24.

2.1K 234 263
                                    


"ღმერთო, ჩიმჩიმ" ცრემლთა კორიანტელში ძლივს შეძლო ყმაწვილმა სიტყვებს სლუკუნით წარმოთქმა, "ის ისეთი საყვარელია. უკვე ლამის სიცოცხლეზე მეტად შემიყვარდა ძილის დროს მის მკერდზე თავის დადება და ტკბილი სუნთქვის მოსმენა." ლოყაზე მხურვალე ცრემლი ჩამოედინა, თუმცა სანამ საჩვენებელ თითს აწევდა და მოიწმენდდა იქამდე მაჯაზე ხელი ჯიმინმა ჩაავლო.

"შეჩემა, არ ქნა ეგ." მყისვე მარცხენა ხელით მაგიდაზე დადებული ხელსახოცი აიღო და თავადვე მოუწმინდა თეჰიონს ცრემლები. "ახალ შილაკს გაიფუჭებ."

კიდევ ერთხელ პატარაზე წაისრუტუნა და ძლივს ჩაიბუტბუტა, "მადლობა!"

კაფის კარები იმხელა ძალით მიენარცხა აგურის კედელს, რომ მთელი შენობა ისე შეზანზარდა თითქოს რამდენიმე–ბალიანი მიწისძვრა ყოფილიყო. "პაპი მოვიდა, თქვე ჩათლახებო!"

ჯინმა ხმამაღლა განაცხადა და ნაცნობი კუთხისაკენ, წრიული მაგიდისაკენ, დაიწყო სიარული. სწრაფადვე ერთ–ერთ რბილ სკამზე დაჯდა და მეგობრებს შეხედა. "რაზე საუბრობდით?"

"თეჰიონი ამბობდა, ღამე ჯონგუკს ისე საყვარლად სძინავს სულ მისი ყურება მინდებაო." ჯიმინმა იდაყვი მაგიდაზე შემოდო და თავი ხელისგულში ჩაირგა. "ისე ახლა მეც მასე ვარ, მაგრამ პირველი ორი თვე იუნგი სარეცელს ჰყოფდა და ჩვენს შორის ნივთებს აწყობდა. თავიდან ელექტრონული პიანინო ჩადო, მაგრამ ერთხელ რაღაც ესიზმრებოდა და ფეხი ისე მიარტყა, მიხვდა, რომ ცუდი იდეა იყო."

"ჩემი აზრით, სასამართლო არ მომწონს!" ჯინმა მაგიდაზე ხელები დაარტყა და ფეხზე წამოდგა, თეჰიონმა და ჯიმინმა ერთმანეთს გაკვირვებით შეხედეს. "ყოველ დედააფეთქებულ ღამეს ნამჯუნი ისე ხმამაღლა ხვრინავს, რომ ყურის საცობებიც აღარ მშველის! იმდღეს მისი ხვრინვა ჩავწერე და დილას მოვასმენინე, რომ ენახა, რატომ მაქვს თვალები მუდამ ჩალურჯებული! და იცით რა მითხრა? იცით?" ჯინმა თავის ქნევა დაიწყო, როგორც გაბრაზებისას ყოველთვის ჩვევია. "ფოტოშოპი არისო, არადა ვიდეოს როგორ დააფოტოშოპებ!"

Is he gay or just Vante? [✓]Where stories live. Discover now