Intro

47 3 0
                                    

ალბათ ყველაფერი სწორედ იქ, და იმწამს დაიწყო: თვალებიდან არ ამომდის თხელი, ატლასის პერანგი, იდაყვთან აკეცილი მკლავები და მზისნაკოცნი, ნაზი კანი რომელიც არაჩვეულებრივად მოჩანდა პერანგიდან.
მასზე ფიქრისას გონებაში მუდმივად, გარკვევით ერთი სიტყვა მიტრიალებს:
    " ეი შენ! "
მისი მკაცრი ხმის ტემბრი, შეფარული გულგრილობით ჩემზე მიუთითებს. თვალებს ვხუჭავ და შელოცვასავით ვიმეორებ, გონებაში ვატრიალებ ერთსა და იმავე სიტყვებს. მკაცრად და უხერხულად ჟღერს, მოჩვენებით ამბობს ის ადამიანი, ცხოვრებაში რომ არ გაუჩნდება შენთან საუბრის სურვილი.
  იქნებ სულაც მაშინ დაიწყო, მუხლებ გადაყვლეფილი ერთ-ერთ ძველებურ ხის სკამზე გვერდით რომ მეჯდა და როგორც იქნა, მივხვდი, მის საიდუმლოს...
  იქნებ სულაც მაშინ დაიწყო, როდესაც პატარა ბავშვი ვიყავი. მშობლებთან ერთად დიდებულ ოჯახში, რომ ვიზრდებოდი და ჩემი თავნებობით ირგვლივ მყოფების ზიზღს ვიწვევდი.
  ზოგი ასე ჩათვლის, ზოგი ისე...ჩემთვის კი ისტორია მაშინ დაიწყო როდესაც, საბედისწერო დღეს სახლში არ დავბრუნდი...

Time JumperWhere stories live. Discover now