2.

4.8K 444 264
                                    

აჩქარებით ფოტო გადაიღო, რათა თავის ანონიმურ პროფილზე განეთავსებინა.  

კარგი კონტრაჟური, კარგი რაკურსი.

პირში ჰაერის გროვა შეკრა, ლოყები კარგად გამობერა და შემდეგ ხმაურიანად ამოისუნთქა, თლილი თითები კიდევ უფრო შემოუჭირა ჭიქის სადგამს და შემდეგ ერთი გადაკვრით დალია ლალისფერი სითხე. ინერციით თავი უკანაც კი გადახარა და ფაფუკი ყორნისფერი თმები გრძელ წამწამებზე ჩამოუცვივდა. იმდენად არ უყვარდა ალკოჰოლური სასმელი, რომ ლამის ნერწყვი დაიგროვა პირში და ერთიანად გადააფურთხა, მაგრამ, არა, ეს მისთვის ამაზრზენი იქნებოდა, ამიტომაც მინა ოდნავ დაანარცხა წრიულ მაგიდაზე და მესენჯერში შევიდა.


დღეში რამდენი ჰორმონებმოზღვავებული ადამიანიც აწუხებდა თეჰიონს, იმდენი ათი დოლარი რომ ჰქონოდა, მილიარდელი შეიძლება არ ყოფილიყო, მაგრამ კაი მაყუთს მაინც გაჩითავდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

დღეში რამდენი ჰორმონებმოზღვავებული ადამიანიც აწუხებდა თეჰიონს, იმდენი ათი დოლარი რომ ჰქონოდა, მილიარდელი შეიძლება არ ყოფილიყო, მაგრამ კაი მაყუთს მაინც გაჩითავდა.  ჰოსოკის წერილი სწრაფადვე დააიგნორა და მზერა პირველ შეტყობინებას მიაპყრო.

ჯონ ჯონგუკი,

მის სახელსა და გვარს ჯერ კიდევ ზიზღით წარმოთქვამდა, თუმცა ახლა მისი ყურადღების ცენტრში ყოფნა ნამდვილად კი ანიჭებდა სიამოვნებას.  ყმაწვილი მის არცერთ პოსტს ტოვებდა, თითოეულ მათგანზე აკომენტარებდა, აზიარებდა და გონებაში ჯერ კიდევ ცხადად ახსოვს, სულ რაღაც ექვსი წამის დადებულ სურათზე როგორ დაუკომენტარა, "ღმერთო, შუბლზე ტატუდ მინდა ეს ფოტო."

აპლიკაციიდან გამოვიდა, სურათებში შევიდა და სამიზნეს პოვნის შემდეგ თავისი საფირმო კვადრატული ღიმილი აიკრა სახეზე.

Is he gay or just Vante? [✓]Where stories live. Discover now