🖤35 ₮ⱤɄ₮Ⱨ ₥Ɇ 35🖤

1.2K 132 73
                                    

როუსის პოვ:
გაუნძრევლად ვიწექი საწოლზე და ხმას არ ვიღებდი,მგონი რომ აღარც ვიყავი ამ სამყაროში ისე ვგრძნობდი თავს!
დაბნეული და შეშინებული ვიყავი მომხდარის გამო,რადგან ვიცოდი არ იყო ეს ყველაფერი მხოლოდ დამთხვევა!
"როუს,გღვიძავს?"კარი ნელა შემოაღო ჩემმა ძმამ და მშვიდად იკითხა,რაზეც მისკენ გადავტრიალდი.
"მღვიძავს ჯინ"
ყველაფერი ისეთი არეული იყო ამ წამს ჩემს გონებაში ,რომ ვინმესთან ლაპარაკი მჭირდებოდა!
"როგორ გრძნობ თავს,შედარებით უკეთ ხარ? "
დარდიანი მზერით იკითხა და იქვე საწოლთან ჩამოჯდა,შემდეგ კი ჩემი რატომღაც გაყინული ხელები თავის დიდ ხელებში მოიქცია.
"ძაალიან ვნერვიულობ შენზე როუს,არ მინდა ასეთ დღეში გხედავდე...მითხარი თუ რამით შემიძლია შენი დახმარება,რა დაინახე, გთხოვ მომიყევი"თავიდან გული გამითბა მისი სიტყვები რომ მოვისმინე ,მაგრამ ბოლო წინადადებამ შუაში გამტეხა!
რადგან მიჭირდა ამის გახსენება,ან უბრალოდ თვითნებურად არ ვაკეთებდი ამას,არ მინდოდა ცოტახნის წინ მომხდარი გაამეხსენებინა!
კოშმარი, რომელიც რეალობაში ვიხილე!
რაღაც რაც მებრძვის,ჩემს ჩათრევას
ცდილობს ჯოჯოხეთში,მაგიჟებს,მაშინებს,
მატერორებს!
"ჯინ ,ახლა ამაზე ვერ დაგელაპარაკები,თავს ძაალიან ცუდად ვგრძნობ.
მინდა რომ რაღაცეებზე დავფიქრდე ,რომ ბოლოს არ გავგიჟდე მართლა.
დროა გავარკვიო ზღვარი რეალობასა და სიცრუეს შორის,მე კი ამას ყველაფრის ფასად გავაკეთებ"გული გამალებით მიცემდა და თავში გაუჩერებლად მიტრიალებდა მისი სახელი.
"ჯონგუკი...შენ გაგიგია ჯინ ეს სახელი?"
მშვიდი მზერით ავხედე ჯინს და გამალებით დაველოდე მის პასუხს.
ჯინმა კი შუბლი შეკრა და დაბნეულობა დაეტყო სახეზე.
"ამმ...ჯონგუკი...ჯონგუკი...საიდანღაც მეცნობა ,მაგრამ ვერანაირად ვერ ვიხსენებ საიდან"
ეცნობა?
ეცნობა...მასაც ეცნობა.
"რა ხდება? რატომ გაგახსენდა ეს სახელი,
ვინნა? "

"ის მოგონებაა...ყველაზე ძლიერი და ძვირფასი მოგონება"

🅛 🌹O🌹 🅝 🌹E🌹 🅛 🌹Y🌹 (JK)Where stories live. Discover now