༄ 22 ༄

977 122 10
                                    




when I fit my thoughts
to love,
even the moist-faced moon
sojourns at my sleeve.

PRIEST SAIGYŌ


✰✰✰✰

იმ დილით, როცა ჯონგუკის მობილურზე ზარი შემოვიდა, ბიჭი სამზარეულოში იჯდა და საუზმობდა.
ეკრანზე დაწერილმა დედამისის სახელმა ღიმილი მოჰგვარა და ქალს მაშინვე უპასუხა:

- გისმენ, დედა.

- ჯონგუკ, დილით ადრე ექიმთან ვიყავით, იუჯინის ანალიზების პასუხები ვნახეთ და გამოიცანი რა მოხდა!- აღელვებული ხმა ჰქონდა ქალს.

- არ ვიცი, სწრაფად მითხარი!- აღელდა ჯონგუკიც.

- იუჯინის თერაპიის კურსი დასრულდა. ექიმმა თქვა, რომ ყველაფერი წესრიგში აქვს და თუ პატარა ვარჯიშებს გააკეთებს და ხშირად ივლის ფეხით, არანაირი პრობლემა აღარ ექნება... გესმის, ჯონგუკ?- ტირილით ამოთქვა მან.- იუჯინი ჩვეულებრივი გახდება, სკოლაში ივლის, მეგობრები ეყოლება და მისი ასაკის სხვა ბავშვებივით იცხოვრებს, გუკ...

ჯონგუკს ტელეფონი ისევ ყურთან ედო, მაგრამ უკვე დიდი ხანი იყო დედამისის ლაპარაკი აღარ ესმოდა. თვალები ერთმანეთს დააჭირა, რომ სიხარულისგან მოწოლილი ცრემლები როგორმე შეეკავებინა.
იუჯინი მისთვის ყველაფერი იყო და ესე იგი, ყველაფერი, რისთვისაც ამდენი წელია შრომობდა, კარგად იყო.
იუჯინი კარგად იყო და ჯონგუკი ამაზე ბედნიერი ვეღარ იქნებოდა.

- არ-რ ვიცი რა ვთქვა...- ხმა აუკანკალდა და მთელი გულით გაიღიმა.

- ვიცი, გუკ, ვიცი... ახლა უნდა წავიდე, იუჯინი მელოდება. მოგვიანებით დაგირეკავ. მიყვარხარ.- სათქმელი ნაჩქარევად მიაყარა ქალმა.

- მეც მიყვარხართ, იუჯინს უთხარი, რომ საღამოს დავურეკავ.

მერე ტელეფონი მაგიდაზე დადო და ღრმად ჩაისუნთქა.
ყურებამდე გაღიმებული რამდენიმე წუთით უაზროდ იყურებოდა წინ და ეგონა, რომ მალე ბედნიერებისგან გასკდებოდა.
სწრაფად მიალაგა იქაურობა და თეჰიონის ოთახისკენ მიმავალ გზას ჩქარი ნაბიჯით გაუყვა.
თეჰიონი პირველი იყო, ვინც ამ ამბის გაგების შემდეგ გონებაში ამოუტივტივდა და ერთი სული ჰქონდა მისთვისაც გაეზიარებინა ახალი ამბები.
კარზე დაკაკუნებით თავი არ შეუწუხებია, ოთახში პირდაპირ შეიჭრა და საწოლზე ჩამომჯდარ თეჰიონს, რომელიც რაღაცას ხატავდა, უსიტყვოდ, მთელი ძალით მოეხვია.

𝑺𝒄𝒚𝒍𝒍𝒂 𝒂𝒏𝒅 𝑪𝒉𝒂𝒓𝒚𝒃𝒅𝒊𝒔Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin