~21~

1.2K 114 56
                                    

გათენდა. მზემ ფანჯარაში შემოანათა და თავლი მომჭრა. ღამით არ მძინებია. მართალია ჰარისთან ერთად დასაძინებლად დავწექი, მაგრამ როგორც კი ჩაეძინა ფეხზე წამოვდექი, რადგან ვერაფრით ვიძინებდი. ასე მივედი ფანჯარასთან და მთელი ღამე ფიქრში გავათენე.

საერთოდ ყველაფერზე ვფიქრობდი და ქუჩას გავყურებდი. თავიდან იმაზე ფიქრი არ მასვენებდა თუ როგორ მომეშორებინა ჰარისთვის ჯეისონი. ქუჩას ვუყურებდი და თვალწინ მიდგებოდა, როგორ დარბოდა ტროტუარზე ორი პატარა ბიჭუნა სიცილით. შემზარავი იყო იმის გახსენება თუ როგორ გარდაიცვალა ჯეისონი და იმაზე დაფიქრება, რომ ეს ამბავი ჰარის შიგნიდან ღრღნის.

სიკვდილზე მშობლები მახსენდება თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ისინიც აქ ჩეშირში ცხოვრობდნენ თვალწინ უამრავი შესაძლო სცენა მიდგება რაც შეიძლება მათ გადახდომოდათ, თან ვიცი დედაჩემი ჩემს მოპირდაპირედ მდგარ სახლში ცხოვრობდა.
გამახსენდა, როგორი რეაქციებით შევხვდი მათი გარდაცვალების ამბავს და ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
მახსენდება ენის მონაყოლი თუ როგორ ძლიერ უყვარდათ ჩემს მშობლებს ერთმანეთი და ინსტინქტურად ჰარის ვუყურებ.

არ ვიცი ვის ვატყუებ. საკუთარ თავს? მაგრამ იმდენად არ მინდა, რომ მომწონდეს ეს ჩემს თავსაც კი დავაჯერე. აი ასე ფანჯარასთან მდგარი საბოლოოდ ვაღიარებ, რომ ჰარი უკვე სიგიჟემდე მომწონს თუ ეს გრძნობა რომელსაც მის მიმართ ვგრძნობ მოწონებაზე მეტი არ არის... მაგრამ ეს დაუშვებელია! ის ჩემი პაციენტია! არ მაქვს უფლება, რომ შემიყვარდეს! არ მინდა ცალმხრივმა სიყვარულმა გამანადგუროს როდესაც მისგან შორს წავალ... მაგრამ რაც უფრო მეტად ვცდილობ ამ გრძნობის დაიგნორებას მით უფრო მიმძაფრდება იგი. სურვილი მიჩნდება ლოგინში შევწვე და ჰარის მაგრად ჩავეხუტო, მაგრამ საკუთარ თავს ამის უფლებას არ ვაძლევ და ადგილზე ვრჩები.

ასე ფანჯარასთან მდგარს მითენდება ჩეშირში ყოფნის მეოთხე დილა. ვიცი უკვე აღარ არის ლოგინში დაწოლის დრო, მაგრამ არ მინდა ჰარიმ გაიგოს, რომ მთელი ღამე არ მძინებია, ამიტომ ფეხაკრეფით მივდივარ ლოგინთან და ჰარის გვერძე ვუწვები. წამით მისი მშურს რადგან ასე ტკბილად და უშფოთველად სძინავს, მაგრამ ეს შური ისევე სწრაფად ქრება როგორც ჩნდება... საათს ვამოწმებ და დილის 7 საათი ყოფილა. მის გაღვიძებას ალბათ ყველაზე ნაკლები 3 საათი უკლია... საბანში ვეხვევი და ვხვდები, რომ ამდენ ხანს ფანჯარასთან მდგომი ვიყინებოდი... დაღლილს თვალები მიმენაბა და მალევე ჩამეძინა კიდევაც...

MAD! || H.S✓Where stories live. Discover now