LOVE DOESN'T EXIST.

894 50 19
                                    

ახლო მომავალში.

'მე..ძალიან მტკენ. გთხოვ , ასე აღარ მოვიქცევი.'
თითქოს გონება ბოლომდე გადაკეტილი აქვს , ოთახში დააბიჯებს და ჩემს ერთიანად გადაწითლებულ ზურგს კმაყოფილ , შეშლილ ღიმილს აგებებს.
'ვცდილობდი აქამდე არ მოვსულიყავით , მაგრამ ამის უფლება არ მომეცი.
ყველაფერი შენი ბრალია , ქეი.'
ქამრის კანზე დარტყმისა და ჩემი კივილის ხმა ერთმანეთს ერევა და ვხვდები , რომ ნელ-ნელა , ყოველი დარტყმისას ტკივილი იკლებს.
ხერხემალს თავისი ცივი , ნატიფი თითებით მოუყვება და ისეთ შეგრძნებას მიჩენს , თითქოს მეფერება.
როცა მგონია მთავრდება , ამბავი კულმინაციას მაშინ აღწევს.
თმაზე მექაჩება და მისკენ თავგადაწეულს ცეცხლისფერ მათრახს სახეზე ნაზად დამატარებს.
როცა მკერდამდე ჩადის , მიუხედავად იმისა , რასაც აქამდე მიკეთებდა , სხეული მითრთის და ტანზე ტაო ერთიანად მაყრის.
მზად ვარ დავივიწყო ყველაფერი , რაც გააკეთა როცა მკერდს შორის მწარე დარტყმას ვგრძნობ.
ერთადერთი , რაც ვიცი ისაა , რომ არ ვიტირებ.
არ მაქვს უფლება დავანახო რამდენად მტკენს , ერთადერთი , რასაც ვიზამ სამაგიერო იქნება.
წითლად შეღებილ კანზე ხელს მიაცოცებს და ხელს ბარძაყზე მიჭერს.
ყოველ წამს ველოდები როდის გაიღვიძებს რამდენიმე წამით მიძინებული ცხოველი მასში და როდის მატკენს.
'დღეისთვის საკმარისია , პატარავ , მაგრამ ჯერ არაფერი დამისრულებია.'
ბორკილებს მხსნის და თავის მაისურს იატაკიდან იღებს.
ხელებზე ლურჯი შეფერილობა მაქვს და ასე მგონია , სისხლის მიმოქცევა შემიჩერდა.
'განანებ , ძალიან მწარედ განანებ , ზეინ !'

ახლანდელი დრო.

ვზივარ რესტორანში , რომელიც არ მომწონს.
ველაპარაკები ქალს , რომელიც ასევე არ მომწონს.
ხო , მიუხედავად იმისა , რომ ზეინი ჯერ კიდევ გუშინ ჩამოვიდა და ნორმალურად ერთმანეთის ნახვა ვერც მოვასწარით, მისი სამსახურის გამო აქ ვზივარ და ერთი სული მაქვს როდის წავალთ სახლში.
ზეინი და სმოკინგიანი კაცი სასტუმროს გახსნის თემაზე საუბრობენ , მე ამ კაცის ცოლს ველაპარაკები და ასე მგონია მოწყენილობისგან ჩამომეძინება.
'თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე ?'
მისტერ ჰოჩნერი უცნაური მზერით მათვალიერებს და თვალებში მაჩერდება.
ინსტიქტურად წარბაწეულ ზეინს ვუყურებ და როცა თავს მიქნევს ვცდილობ სათქმელს თავი მოვაბა.
'განსხვავებულს ვერაფერს გეტყვით.
ვფიქრობ უკეთ ერკვევით ამ საკითხში, მაგრამ რადგან მაინც მკითხეთ აზრი გეტყვით , რომ ქუჩაში უამრავი ობოლი,უსახლკარო ბავშვია , რომელსაც არც თქვენი აშენებული სასტუმრო უშველის და არც ადმინისტრაციის გასქელებული ჯიბეები.
თქვენ ამტკიცებთ რაოდენ მეცენატი ხართ მაშინ , როცა ერთადერთი რაზეც ფიქრობთ ფულით სავსე გროვაა.
თუ გინდათ საზოგადოებას, ქვეყანასა და მომავალს დაეხმაროთ, იფიქრეთ რა გააკეთოს ხალხმა, ვისაც საცხოვრებელი რესურსი არ აქვს , რადგან სასტუმროებში მოსიარულე მილიარდელები დარწმუნებული ვარ გამოსავალს თქვენს გარეშეც იპოვიან.
მაშინ , როცა პრიორიტეტი ფული და რეპუტაციაა, არ უნდა მეკითხებოდეთ ჯანსაღ აზრს ამ საკითხზე.
რადგან მკითხეთ იმედია პასუხიც არ გაგანაწყენებთ.'
ზეინს ეღიმება და ჰოჩნერს გამომცდელად აკვირდება.
მისი სულელი , მარიონეტი ბარბი მიმტანს ეფლირტავება.
'შენს ქმარს ძალიან ჰგავხარ. ჩამოყალიბებული,ცინიკური და ამავდროულად ლოგიკური,გონივრული აზრი მალიკის ხელწერაა.
კარგი, ამჯერად მისტერ და მისის მალიკს დავუჯეროთ , არა საყვარელო ?'
ბარბი გაურკვეველი თავისქნევით დაეთანხმა და ჩვენც საბოლოოდ წასასვლელად მოვემზადეთ.
ზეინი ქურთუკის ჩაცმაში დამეხმარა და ხელი ჩემს წელზე მოათავსა.
'ნამდვილად იდეალური არჩევანია მისტერ მალიკ,გაგიმართლათ.'
ჰოჩნერი ზეინს მხარზე ხელის დატყაპუნებით, მე კი თავის დაქნევით დამემშვიდობა და თავის სულელ ბარბთან ერთად თვალთახედვის არედან გაქრა.
'რას იტყვი , ტკბილო?'
კარამელისფერი თვალები თბილად მომჩერებიან.
'შეიძლება ჩვენს იდეას დათანხმდა , მაგრამ ამით დიდად კმაყოფილი არ ჩანს.
ნაკლები შემოსავალია , სასტუმრო ბევრად გაამდიდრებდა და ვფიქრობ ერთადერთი მიზეზი , რის გამოც დაგვთანხმდა ისაა , რომ შენთან საქმიან კავშირს ვერ გაწყვეტს.'
კარი გამოაღო და ამ საშინელ , ძვირფასეულობის სუნად აყროლებულ რესტორანს საბოლოოდ მოვწყდით.
'ბიზნესში , რომ ჩავერთე ძალიან პატარა ვიყავი.
ჩემი მიზანი იყო , რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავხმარებოდი.
ნელ-ნელა ამ ამბავში ძალიან ღრმად ჩავერთე და ერთადერთი გავხდი , ვინც ჩემს ასაკში მიაღწია 'მაფიის ბოსის' ტიტულს.'
მანქანის კარს მიღებს და ცოტახანში თვითონაც გვერდით მიჯდება.
'როცა მაფიას ვახსენებ ალბათ სროლა,მკვლელობები და მსგავსი ამბები წარმოგიდგება,მაგრამ არსებობს ამ ყველაფერში მეორე მხარეც , რომელიც სიკეთეს ემსახურება და ბოროტებას აღკვეთს.
მე მეორე ნაწილს ვეკუთვნი და ვცდილობ ის გავაქრო , რასაც რეალური მაფია ჰქვია.
ჰოჩნერი რეალურ მაფიას ემსახურება და ჩემთან კავშირის გაწყვეტა სწორად იმიტომ არ აწყობს , რომ შემიძლია გავანადგურო და მან ეს იცის და რა თქმა უნდა მე მას გავანადგურებ , როგორც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბოსს , მაგრამ ჯერ მისი დახმარება მჭირდება საქმეში.
კითხვაზე იდეალური პასუხი გაეცი.
მიხარია , რომ ჩემთან შენ ხარ და არა ვინმე სხვა.'
ხელზე თავის ნაზ ტუჩებს მაწებებს და საჭეს უბრუნდება.
ემოციების ქარცეცხლში ვიწვი , მაგრამ ეს ყველაფერი სულს მალამოდ ედება.
მომწონს , როცა ლაპარაკობს და მგონია არასდროს მომბეზრდება ზეინის მოსმენა.
'ლუის უნდა მივაკითხო საქმე აქვს ჩემთან, სახლში დაგტოვებ, კარგი?'
'კარგი.'
მე სახლში შევდივარ , ზეინი ლუსთან მიდის.
როცა ყველაფერს აქეთ-იქით მიმოფანტულს ვაწყდები , ცოტა ვიბნევი და შიში მიპყრობს.
მისაღებში შესული ადგილზე ვშეშდები.
უამრავ ღვინის ბოთლსა და ლუდის ქილაში ჩამალული მარია სიგარეტს ეწევა და გამომწვევად მიყურებს.
'ოჰო, მობრძანდი ?!'
'როგორც ხედავთ.'
'მოდი, მომიჯექი ცოტახანს.'
მარიასგან ოდნავ მოშორებით ვჯდები და გახდილ მანტოს გვერდით ვიდებ.
'ზეინის მამა , რომ გავიცანი , ახალგაზრდა და სრულიად გამოუცდელი გოგო ვიყავი.
ბევრ ბიჭს მოვწონდი , მაგრამ დედამიწაზე არავინ მოიძებნებოდა ისეთი ვინც მე მომეწონებოდა.
მერე , უბრალოდ ერთ ადგილზე გავჩერდი და გადავწყვიტე ძებნა შემეწყვიტა.
ვიცოდი , რომ როცა საჭირო იქნებოდა და როცა გამოჩნდებოდა ის , ვინც ჩემს ცხოვრებას სხვადასხვა ფერით გაჟღენთდა , მაშინ შემიყვარდებოდა.
როგორც კი შევწყვიტე უშედეგო ძიება, მაშინვე გადავეყარე მას.
მთელი ძალით ვცდილობდი მისი ყურადღება მიმექცია , რადგან მას მე არ ვაინტერესებდი.
სულ მაინტერესებდა რატომ ხდებოდა ისე,რომ ყველა ბიჭი ჩემზე ოცნებობდა მე კი მზად ვიყავი მხოლოდ მისთვის დამეთმო ყველაფერი , ვისაც არ ვუყვარდი.
არც მაშინ ვუყვარდი , როცა მიყენებდა და ისე მატრიალებდა როგორც სურდა.
არც მაშინ , როცა ცოლად მომიყვანა და ორი მშვენიერი შვილი გავაჩინეთ.
ცოლად ჰყავდა ქალი , რომელიც ეზიზღებოდა და რომლის დანახვაც არ შეეძლო.
იცი რა , ქეი ?
არ დაიჯერო , რომ სიყვარული არსებობს.
ვიღაც მოვა , ცოტახნით ყველაფერს დაგავიწყებს , აგრევს, გაგაგიჟებს და წავა.
ერთი მხარე ყოველთვის ტოვებს მეორეს და არც მეორე ნახევრის არსებობა დაიჯერო.
ამას იმიტომ არ გეუბნები , რომ ზეინთან მინდა არაფერი გამოგივიდეს..
უბრალოდ ცუდად გექცეოდი , რადგან ძალიან მეშინია , რომ ზეინს ატკენ და ვიცი , რომ ასე მოხდება , რადგან სიყვარული თავისმხრივ გულისხმობს ლოგიკურ ტკივილს.
აქამდე ამის გასააზრებლად მზად არ ვიყავი , მაგრამ ბედნიერი ვარ , რომ ჩემს ცხოვრებაში იასერი იყო.
მომენტით ტკბობა ძალიან მნიშვნელოვანი რამაა და მარტივია გაიგო რას გეუბნები , მაგრამ ძალიან რთულია იგრძნო და გამოცადო.'
'შენ ძალიან კარგი მოსაუბრე ხარ , მარია.'
'მიხარია თუ ასეა , საყვარელო.'
'იცი, მე სიყვარულის სულ მჯეროდა და ვფიქრობდი მართლა არსებობდა.
დედას და მამას ურთიერთობა ჩემთვის ძალიან ძვირფასი რამე იყო და ყოველთვის,როცა ვხედავდი რამხელა ბედნიერებას ანიჭებდნენ ერთმანეთს, ვოცნებობდი მეც შემმთხვეოდა ასეთი რამე.
დედა გარდაიცვალა.
მამას ცოლი და შვილი ჰყავს.
სახლში აღარცერთი ნივთია დედასთან ერთად და მგონია ყველაფერი , რაც მოხდა უბრალოდ მომეჩვენა.
დედა ძალიან მენატრება , მარია.'
მარია ოთახამდე მივაცილე და ოთახში შევიკეტე.
ტელეფონის შემოწმებისას მამას გამოტოვებულ ზარებს წავაწყდი და ამ ლაპარაკის შემდეგ გადავწყვიტე დამერეკა.
'ღმერთო ჩემო , ქეი ! რამდენი ხანია გირეკავ !'
'ბოდიში, არ მინდოდა ლაპარაკი.'
უხერხულ სიჩუმეს არცერთი ვარღვევთ.
'მამა,დედა მართლა გიყვარდა?'
წამით მგონია მისი სუნთქვის ხმა აღარ მესმის.
'ძალიან. ძალიან მიყვარდა.'
'მაშინ რატომ ჩაანაცვლე?'
'იცი მაინც რამდენი წლის ვარ ? მერედითი დიდი ხანია აღარ არის , ქეი.
ჩემი ცოლი ვერასდროს მეყვარება ისე , როგორც მერი მიყვარდა , მაგრამ აღარ მინდა ტკივილი მაგიჟებდეს.
აღარ მინდა მკლავდეს ის გრძნობა , რომ სახლში მისულს აღარავინ ჩამეხუტება მასსავით.
ძალიან დავიღალე ვუყურო ცარიელ სახლს.
შეგიძლია გამიგო?'
'ალბათ შემიძლია , მამა.
მე უბრალოდ მინდოდა გამეგო რატომ შეცვალე დედა სხვა ქალით.'
'შევცვალე ? სერიოზულად ? დედაშენს ვერასდროს შევცვლი.
ჩემი ცოლი გარდაიცვალა , ამის დედაც !
იცი მაინც რა გრძნობაა , როცა ადამიანი ერთი შემოხედვით გრძნობს რა გაწუხებს ?
როცა შეგიძლია ყველაფერი ხმამაღლა ილაპარაკო რაც კი აზრად მოგივა და მისგანაც იგივეს იღებ..
ქეი, დედაშენი ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ქალი იყო და ამას ვერავინ შეცვლის , კარგი ?'
'კარგი.'
ცოტახნით კიდევ ვიყავით სიჩუმეში , რომელსაც მამას აჩქარებული სუნთქვა არღვევდა , შემდეგ ტელეფონი გავთიშე.
'პატარავ, რატომ ტირი?'
ზეინის ხმაზე შიშისგან ვხტები და ხმადაბლა ვკივი.
'ვინმემ გაწყენინა?'
საწოლზე ვზივარ , ზეინი ჩემს წინ მუხლებზე დგას.
'არა,ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ მამას ველაპარაკე.'
ორ წამში მის თბილ ხელებში მოქცეულს სახეს მიკოცნის.
'ხვალ აქედან მივდივართ , განტვირთვა გვჭირდება , პატარავ !'

Cold souls. Where stories live. Discover now