თავი 27

1K 123 39
                                    

9 საათი ისე გახდა თვალის მოხუჭვა ვეღარ შევძელი, სულ გუკისთან შეხვედრაზე მეფიქრებოდა, მიუხედავად იმისა რომ არ ვიცი რას მოვიმოქმედებ მისი დანახვისას, მაინც ერთი სული მაქვს ვნახო. საშინლად მაცოფებს ის ფაქტი რომ მე მას მივეჯაჭვე და ამ დროს ის არაფერს გრძნობს ჩემს მიმართ, მე მასზე ვოცნებობ, ის კი უსირცხვილოდ მეფლირტავება და ჩემს ნერვებზე მოქმედებს ნეტავ იცოდეს რამდენად მტკენს გულს მისი ასეთი მოპყრობა, ნეტავ იცოდეს რომ ამ საქციელით გულს მიჩქარებს. მაგრამ რომ იცოდეს ეს შეცვლიდა რამეს?

საწოლიდან ვდგები, ოთახს ვაწესრიგებ და თავსაც ვიწესრიგებ, შემდეგ კი ქვემოთ ჩავედი, მაცივრიდან ბუტერბროდის მოსამზადებელ პროდუქტებს ვიღებ და ვამზადებ, დედამ რომ დამინახოს საფლავს გამითხრის, ეზიზღება როცა ბუტერბროდს ვჭამ, ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნავს და საერთოდ გუკიმ რომ გაიგოს ასეთ არაჯანსაღ საუზმეს მივირთმევ, თავისი ფეხით გამოიქცეოდა და ვინ იცის რას დამმართებდა, იქნებ გავაგებინო კიდეც? ააამ ვფიქრობ არ ღირს!

ჭამას ვასრულებ თუ არა უკანა ეზოში გავდივარ და პლედში გახვეული ჰამაკში ვთავსდები, მართალია ცივა მაგრამ დილის სუფთა ჰაერი ნამდვილად მესაჭიროება გამოსაფხიზლებლად.

მიყვარს ზამთარი და თოვლი, განსაკუთრებით პირველი თოვლი. ამბობენ პირველ თოვლს ვისთან ერთადაც შეხვდები იმას დაუკავშირებ საკუთარ ბედსო, არ ვიცი რამდენად მართალია, რადგან პირველ თოვლს ყოველთვის ჩემს ოთახში ჩაკეტილი ვეგებებოდი, მაგრამ მომავალში აუცილებლად გავალ გარეთ და საკუთარ თავს უფლებას მივცემ პირველი თოვლის შეხებით ვისიამოვნო.

ფიქრებში ისე ჩავიძირე, ვერ გავიგე როგორ შემომეპარა ძილი

-ჯიმინ საყვარელო აქ რატომ გძინავს-ჩამესმის დედას მზრუნველი ხმა, თავის თბილ ხელებს კი სახეზე მისვამს, მეღიმება, მის მზრუნველ ბუნებაზე ვგიჟდები

𝐓𝐡𝐞 𝐒𝐞𝐱𝐢𝐞𝐬𝐭 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐞𝐫 ✅Where stories live. Discover now