~3~

1.5K 131 49
                                    

ჰარის დიდხანს შევსცქეროდი და თავზე ყინულს ვადებდი. ბოლოს პირსახოცი გაიჟღინთა, ამიტომ აბაზანაში გავიტანე. ოთახში დაბრუნებულს ჰარი გვერდშეცვლილი დამხვდა. თმები ისევ სახეზე დაჰყროდა. ამ ბიჭს ერთი დღეც არაა რაც ვიცნობ და უკვე მეორედ ვადგავარ მძინარეს თავს.

-ბედის ირონია-ჩავიჩურჩულე ჩემთვის და ჰარის კულულებს ხელი ნელა მოვკიდე, სახიდან გადავუწიე და იმ ადგილის ნახვას შევეცადე სადაც ჩავარტყი.

-რა ჯანდაბაა-წამოიყვირა უცბათ ჰარიმ და მეც მოულოდნელობისგან შევხტი-რომელი ხარ?-კითხულობს მუცელზე მწოლიარე.

-ჰანა ვარ მისტერ სტაილს.

-ღმერთო ჩემო ჰანა, როგორ შემაშინეთ-შვებით ამოისუნთქა და წამოდგომა დააპირა, რომ ზურგზე ხელი დავადე.

-არ ადგეთ-ზურგზე დავაწექი და უკან ლოგინზე დავაბრუნე.

-რატომ?-გაოგნდა ჰარი.

-თავი უნდა შეგიმოწმოთ-ოთახში შუქი ავანთე და ისევ საწოლთან დავბრუნდი.

-კი მაგრამ რა მჭირს თავზე?

-არაფერი უბრალოდ მოითმინეთ-ლოგინზე მუხლებით დავდექი და იმ ადგილის შემოწმება დავიწყე სადაც ჩავარტყი. ჩაწითლებია, მაგრამ ამოსიება არააქვს. ეს ყინულის დამსახურებაა.

-კარგი, შეგიძლიათ წამოჯდეთ-ლოგინიდან გადმოვძვერი და ჰარი წამოჯდა.

-აბა რა მჭირს თავზე?-წარბი ამიწია ჰარიმ-ან თქვენ აქ როგორ გაჩნდით?

-მისტერ სტაილს...

-ოჰ მორჩით ამ მისტერ სტაილსის ძახებას მე მშვენიერი სახელი მაქვს.

-კარგით ჰარი... მოკლედ ისევ შეტევა გქონდათ და ბიჭებმა მაშინვე დამირეკეს... რაც შეეხება თქვენს თავს...-მოვუყევი, როგორ ილანძღებოდა და როგორ ჩავარტყი ჯოხი.

-ოჰ ღმერთო-სახეზე ხელები აიფარა ჰარიმ.

-თქვენი ბრალი არ არის-მხარზე ხელი დავადე.

MAD! || H.S✓Wo Geschichten leben. Entdecke jetzt