🥺🥺

20 2 0
                                    

დილით ოთახში შემოსულმა მზის სხივებმა თვალი მომჭრა. ძილს აზრი აღარ ჰქონდა, რადგან რამდენიმე საათში სკოლა იწყებოდა. გადავწყვიტე ჯერ შხაპი მიმეღო , როდესაც გამოვედი თაკოც გაღვიძებული დამხდვა ის უკვე არჩევდა, თუ რა ტანსაცმელს ჩაიცმევდა სკოლისთვის და მეც მასთან მივედი

"ამიერიდან თავგადასავლები იწყება"

"კი კი დღეს დიდი დღეა და არა მხოლოდ დღეს"

ვუპასუხე და ორივემ სიცილი დავიწყეთ.ეს რა თქმა უნდა სკოლაზე ვთქვით და მის შიგნით არსებულ სიტუაციაზე,რომლის გამოსწორებაც დავგეგმეთ ორივემ. ცოტახნის შემდეგ უკვე ორივე მზად ვიყავით და სახლიდანაც ადრე გავედით .

გარეთ უკვე სუსხიანი ამიდნები იდგა. ციოდა მალე ზამთარიც დადგებოდა წლის ეს პერიოდი კი ყველაზე მეტად მიყვარს....

"ბავშვებო რამდენიმე წუთით მინდა თქვენი ყურადღება" გამოაცხადა მასწავლებელმა ,რა დროსაც ყველა გაჩუმდა

"თქვენ უკვე დამამთავრებელ კლასში ხართ , ასე რომ უფრო მეტი სწავლა გიწევთ წელს გამოცდები ორჯერ იქნება და რაც შეეხება პირველ გამოცდამდე რამდენიმე კვირა გაქვთ , ხოლო ქულებს, რომლებსაც მოსწავლეები მიიღებენ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი სკოლის რეპუტაციისთვის და მინდა წინასწარ გითხრათ ,რომ ყველანაირად შეეცადეთ არ მიიღოთ დაბალი შედეგები, ეს როგორც სკოლისთვის, ასევე თქვენთვის იქნება ცუდი "

დასრულებისას კი თავის ადგილს დაუბრუნდა.
მალე დიდი შესვენებაც დაიწყო მე და თაკო კი სასადილოში ჩავედით

"გშია?"

"არა შენ?"

"არა, წამო უბრალოდ დავჯდეთ"
ორივე ერთ მაგიდასთან დავჯექეთ
მალევე სასადილოში "დამანგრეველი" თავისი ძმაკაცებით შემოვიდა. ეს სახელი აშკარად უხდებოდა იმის მიუხედავად ,რომ ნამდვილი სახელი არ ვიცოდი

🔞My love from another star🥰🔞Where stories live. Discover now