თავი 23

1K 119 23
                                    

გათენდა დილა, უფრო სწორად უკვე შუადღეა, გუკისთან ერთად რომ ვიყო უკვე დიდი ხნის გაღვიძებული ვიქნებოდი და ალბათ მორიგ ჯოჯოხეთურ საქმეში ვიქნებოდი ჩაბმული, მაგრამ მე ეს მინდა, ნეტავ მის გვერდით ვიყო და იმ ფიზიკურ ტკივილსაც კი ავიტან რასაც მის გამო განვიცდი

გუკის ჰუდს, რომელიც ისევ გულში მქონდა ჩახუტებული, ვაშტერდები და მეღიმება. მეღიმება რადგან დილას მისი სურნელის შეგრძნებით ვიწყებ, უკვე სიგიჟემდე მენატრები გუკი

საწოლზე ვჯდები და ტელეფონს ხელში ვიღებ, ორი შეტყობინება გუკისგან? არ არსებობს ნეტავ რა მომწერა? სასწრაფოდ ვხსნი შეტყობინებას და ინტერესით ვაკვირდები

„უკვე გძინავს?“

„ალბათ ოჯახთან ერთად კარგი დრო გაატარე და დაიღალე, ტკბილი ძილი პატარავ“

ჩემდაუნებურად ყურებამდე მეღიმება, ნამდვილად არ ველოდი თუ მომწერდა, ან საერთოდ რატომ მომწერა? ახლა რა ვქნა პასუხი გავცე? არა ჯობია არ მივწერო, მაგრამ რომ არ მივწერო სირცხვილი ხომ არ იქნება? რას იფიქრებს ნახა და არ მომწერაო! არა ჯობია მივწერო, თან ძალიან მენატრება

„გამარჯობა გუკი, შენი შეტყობინება ახლა ვნახე, მაპატიე პასუხი ვერ გაგეცი“

შეტყობინებას ვაგზავნი და ტელეფონს მიჩერებული ველოდები მის პასუხს

„არა უშავს, ვიცი დაიღლებოდი და მაგიტომ არ მიპასუხე“

ღმერთო რა საყვარელია, ნეტავ ახლა მის სახეს ვხედავდე 

„ხომ კარგად გეძინა?“

უბრალოდ დიალოგის დასრულება არ მინდა

-კი გადასარევად, შენ როგორ გეძინა?“

„მეც მშვენივრად“

იმიტომ რომ მთელი ღამე შენს სურნელს ვისუნთქავდი

„მიხარია, ახლა უნდა დაგემშვიდობო საქმეები მაქვს, შენ კი კარგ დასვენების დღეებს გისურვებ“

„მადლობა და ნახვამდის“

ტელეფონს ვბლოკავ და ტუმბოზე ვათავსებ, ღიმილი სახიდან არ მშორდება, მისი ჰუდი როგორ მაბედნიერებს და თავად გუკი რომ მყოლოდა გვერდით ააჰ.

საწოლიდან ვდგები და თავს ვიწესრიგებ, ჩემს საყვარელ ჰუდს ვერ ვპოულობ, ბოლოს ის ტბაზე მეცვა, ნეტავ იქ ხომ არ დამრჩა, ჯანდაბაა!

უკმაყოფილო სახით ვეძებ სხვა ჰუდს, მაგრამ არცერთი რომ არ მომწონს ძებნას ვეშვები, უცებ გონება მინათდება, რა თქმა უნდა გუკის ჰუდს ჩავიცვამ და მის სურნელსაც შევიგრძნობ მთელი დღის განმავლობაში, რა ჭკვიანი ხარ ჯიმინ.

Jungkook’s Pov.

არ მეგონა ჯიმინი პასუხს თუ გამცემდა, მისმა შეტყობინებამ ძალიან გამახარა. მასთან განშორების მერე საქმეზე ვეღარ ვკონცენტრირდები, ჯიმინმა ჩემი გონება მთლიანად მიისაკუთრა. მაინც როგორ მოახერხა ამ პატარა ბიჭმა ჩემი ასე გამოშტერება?!

მისგან შორს ყოფნა მანადგურებს, არ მინდოდა ქალაქში დაბრუნება, მაგრამ სხვა გამოსავალი ამ ეტაპზე არ იყო. მე გამოვავლინე ჩემი უსაზღვრო შესაძლებლობები და ჯიმინის ოთახში შევიპარე ფეხაკრეფით, რომ ის არ გამეღვიძებინა. მე ვიქურდე, მას ჰუდი მოვპარე, დიახ მოვპარე რადგან აქ მარტო, მის გარეშე ვერ გავძლებდი, ახლა კი მისი სურნელი მაძლევს ძალას რომ ეს დღეები უიმისოდ გადავიტანო.

მგონი მთლად ქურდიც არ გამოვდივარ, რადგან სანაცვლოდ მას ჩემი ჰუდი დავუტოვე, რატომ გავაკეთე ეს? რაში სჭირდება მას ჩემი ჰუდი? ცოტა ხნის წინ რომ გეკითხათ ეს ჩემთვის ალბათ პასუხს ვერ გაგცემდით, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, მე ვგრძნობ რომ ჯიმინს ვუყვარვარ, ისევე როგორც მე მიყვარს, ამაზე კი ის ღამე მოწმობს, როცა ის ჩუმად შემოვიდა ღამით ჩემს ოთახში, მან ჩემს თმებს დაუწყო ფერება და შუბლზეც კი მაკოცა, დიახ მე არ მეძინა, მე ყველაფერი გავიგე. იმდენად ძლიერ მინდოდა იმ დროს დამეჭირა და აღარ გამეშვა, მაგრამ არ მინდოდა მისი დაფრთხობა, სწორედ ამიტომ შევიკავე თავი თუმცა ეს ძალიან ძნელი იყო. ძნელია მარტთო საკუთარი გრძნობები და სურვილები, როცა გამოშტერებამდე ხარ შეყვარებული, თან ვისზე? ისეთ ბიჭზე როგორიც პაკ ჯიმინია! ბიჭი რომელიც მთელ სამყაროს მირჩევნია, მისი ერთი თბილი გამოხედვა ყველაფერზე ძვირფასია ჩემთვის, ის მთელი გალაქტიკაა, მე კი ამ გალაქტიკაში მომწყვდეული ერთი პატარა ვარსკვლავი ვარ!

𝐓𝐡𝐞 𝐒𝐞𝐱𝐢𝐞𝐬𝐭 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐞𝐫 ✅Where stories live. Discover now