თავი 12

1.5K 89 8
                                    

  ჰარის POV

  ვატკინე..გული  ძალიან ვატკინე..მაგრამ მეც ხომ უნდა გამიგოს? მის გარეშე არსებობა შეუძლებელია.. როდესაც წავიდა და გაქვავებული დამტოვა,ყველაფერმა ამ დროს იფეთქა. ვიცოდი რომ განსხვავებული იყო,ისიც ვიცოდი რომ მის გარეშე სუნთქვაც არ შემეძლო,მაგრამ რომ მომწონდამეტიც,რომ მიყვარდა ახლა გავიაზრე. არ ვიცოდი ის რას გრძნობდა,იმედია მასაც აქვს გრძნობა ჩემდამი,მაგრამი ისეთი ცხოველის მიმართ,როგორიც მე ვარ,არამგონია... ის განსხვავებულია,სხვებს არ ჰგავს.სხვა გოგოები თითის გატკაცუნებაში საწოლში მიხტებიან, ის კი ჯიუტია და ძლიერი.ვხედავდი როგორ იკავებდა ცრემლებს,ვხედავდი როგორ სტკიოდა... მეტის მოთმენა ვეღარ შევძელი. როცა მაქნანით წავიდა ორმაგად დავიწყე ნერვიულობა,მაგრამ ჩემი გოგოა,არაფერს იზამს ცუდს,ხომ ვიცი ,რომ იცის საკუთარი თავის ფასი..

      პირდაპირ სახლში წავედი,არაფრის თავი აღარ მქონდა.კარებში დედა შემეფეთა,რომ დამინახა ცრემლიანი თვალებით,მომიახლოვდა და ჩამეხუტა.

-რა მოხდა პატარავ?-ხმა ვერ ამოვიღე და მის მკლავებში პატარასავით ავტირდი, მან კი უფრო მიმიხუტა და თმაზე მეფერებოდა.

-დედა.. ეს არ უნდა მექნა..მე ის მიყვარსს.. -ვიგრძენი ღრმად როგორ ჩაისუნთქა

-ჩემო პატარავ,დედაშენი ვარ და ვიცი გულის სიღრმეში როგორც ხარ,ისიც ვიცი როგორ იშვიათად გიყვარდება,ახლა კი როგორც ჩანს მართლა ძლიერი გრძნობა გაქვს,ასეთი რამეები კი ხშირად არ ხდება,თუ გრძნობ რომ ეს შენი ბედია,თუ მის გარეშე ცხოვრება არარაობად გეჩვენება,ხელი ჩასჭიდე და არ გაუშვა.-თავი ამაწევინა და ცრემლები მომწმინდა.ახლა შვება ვიგრძენი.დავრწმუნდი,რომ რადაც არ უნდა დამიჯდეს,ელი ჩემი გახდება,მხოლოდ ჩემი... 

  დედას კვლავ ჩავეხუტე და უკანა ეზოში გავედი,მგონი იცით იქიდან ელის ოთახი რომ მოჩანს ხო? იქით ვიყურებოდი და გამახსენდა როგორ იყურებოდა იქიდან, უცებ კი მის ოთახში შუქი აინთო. სკამიდან წამოვფრინდი და დაკვირვებით დავუწყე ყურება,მაგრამ ფარდა გადაწეული ჰქონდა და არაფერი ჩანდა. ვორჭოფობდი ,მივსულიყავი თუ არა!  ცოტა ხანი დავიცადე და შემდგომ მისი გამოსახულება დავლანდე. მეტი ვეღარ მოვითმინე და მისი ფანჯრის ქვეშ დავდექი. ადვილად ავძვერი თუმცა ხელი მაინც გავიკაწრე და სისხლი წამომივიდა.მეც რა 5 წლის ბავშვივით ვლაპარაკობ. სადღაც 2 წუთში მის აივანზე ვიდექი,ღრმად ჩავისუნთქე და ფანჯარაზე დავუკაკუნე.. 

   ფარდა გადაწია და დავინახე ის რაც ასე ძალიან მიყვარს..მისი თვალები,რომლის ფერი ჯერ კიდევ ვერ გავარჩიე და რომელიც ძალიან იდუმალია.მისი მარწყვისფერი ტუჩები..შემდეგ ალბათ იცით რაც მოხდა (წინა თავშია ყველაფერი) ახლა კი მის წინ ვზივარ და ველოდები როდის ამოიღებს ხმას...

  

ბეტის POV

 აამას არ ველოდი,უბრალოდ შეუძლებელია..ის ხომ ჰარი სტაილსია..მივაჩერდი თვალებში და ვგრძნობდი როგორ ელოდა რას ვეტყოდი.ლაპარაკის უნარი წამერთვა,სიტყვები ვერ მოვძებნე.გონება გავთიშე,გულს მივენდე ,მივიწიე და ჩავეხუტე. ვიცი არ ელოდა,მაგრამ მანაც შემომხვიე დიდი მკლავები და თავზე მაკოცა.ხარბად შევისუნთქე მისი სუნი და ყური დავუგდე მის გულის ცემას,მივხვდი, ეს ის საოცარი მელოდიაა,რომელიც სიცოცხლეს მიხანგრძლივებს. 

  ლაპარაკი არ მსურდა,ამიტომ ვუბიძგე რომ დაწოლილიყო,ისიც დაწვა,მე კი უფრო მოვეხვიე..

-მხოლოდ ჩემი-გავიგე როგორ დაიჩურჩულა,უნებურად ჩამეღიმა

-მხოლოდ შენი....

  მინდოდა ეს მომენტი სამუდამოდ გაგრძელებულიყო და თვალებს ძალით არ ვხუჭავდი,მაგრამ ბოლოს მაინც დამეხუჭა და გადავეშვი იმ სამყაროში,სადაც არაფერია შეუძლებელი.


Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
My love,My life (დასრულებული)Where stories live. Discover now