გონს სწრაფად მოვდივარ და ვაანალიზებ რომ გუკისთვის ამის დამალვა არ ღირს, ის ამას მაინც გაიგებს, როცა წავალ. სწრაფად ვემზადები და სახლიდან უკანმოუხედავად გავრბივარ, ფიქრებით დამძიმებული ვერც კი ვაანალიზებ როდის მივედი სპორტდარბაზში, თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე და კარზე დავაკაკუნე, მან კი როგორც ყოველთვის წყნარი ტონით შემიპატიჟა მასთან
-ჯიმინ? ასე ადრე რატომ მოხვედი რამე მოხდა?-მეკითხება დაბნეული ტონით, მე კი თავი ძირს მაქვს დახრილი, რადგან მრცხვენია თვალებში შეხედვა, ის მიახლოვდება და თავს ზემოთ მაწევინებს
-პატარავ რა დაგემართა, იტირე?-ისევ ვერაფერს ვამბობ, ტირილი მივარდება და სანუგეშოდ მის მკერდს ვეკვრი
-ჩშშშ პატარავ-თმებზე მეთამაშება და მამშვიდებს, ეს კარგად ეხერხება, მეც მალევე ვწყნარდები
-ახლა მითხარი რა მოხდა
-დღეს მამამ დამირეკა და მითხრა რომ მასთან უნდა წავიდე
-და მერე ამის გამო ტირი?
-ჰოო არ მინდა წასვლა
-ჯიმინ არაფერია, წახვალ და მალევე დაბრუნდები უკან
-არა გუკი შენ ვერ გამიგე...მამამ მითხრა რომ დიდი ხნით მომიწევს იქ დარჩენა, შეიძლება ეს წლებიც კი გაგრძელდეს
-წლები?-ამბობს სევდიანი სახით
-ჰოო წლები
-შენ ვალდებული ხარ წახვიდე
-მაგრამ შენი დატოვება არ მინდა, უშენოდ იქ როგორ ვიცხოვრო
-მეც გამიჭირდება აქ მარტო დარჩენა, მაგრამ შენ მოვალეობები გაკისრია ოჯახის წინაშე, მე კი არ მაქვს უფლება რამე დაგიშალო
-როგორ ხარ ასეთი გამგებიანი ადამიანი?
-არ ვიცი, ღმერთმა ასეთი შემქმნა-ეღიმება, მეც მეღიმება
-ხომ დამელოდები?
-სიცოცხლის ბოლომდე პატარავ-მიღიმის და თითებით სველ ტუჩებზე მეფერება, მე კი თავს მის ფეხებზე ვდებ და ვიძინებ
YOU ARE READING
𝐓𝐡𝐞 𝐒𝐞𝐱𝐢𝐞𝐬𝐭 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐞𝐫 ✅
Fanfictionროდესაც ერთი კარი იხურება მეორე იღება, მაგრამ მისი გადასაწყვეტია ამ კარში შევა თუ არა!