საბის პოვ:
ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც რეანიმაციიდან ისევ ჩემს პალატაში დამაბრუნეს.. სიტუაცია მძიმეა. მეტასტაზებმა ჩემი სხეულის ყველა ორგანო დაისაკუთრეს. ეს იცით რას ნიშნავს? რომ ჩემი სიცოცხლე ძალიან ხანმოკლე იქნება. გადარჩენის შანსები 0%-ია. გული მტკივა..არა იმიტომ რომ ესეც სიმსივნემ მოიცვა, არა.. გული მტკივა, რომ ვკვდები, რადგან არ მინდა სიკვდილი. სიცოცხლე მინდა.. არ მინდა რომ მოვკვდეე,ჩემი ყველა საყვარელი ადამიანი აქ არის.. მე კი მათი დატოვება და უცხო ადგილას წასვლა მიწევს. ამბობენ ადამიანები ვერ ივიწყებენ მათ, ვინც ჩვენგან მიდიან.. ვერ ივიწყებენ მათი წასვლით გამოწვეულ ტკივილს, უბრალოდ მას ეგუებიან.. მაგრამ ეს ასე არ არის.. ოდესღაც ყველას დაავიწყდები.. ის ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ, მხოლოდ ისინი დაგიმახსოვრებენ და ეს მხოლოდ იქამდე გასტანს, სანამ ის ადამიანები იცოცხლებენ.. მათი სიკვდილის შემდეგ კი სამუდამო დავიწყებას მიეცემი.. ამის ძალიან მეშინია.. მეშინია რომ დამივიწყებენ.. მეშინია რომ ამ სამყაროდან ისე წავალ, ჩემს ერთ ნაკვალევსაც კი ვერ დავტოვებ..
მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ, მინდა რომ ბედნიერი ვიყო. მინდა რომ სიცოცხლის ბოლო თვეები, დღეები, საათები თუ წუთები.. რომელიც იქნება ჩემთვის ბოლო, არ აქვს მნიშვნელობა,მინდა, რომ ბედნიერი ვიყო. ამიტომ ვაპირებ დავივიწყო ჩემი ტკივილები, და ამ ცხოვრებისგან მაქსიმუმი მივიღო.
"სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა, იცხოვრეთ თავისუფლად, დაარღვიეთ წესები, აპატეთ მარტივად, გიყვარდეთ მთელი გულით და არასდროს ინანოთ ის, რამაც ღიმილი მოგგვარათ".. მიყვარს ეს სიტყვები და ვაპირებ რომ ეს ფრაზა ჩემი ცხოვრების დევიზად ვაქციო.
ქუქის მივწერე, რომ მისი ნახვა მინდოდა და საავადმყოფოს ეზოში შემხვედროდა..
ორივე უხმოდ ვზივართ საავადმყოფოს ეზოში.. არ ვიცით რა უნდა ვთქვათ.. ქუქის რვეული უჭირავს ხელში და რაღაცას წერს.
YOU ARE READING
✨სენი, რომელმაც გამაბედნიერა✨ (დასრულებული)
Adventureფიკი მოგვითხრობს უკურნებელი სენით დაავადებულ გოგონაზე,რომელიც მიფრინავს თავის საოცნებო ქალაქში.. ის თვლის,რომ სენი, რომელიც მას აქვს,მოკლავს,სიცოცხლის სურვილი დაკარგული აქვს, მხოლოდ ერთადერთი მიზეზი,რატომაც სეულში მიფრინავს, არის BTS! თვლის,რომ უკან...