HOT AS HELL

876 60 39
                                    

თვალებს ვახელ თუ არა , პირველი ფიქრი , რაც თავს მახსენებს , ზეინის ჩამოსვლაა.
დღეს საღამოს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეიცვლება.
ვიფიქრებდი უარესობისკენ თქო , მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რა შეიძლება იყოს ამაზე უარესი.
არადა , ფანტაზიით ყოველთვის გამოვირჩეოდი.
ტელეფონს ვიღებ თუ არა , გამოტოვებულ ზარებს ვაწყდები მამასგან.
მგონი გაახსენდა , რომ შვილი ჰყავს.
ტელეფონს უკან ვაბრუნებ და აბაზანაში შევდივარ.
ხვალიდან ამ ოთახშიც ერთად ვიქნებით.
ქვემოთ ჩასული მარიას ვეჩეხები.
ტელევიზორს უყურებს , ფეხები მაგიდაზე აქვს შემოლაგებული და იქაურობა საღორეს ჰგავს , სერიოზულად.
'ესენი აალაგე , რა. დაქალმა დამირეკა , უნდა გავიდე მე.'
ჰო , არც ვფიქრობდი , რომ შენით აალაგებდი.
'კარგი.'
სანამ გავიდოდა კიდევ მომიტრიალდა.
'დღეს ზეინი ჩამოდის.'
'ვიცი.'
'ცუდი დღეები გელოდება. სახლში ზეინის ყოფილს გამოვიყოლებ , კარგი გოგოა.'
რომელი ზეინის ფანი მე მნახა ჩემს ეჭვიანობას , რომ ცდილობს ?
'გულზე მომხვდა პირდაპირ.'
თვალები ავატრიალე და მისაღებისკენ წავედი.
როგორც ჩანს ვერ გაიგო ბოლოს რა ვთქვი , მშვიდად გაიხურა კარი და წავიდა.

წინ გოგო მიზის , რომელიც არ მომწონს.
ბედნიერი არც თვითონ ჩანს ჩემი აქ ყოფნით.
ეს თუ ჩემი ქმრის ყოფილია , მაშინ გემოვნებასთან სერიოზული პრობლემები ჰქონია , მართლა.
'ზეინმა დარეკა. 5 წუთში სახლში იქნება.'
ტრიშამ ბედნიერმა გვაცნობა და ყველანი კარისკენ წავიდნენ.
ნელა იმიტომ კი არ დავდივარ , რომ დიდად მოხარული არ ვარ მასთან შეხვედრით ?
არა , სულ არ ვითრევ ფეხს.
კარგი , მართლა ვნერვიულობ..
ზეინის 5 წუთი ნახევარ საათს მოიცავს და ჩვენც , როცა დაღლილები უკან ვაპირებთ გაბრუნებას , ეზოში მანქანა შემოდის.
მე ყველაზე უკან ვდგავარ.
მარიას მოყვანილი ზეინის ყოფილი ტესა , მანქანისკენ პირველი გარბის.
მე ვარ ის ერთადერთი , ვინც ადგილიდან არ იძვრის.
მანქანის კარები , რომ იღება და იქიდან ყვითელთავიანი , ზღვისთვალება ბიჭი გადმოდის , ვფიქრობ ამან რა უნდა მაწყენინოს , მგონი მისამართი შეეშალა თქო და გაკვირვებული ვაშტერდები.
ტრიშამ მითხრა შავგრემანიაო , რატომ მომატყუა ?!
როცა ზემოთხსენებული ქალბატონი ამ ბიჭისკენ 'ნაილერის' ყვირილით გარბის , ვხვდები ზეინი არაა.
შემდეგი ვისაც ვხედავ , მწვანეთვალება, კულულა ბიჭია.
ჰო , სიმპატიურია.
ესაა ?
ისევ ტრიშა მახვედრებს , რომ ზეინი კი არა ჰარია, როგორც თვითონ დაუძახა ჰაროლდი.
ახლა ცისფერთვალება ბიჭი ჩნდება ჰორიზონტზე 'ოიოი'-ს ძახილით უკან კიდევ ყავისფერთმიანი ბიჭი მოყვება , თან თავზე ხელს ურტყავს.
ღმერთო , ამ საყვარელი არსებებიდან მაფიის ბოსი და 'სასტიკი' ტიპი რომელია ?!
როცა მანქანიდან სულ ბოლო ბიჭი გადმოდის , სერიოზული გამომეტყველებით და ოდნავი ღიმილით , მაშინ ვხვდები , რომ შეუძლებელია ის არ იყოს.
ღმერთო , გთხოვ ის იყოს !
მარია ბიჭებს ყურადღებას არ აქცევს ისე იხუტებს პოტენციურ ზეინს.
ის ხელებსაც არ ხვევს.
ნაცრისფერი ოდნავ მოტკეცილი პიჯაკი და შავი შარვალი აცვია.
ტესას ყურადღებას არ აქცევს , ტრიშას თავის დიდ მკლავებში იქცევს და ჩემსკენ იყურება.
მგონი ასე არასდროს მინერვიულია.
წამით მაკვირდება.
მგონი ახლა ის მომენტია , რომელიც ტრიშამ ახსენა.
ფიქრობს რომელი მხარე გამოაჩინოს ჩემთან.
სანამ თვითონ მოვა მასთან მყოფი ბიჭები ასწრებენ , სახელებს მეუბნებიან და ძლიერად მეხუტებიან.
ის ჩემსკენ მოიწევს და ჩემს წინ ჩერდება.
ხელს ვუწვდი ჩამოსართმევად , რაზეც ტუჩის კუთხეს ტეხს და გააზრებას ვერ ვასწრებ ისე მაქცევს თავისი ტორების ქვეშ.
'მიხარია შენი გაცნობა.'
თმას ნაზად მიწევს ყურსუკან და იქვე მჩურჩულებს.
წინ ნამდვილად საინტერესო ამბები მელოდება.

Cold souls. Where stories live. Discover now