༄ 13 ༄

1K 129 19
                                    



this life and the world
to come are void
of desires;

YAMANAKA CHIEKO


✰✰✰✰

- კარის გაღება მაცადე!- ამოიბუზღუნა თეჰიონმა ჯონგუკის კოცნებს შორის და მოუთმენლად დაეჯაჯგურა სახელურს.- ჯანდაბა! ამის დედაც, გაიღე!- მოთმინებადაკარგული იკურთხებოდა ბიჭი.

აღელვებულმა როგორც იქნა კარი გააღო და ჯონგუკმა მეტი აღარ აცადა, მაშინვე უხეში მოძრაობებით გახადა შემოსაცმელი და მისი კოცნა გააგრძელა.

არ ახსოვდათ აქ როგორ აღმოჩნდნენ.
ერთ მომენტში ჯონგუკი ატირებულ თეჰიონს ამშვიდებდა, მეორე მომენტში ერთმანეთს კოცნიდნენ და ყველაფერი ზედმეტად მომთხოვნ ფაზაში რომ გადავიდა, თეჰიონმა უთხრა, რომ ადგილი იცოდა, სადაც წასვლა შეეძლოთ.
მერე ჯონგუკი მანქანას მართავდა და თითქმის ოცი წუთი ორივე მოუსვენრად ისხდნენ ერთ ადგილას.
თეჰიონის მითითებული ადგილი ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ მოშორებით იყო. მანქანიდან არეული ნაბიჯით გადმოვიდნენ და თეჰიონი კორპუსისკენ გაუძღვა ჯონგუკს.
მათი კოცნის სესია ლიფტის კარის დახურვისთანავე გააგრძელა ჯონგუკმა. თეჰიონი კედელს უხეშად ააკრო და მხოლოდ მაშინ მოშორდა მის ტუჩებს, როცა თეჰიონი კარის გაღებას ცდილობდა და ერთდროულად კოცნა და გასაღების მოძებნა ვერ შეძლო.

- საძინებელი საითაა?- ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა ჯონგუკმა და ამჯერად თეჰიონის ყელს დააცხრა ტუჩებით.

თეჰიონს პასუხზე თავი არ შეუწუხებია, მხოლოდ კვნესა დასცდა მის ბაგეებს ჯონგუკის კბილები რომ იგრძნო კანზე და ბიჭს საძინებლისკენ სხეულით უბიძგა. სანამ იქამდე მივიდოდნენ, ნახევარი ტანსაცმელი შემოაცალეს ერთმანეთს და ოთახამდე რომ მიაღწიეს მხოლოდ შარვლებიღა ეცვათ. მალე ისინიც მოშორდა მათ სხეულებს საცვლებთან ერთად.
ჯონგუკმა ნელა გადააწვინა თეჰიონი საწოლზე, ისე, რომ მისი კოცნა წამით არ შეუწყვიტავს.
არ შეეძლო...
ვერ ძღებოდა ბიჭის ტუჩებით, სხეულით, კანით, სურნელით...
ყველაფერი თავბრუდამხვევი იყო თეჰიონში და ჯონგუკს აღარ შეეძლო მას შეწინააღმდეგებოდა.
აღარც შეეძლო და აღარც უნდოდა მისი მომაჯადოვებელი აურისგან გაქცევა.
მიხვდა, რომ თეჰიონს უკვე საბოლოოდ დანებდა.

𝑺𝒄𝒚𝒍𝒍𝒂 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒉𝒂𝒓𝒚𝒃𝒅𝒊𝒔Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ