავსებული დღიური. რადგანაც ანდრეა ვერ ხედავდა ახლანდელ სიტუაციას, მან მომენტით ისარგებლა და მისი კითხვა დაიწყო.

თანდათან ცრემლები მოსდიოდა ბექიონს სახეზე და ცდილობდა აღექვა ეს ყველაფერი, როგორც არარეალური რამ.

მან ანდრეას შენჯღრევა დაიწყო იმ მიზნით, რომ ის ყველაფერს აუხსნიდა რაცკი დღიურში წაიკითხა.

-ანდრეა. ანდრეა!

-ჰა ჰოო, რაარი ბექიონ?

-ეს..ეს რას ნიშნავს? ეს ნაწერი რა..რაარის ეს?!

-მოიცა, შენ რა ტირი?

-კითხვაზე გამეცი პასუხი!..

-......ბავშვო, გადავწყვიტე მწერალი გამოვიდე, ახლანდელ დროში კი ეს სტრესული რაღაცეები უფრო იზიდავთ და ვიფიქრე თუ ასეთ რაღაცას დავწერსი უფრო გაიყიდებოდა.

-სერიოზულად? კინაღამ გული გამიხეთქე!

-შენ თუ ზედმეტად პანიკიორი ხარ რა ჩემი ბრალია?

მოუხერხებელი(completed)Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz