I

31 2 0
                                    

  ოჯახიდან გამომდინარე, დამთმობი არასდროს ვყოფილვარ. ჩემი ქცევა მუდამ შეფასდებოდა, არც მეტი არც ნაკლები_ცოცხალი, თამამი და ბლაგვი.
  მიყვარდა გამარჯვება და მისით ტკბობა, მარცხის გემო კი უცნობი ხილი იყო, რომელიც არასდროს მეგემა. მე გახლდით ახალგაზრდა, რომელიც მანდილოსნებს წამიერი დამოყვრების იმედით აავსებდა და დღის ბოლომდე დაივიწყებდა მათ არსებობას.
  მშობლების სახელი მუდამ დღე ხელს მაძლევდა, რათა დამეშვა უამრავი შეცდომა, ცოდვა, რასაც გართობას ვუწოდებდი. ჩემი ყოველდღიური ,,გართობა,, კი ოჯახს აზარალებდა, სახელს ულახავდა, თავზე ლაფს ასხამდა.
ჩემი ერთი დღე მეორეს ჰგავდა, მეორე_მესამეს, მესამე_მეოთხეს...ვიწყებდი სწავლით ვამთავრებდი დაუსრულებელი გართობით.
ცხოვრების სტილი ბევრს ნიშნავს ჯანმრთელობისთვის, ხომ მართალი ვარ?
  ღონიერი ვიყავი, მაგრამ გული...დალახვროს ეშმაკმა ის ახლაც კი არ მაძლევს უფლებას ის გავაკეთო რაც მინდა, ყოველწამს მახსენებს ასაკს.
  ისტორია რისი გაზიარებაც მინდა, უშუალოდ, იწყება დედაჩემისა და მამაჩემის წინ დაყუდებული ბიჭიდან, რომელიც მშვიდად ელოდა განაჩენს...

-ჯონ ჯონქუქ...თვალებში მიყურე, როცა გელაპარაკები!
  ჩემი კნინვა მამისადმი მაიძულებს სურვილის მიუხედავად თავი ავწიო და ყავისფერ თვალებში ჩავაშტერდე, რომლის კუთხეშიც უამრავი ნაოჭი დაგროვებულა.
-ოჯახის შემარცხვენელო!
  მაღალი ხმა გვერდით მჯდომ დედას სახეზე შიშს გვრის, მისი დაბნეულობა ზღვარს სცდება და ხმას ვერ იღებს. ალბათ არც არაფერი აქვს სათქმელი, რადგან მასაც მობეზრდა ჩემი თავხედური საქციელი.
-როდის მოეღება ბოლო ყველაფერს?!
კნინვა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა მის სიმძიმეს ვეღარ ვუმკლავდები.
-შემომხედე როცა გელაპარაკები!
მთელ ძალას ვიკრებ და თავს ვწევ
-პასუხს ველი
-არაფერი მაქვს სათქმელი...
უსირცხვილიდ ვიძლევი გულცივ პასუხს და ისევ იატაკს ვაშტერდები

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 21, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Time JumperWhere stories live. Discover now