20 თავი

371 51 8
                                    

დღეს ძალიან ბედნიერები ვიყავით.. ისეთი რაღაცები ვაკეთეთ, რასაც ადრე ვერ გავაკეთებდი. სიმაღლის დიდი შიში მაქვს, მაგრამ სეულის უმაღლეს ატრაქციონზე ვიჯექი. ცხოვრებაში არასდროს არაფერი მომიპარავს, მაგრამ იცით რა გავაკეთე ? ქუქისთან ერთად მაღაზიიდან სასუსნავები და სიგარეტი მოვიპარე. ჰოო სიგარეტი.. არასდროს გამისინჯავს, მაგრამ ქუქისთან ერთად ეგეც გავსინჯე.. მაღაზიიდნ გამოსულები უცხოს მანქანაში ჩავსხედით და იქაურობას მოვშორდით.. არა, მანქანა არ მოგვიპარავს :დ უბრალოდ ცოტახნით ვითხოვეთ.. მაღაზიიდან დაახლოებით 200 მეტრში დავტოვეთ და გავიქეცით.. ბოლოს კი საავადმყოფოში დაბრუნებამდე.. რესტორანში შევიარეთ.. მივირთვით და მაშინ როდესაც ოფიციანტმა ანგარიში მოგვიტანა ავდექით და გამოვიქეცით :დდ ამ ყველაფერს იმიტომ კი არ ვაკეთებდით, რომ თანხა არ გვქონდა.. არა. უბრალოდ გვინდოდა გაგვეგო რას გრძნობენ ის ადამიანები, რომლებიც ასე იქცევიან.. და მინდა ვთქვა რომ ეს მართლაც სახალისო იყო..

დაახლოებით 12 საათისთვის საავადმყოფოში დავბრუნდით. დარწმუნებულები ვიყავით, რომ ჩვენს გაპარვას ძალიან ბევრი აყალ-მაყალი მოჰყვებოდა, ჩვენ კი საყვედურების მოსმენის თავი არ გვქონდა, ამიტომ ისევ საავადმყოფოს სახურავს შევაფარეთ თავი..

-საბი, კიდევ რა გინდა რომ გავაკეთოთ?-მითხრა ქუქიმ, როცა უკვე სახურავზე ავედით

-ძალიან ბევრი რამის გაკეთება მინდა ქუქი..

-ჰოდა თქვი.. ყველაფერს გავაკეთებთ

-ყველაფერს ვერ გავაკეთებთ..

-კარგი, შეიძლება ყველაფერი ვერ მოვასწროთ, მაგრამ ჩვენ ვეცდებით მაინც..

-ზღვა არასდროს მინახავს იცი?

-რაა? სერიოზულად?

- რა წამოძახილებია ახლა ესს?

-კარგი, ხო.. გამიკვირდა რაარის.. აუცილებლად წავალთ ზღვაზე.

✨სენი, რომელმაც გამაბედნიერა✨ (დასრულებული)Where stories live. Discover now