~38~

1.7K 156 258
                                    

"ჩასხდომა რეისზე პარიზი  - ნიუ-იორკის მიმართულებით"

და აი გამოცხადდა ჩასხდომა. ჰანა ფეხზე ოხვრით წამოდგა და გრძელ რიგში ჩადგა. ნელ-ნელა ხალხი იმ კარს უკან უჩინარდებოდა საიდანაც პირდაპირ თვითმფრინავისკენ მიმავალ გზას გადიოდნენ და ჰანას რიგიც მალე დადგებოდა, რომ არა...

-ჰანა!-მოესმა ზურგს უკნიდან რამდენიმე ხმის ყვირილით ნათქვამი მისი სახელი და მოულოდნელობისგან შემკრთალი მობრუნდა უკან...

"ერთი საათით ადრე"

ახლად დაქორწინებულმა წყვილმა და ჰანამ როგორც კი სასტუმრო დატოვეს ჯემას მომღიმარე სახე მოეღუშა და მის გვერძე მდგომ ძმას ძალიან ძლიერ ჩაარტყა მუშტი ფერდში რის გამოც ჩიჭმა ხმამაღლა ამოიკვნესა და ადგილზე ჩაიკეცა.

-სულ გაგიჟდი?!-იყვირა სიმწრისგან ჰარიმ და დას გააფთრებულმა შეხედა მის ყვირილზე კი სასტუმროს მიმღებში ყველა მყოფმმა მას შეხედა.

-მე გავგიჟდი არა! შენ საერთოდ გესმის სიტყვა სიყვარულის მნიშვნელობა?!-გაგიჟებულმა უყვირა ძმას ჯემამ.

-ჯემა რა დაგემართა?-გაოცებული მიუახლოვდა ლოტი ჰარის და ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა.

-ამ იდიოტ ჩემ ძმას ჰანა უკვე დიდი ხანია უყვარს და ვერ ეუბნეოდა, დღეს კი მის ოთახში შესულს როდესაც ამის თქმის დიდი შანსი ჰქონდა მაინც არ უთხრა!-გაბრაზებულმა ჯემამ მაშინვე ყველას ჩაუკარკლა ძმის გრძნობების შესახებ. ჰარის თვალები გაუფართოვდა და დას მამის მკვლელი თვალებით შეხედა.

-რაც ახლა ჯემამ თქვა სიმართლეა?-ეკითხება ლოტი და ხელს უშვებს. ჰარი რამდენიმე წამში დარცხვენილი უქნევს თავს და ახლა მისგან ხვდება, ოღონდ თავში-იდიოტო!

-თავი გამანებეთ თქვე ცხოველებო!-სიმწრით თქვა ჰარიმ და ლოტის გაშორდა.

-ჰარი შენ რა სერიოზულად გიყვარს ჰანა?-ახლა ლიამი ეკითხება.

MAD! || H.S✓Where stories live. Discover now