🖤27 ᔕᒪᗩᐯE 27🖤

1.2K 130 52
                                    

"ეს რა გააკეთე როუს?"ეს რომ იკითხა თვალები მე მომაპყრო ,რაზეც ადვილი იყო ამომეკითხა მასში პანიკა,რამაც თავისთავად ჩემი ანერვიულება გამოიწვია,ნუთუ დიდი შეცდომა დავუშვი?
"რა ...რა მოხდა? რა იცი ამის შესახებ?"სიმწრით ვიკითხე და აღელვებული დაველოდე მის პასუხს.
"იცი მაინც რაში გაყავი თავი? სამუდამოდ მოგიწევს იმის შიშით ცხოვრება,რომ რაღაც მოგკლავს...ჯანდაბა დაწვრილებით მითხარი რა გითხრა"ამ სიტყვების გაგონებაზე უეცრად ისე დავიბენი სიტყვებს ვეღარ ვუყრიდი თავს და ცოტახანს უბრალოდ ვბუტბუუტებდი გაუგებრად,მანამ მხრებში არ ჩამავლო რაინამ ხელები.
"როუს უნდა დამშვიდე და მომიყვე,ეს ახლა მნიშვნელოვანია,ვიცოდე ზუსტი განძრახვა მისი წყევლის"
წყევლის?! მისი ცოლობა წყევლაა?!
"მე...მე უბრალოდ ,მას შვილის გაჩენაზე დავთანხმდი,მაგრამ არც მქონდა სხვა გზა,მან მე ამის ხარჯზე გადამარჩინა რაინა!"ამაზე მან სიმწრით ცინიკურად ჩაიცინა და ხელები მიშვა.
"ამას ვერ დავიჯერებ,რომ თვითონ ყველაფრის გარეშე ვერ შეძლებდა შენს გადარჩენას.
ამისი დედაც,ბოლოს და ბოლოს სიკვდილის დემონია,ამ სისულელის გჯერა შენ?!
მან თავის ხაფანგში გაგაბა!"ბოლო სიტყვები იყვირა,რაზეც უკვე დაძაბულმა დავიწყე
აქეთ-იქით ყურება!
მან რომ ეს გაიგოს გაუბრაზდება რაინას!
რაინა უნდა დავამშვიდო და მეც დავმშვიდე,შემდეგ კი ვთხოვო ამიხსნას ყველაფერი და პლიუს ისიც თუ რა შემიძლია გავაკეთო!
კარგი ,ჯონგუკმა ჭკვიანურად მომატყუა,რაც იყო იყო,ახლა ვერაფერს ვერ შევცვლი და იცით რა ?
აღარც ტირილს არ ვაპირებ,მორჩაა...ეს უკვე გამოვიარე,უნდა ვეცადო რომ ყველაფერი ჩემს გემოზე გავაკეთო და დავასრულო,ამისთვის კი პასუხები მჭირდება.
"რაინა...მინდა დამშვიდე და კარგად ამიხსნა ,რა ჯანდაბა ხდება როდესაც მისი ცოლი ვხდები,რა საფრთხეზეა ლაპარაკი,რა პრობლემები მექმნება!?"
ინტერესით ვიკითხე რაც შეიძლება მშვიდად,რაზეც რაინამ ღრმად შეისუნთქა ჰაერი შემდეგ კი შედარებით დამშვიდებული ჩემს მოპირდაპირედ დაჯდა.
"როუს გაგიგია რაიმე შავ მაგიაზე...ან ვინმესგან ან თუნდაც წიგნში თუ წაგიკითხავს ამის შესახებ?"
ანერვიულებულმა მკითხა,რაზეც დაბნეულმა გაავაქნიე თავი უარის ნიშნად...
"ძაალიან ცოტა"მივაყოლე თან,რაზეც თავი ჩახარა მან და მითხრა.
"ხოდა სწორედ ახლა მოგიწევს ბევრი ახალი ამბის გაგება ამ ყველაზე სერიოზულად საშიშ საკითხთან დაკავშირებით.
შავი მაგია აკრძალული იყო ყოველთვის ,ყველასთვის და ყველა დროში!
ნებისმიერ დროს და ვინც ამასთან საქმეს დაიჭერდა ყველა შეპყრობილი ხდებოდა და ამავე დროს მიზანი ბოროტებისა!"ბოლო სიტყვაზე უკვე გული ამიჩქარდა!
ვიცოდი კარგად არ იყო საქმე ,მაგრამ ასეც არ მეგონა.
"როდესაც ისინი გაიგებენ რომ სიკვდილის დემონის ცოლი ხარ ნამდვილად ცუდად გექნება საქმე,ისინი შენთან მოვლენ,იცოდე რომ მოვლენ როუს."მეტად და მეტად შეშლილი უხდებოდა თვალები და ვიცოდი,რომ ამ ყველაფრის მიზეზი შიში იყო...ალბათ და სავარაუდოდ ჩემი დაკარგვის!
"ვერ გავიგე რაინა...ვინ მოვლენ?"ხმის კანკალით ვიკითხე უკვე,რაზეც რატომღაც სახეზე გაფითრდა და თავი ჩახარა.
"ჯანდაბა,ისე მიჭირს ამის გახსენება."სიმწრით ჩაილაპარაკა და ცოტახანში თავი აწია.
"იცი როუს თეჰიონის აჩრდილებზე მეტად რისი მეშინოდა ადრე?"ისეთი თვალებით მკითხა,ვატყობდი ცოტაც და იტირებდა.
"ავი სულების"ეს რომ თქვა ჟრუანტელმა დამიარა მთლიან ტანში!
"ისინი უფორმო არსებები არიან,არ ჩანან ,არ აქვთ სუნი,არ აქვთ სახე,არ აქვთ არანაირი ფორმა და ზომა!
ისინი უბრალოდ ადამიანის გონებაში ძვრებიან და ნელ-ნელა კლავენ მას და მათვის ყველაზე მიმზიდველი მსხვერპლი იცი ვინაა როუს?!"
და აი უკვე მოსალოდნელად ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან და ცოტახანს გაჩუმდა რომ სული მოეთქვა!
"ჩვენ..."ეს რომ თქვა მივხვდი რასაც გულისხმობდა.
ისიც აქ თეჰიონის ცოლის სახელი ცხოვრობს ,მაგრამ თუ ასეთი საშიშები არიან,მაშინ  რატომაა ის ახლა ცოცხალი?
"კი მაგრამ...რა მოხდა?"ვიკითხე რათა მომესმინა მისი ამბავიც თუ რა გადახდა მათან დაკავშირებით,რადგან მის შიშს და ცოდნას თუ გავითვალისწინებთ მას ერთ დროს მათან შეხება ჰქონდა!
"ჯანდაბა,ეს ჩემი მოყვანიდან სამი წლის შემდეგ დაიწყო ,მაშინ როდესაც თეჰიონმა ცოლი მიწოდა...თავიდან ერთადერთი დიდი პრობლემა თეჰიონი და მისი აჩრდილები იყვნენ,მაგრამ ერთ ღამეს მივხვდი,რომ რაღაც მეტად საშიში არსებობდა.
მივხვდი,რადგან ერთ ღამეს სრულიად გაურკვეველ ადგილას გავიღვიძე,გარშემო კი ყველაფერი უცხო იყო ჩემთვის!
თეჰიონმა სამი დღე ვერ მიპოვა და ამ სამი დღის განმავლობაში ერთხელაც არ მძინებია! ამ ყველაფერთან ერთად კი სულ მეგონა,რომ რაღაც მიყურებდა.
კი არ მეგონა,დარწმუნებული ვიყავი!
ის ელოდა როდის მოვადუნებდი
ყურადღებას, რომ ჩემს გონებაში შემომძვრალიყო და ისევ რაღაც საშინელება გაეკეთებინა ჩემთვის!
ისინი შენს გონებას იმორჩილებენ,შემდეგ კი პრობლემებს გიქმნიან ყველანაირი გზით...მეც არ ვიცი მათზე ყველაფერი ,მაგრამ ეს ერთი დაზუსტებით ვიცი და ისიც კიდევ,რომ ჯონგუკმა ამ ჯოჯოხეთისთვის გაგწირა,მხოლოდ იმიტომ რომ თავისი პირადი სურვულები დაეკმაყოფილებინა..."
გაბრაზებულმა დასრულა სიტყვა და თავი ხელებში ჩაიდო და აი მეც გაშეშებული რომ ვზივარ და ხმას ვერ ვიღებ.
უბრალოდ გაგებულის აღქმმა მიჭირს,ეს როგორ?!
როგორ უნდა ვიცხოვრო ასე როდესაც ვიცი,რომ ერთ დღეს არსაიდან რაღაც გონებაში შემიძვრება და ვინ იცის რას გაამაკეთებინებს!
"რაინა...შენ როგორ შეძელი მათგან თავის დახწევა?"და აი უკვე გამიჩნდა კითხვა,რომელშოც მეგონა გადარჩენას ვიპოვიდი.
"მე მათვის თავი არ დამიხწევია,უბრალოდ თეჰიონის ჩრდილები ფარად მყავს და სულ გრძნობენ როდესაც ეს ბოროტი სული მიახლოვდება,ესა მიზეზი ამ წამს ჩემი კარგად ყოფნის,მაგრამ არ ვიცი რა მოხდება ერთ დღეს აჩრდილებისგან შორს რომ აღმოვჩნდე და ზუსტად ვიცი ისინი მყარაულობენ და ჩასაფრებულები მელოდებიან მე და ამ მომენტს."
ისეთი შეშინებული ჩანდა ვხვდებოდი რამდენის გადატანა მოუწია!
იყო დემონის ცოლი რთულია.
"უი ხო,კიდე...ბავშვები.
იცი მაინც რათ უნდა შვილები ჯონგუკს? "
ცინიკური ღიმილით მკითხა,რაზეც უკვე მეტად ავღევლდი!
რა სჭირს,მგონია რომ სულ სხვაა ამ წამს,პირველად ვნახე ასე.
"არ ვიცი."ჩუმად ჩავილაპარაკე,რაზეც მალევე გამცა ამაზეც პასუხი.
"ხო რა თქმა უნდა არ იცი ,საიდან გეცოდინება!
ის მათ თავისნაირ უგულო დემონებად აღზრდის და შემდეგ გვერდით დამხმარეთ დაიყენებს!
ახლა მას მგონი რვა შვილი ჰყავს თუ არ ვცდები და ისინი გადიან სპეციალურ გამოცდას და მათი აღზრდაც სპეციალური სახით ხდება.
ის შენ გაგაჩენინებს შვილს და ამ შვილს დემონად აღზრდის,საშინელ ბოროტ დემონად გესმის?"ის ამ წამს ძაალიან გაბრაზებული იყო ,მაგრამ უკვე ისე უწევდა ხმას და ისე მიყურებდა ვეღარ ვხვდებოდი ჩემზეც იყო გაბრაზებული თუ მხოლოდ ჯონგუკზე...
"კარგად ვიქნები...მე უბრალოდ სახლში მინდა დაბრუნება."ჩუმად მოწყენილმა ჩავილაპარაკე და ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩემი გულგრილი დამოკიდებულება გამოვხატე.
ხო,არ მაინტერესებს რა გამომედევნება და რა შემიპყრობს თავისი ბოროტი ძალებით და არც ის თუ ჩემი შვილი დემონად აღიზრდება,ახლა ყველაზე მეტად მინდა,რომ სახლში დავბრუნდე და ვერაფერი ვეღარ გამაჩერებს!
"ჯინი...ის ახლა ჯონგუკს ჰყავს გამომწყვდეული,ამაზე გუშინ გავიგე ლუისგან,ან ჩემი მშობლები?
მათ განრისხებული მოსახლეობა რა ვიცი რას დაუშავებთ?
მე ამ წამს მათზე უფრო მეფიქრება,ვიდრე სხვა დანარჩენზე!
მართლა აღარ მაინტერესებს რაინა ,გეფიცები."
გულახდილად დამწუხრებულმა ვუპასუხე,რაზეც კუნთები მოუდუნდა და ისევ უწინდელ სახეს დაუბრუნდა.
"ჯანდაბა...მაპატიე როუს,ზედმეტად ავღელვდი.
უბრალოდ ვბრაზობ ჯონგუკზე და მგონი შენზეც ,რადგან ვღელავ არაფერი არ დაგიშავდეს,მართლა ვერ გადავიტან შენს ტკივილს..."ეს რომ მითხრა გული გამითბა და უნებურად ყველაფრის მიუხედავად გამეღიმა,შემდეგ კი მისკენ მივიწიე და ჩავეხუტე!
ის მართლაც ერთადერთი მხარდამჭერი იყო ჩემთვის ამ წამს,სხვა ყველა კი ჩემს წინააღმდეგ იყო.

🅛 🌹O🌹 🅝 🌹E🌹 🅛 🌹Y🌹 (JK)Where stories live. Discover now