8 თავი

404 50 7
                                    

-ჰო საბი მესმის რომ ამის დანახვა შენთვის რთული იყო.. ქუქიმ თითქოსდა არაფრად ჩაგაგდო..-ნიტა

-მან მე ცოცხალ არსებადაც კი არ ჩამთვალა, ისე ცხოველს არ მოექცევიან, როგორც მე მომექცნენ აეროპორტში..-საბი

-ხო მაგრამ ჩვენ რა ვიცით სინამდვილეში რა მოხდა? ხომ ხედავ ქუქი ავად არის, იქნებ იმ დროს როცა ქუქი ნახე, ცუდად იყო? ან შეიძლება ვერ დაგინახა..

-როგორ ვერ დამინახა, პირდაპირ თვალებში მიყურებდა..

-ჰო, მაგრამ შეიძლება ვერ აღგიქვა, ან ეს მოგვიიანებით გაანალიზა..

-კარგი რა ნიტა...

-საბი, მისმინე. ქუქი ცუდი ადამიანი არ არის, ეს შენც კარგად იცი.. ჩემი თქმა არ არის საჭირო, წესით ამ ყველაფერს არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ გონება გაქვს დახშული და სწორად ვერ აზროვნებ. მხოლოდ ის გაქვს გონებაში ჩაბეჭდილი რომ ქუქი ცუდია, რომ ის საშინლად მოგექცა და ამიტომ სასტიკი ადამიანია, მაგრამ შენ თვითონაც კარგად იცი რომ ეს ასე არ არის. ახლა შენს ოთახში წადი, მარტო დაჯექი და იფიქრე.. იფიქრე რამდენად ღირს დრო დაკარგო ასეთ სულელურ ფიქრებზე!-ეს თქვა და კარისკენ წავიდა, ბოლოს კი უკან მობრუნდა და მითხრა-მისმინე საბი, შენ და ქუქი ახლა საავადმყოფოში ცხოვრობთ.. ეს იმას ნიშნავს, რომ არც ერთი არ ხართ კარგად.. ასე რომ დაფიქრდი.. არავინ იცის მომავალში რა მოხდება, დასაკარგი დრო არ არის! მოქმედებაზე გადადი!

ნიტას სიტყვებმა დამაფიქრეს, დასაკარგი დრო არ არის.. მოქმედებაზე უნდა გადავიდე. ბოლოს და ბოლოს მივალ ქუქისთან და ვეტვი ყველაფერს. იქნებ მართლაც ვცდები? ჰოდა ამიხსნას!

ქუქის ოთახს ვუახლოვდებოდი, ბატონი ვუკი ალბათ უკვე წასული იქნებოდა, რადგან მას შემდეგ რამდენიმე საათი გავიდა.. ამიტომ მოურიდებლად დავაკაკუნე კარზე..

-მობრძანდით-გავიგე ქუქის ხმა..

კარი შევაღე და იქ სრულიად განსხვავებული სიტუაცია დამხვდა ვიდრე ამას წარმოვიდგენდი.. მგონია რომ ქუქი დამწუხრებული, უემოციო სახით დამხვდება, მაგრამ იგი სრულიად საპირისპიროდ გამოიყურება.. არანაირი მოწყენილობა, არანაირი უხასიათო გამოხედვა.. ძალიან კარგ ხასიათზე ჩანდა..

✨სენი, რომელმაც გამაბედნიერა✨ (დასრულებული)Where stories live. Discover now