What's going on?

603 43 21
                                    

'არ მჯერა,რომ აქ ბოლო ღამეს ვატარებთ.'
საწოლზე მუცელზე ვწევარ და ფეხებს ვათამაშებ.
ზეინი აივნის კართან დგას და ნოსტალგიური მზერით სიგარეტის ბოლო ღერს ეწევა.
'ვგრძნობ მალე დავბრუნდებით.'
ოთახში უცნაური ატმოსფეროა.
ერთი კვირა ჩვეულებრივი წყვილივით ვსეირნობდით.
ვათვალიერებდით ყველა სანახაობას.
თითქოს ერთი ჩვეულებრივი ოსლოში დაკარგული წყვილი ვართ,არავინ გვიცნობს და არავის ვიცნობთ.
აქ ყურადღებას არავინ აქცევს რა გვაცვია,როგორ ვიქცევით ან რას ვაკეთებთ.
მგონია,ზეინის ოცნება რეალობად იქცა და მეც მისი ნაწილი ვარ.
ეს ისაა,რაზეც ვერც კი ვიოცნებებდი.
'ზი,მომაწევინებ?'
თავს ჩემსკენ ატრიალებს და უცნაური მზერით მიყურებს.
სიგარეტს წინ წევს და მანიშნებს მასთან მივიდე.
პლედს უცბად ვიშორებ და გრძელი მაისურით,რომელიც ბარძაყებსაც კი ვერ მიფარავს,მისკენ მივდივარ.
ოდნავ უკან იწევა და აივნის მოაჯირს ეყრდნობა.
მაისური როგორც ყოველთვის,არც ახლა აცვია.
შოკოლადისფერი კანი მთვარის შუქზე მეტად მომხიბვლელად ანათებს,მისი თითოეული სვირინგი განსაკუთრებით ლამაზია ახლა.
ამ ქვეყნად ყველაზე სექსუალურ ტუჩებს ენას უსვამს და თავიდან ბოლომდე მათვალიერებს.
მის გრძელ,ნატიფ თითებს ჩემს პატარა ხელებს ვაგებებ და სიგარეტს ტუჩებს შორის ვიქცევ.
მიუხედავად იმისა,რომ სხვა დროს ყოველთვის ცუდ შეგრძნებას მიტოვებდა,ახლა უცნაურად გემრიელი გემო დაკრავს და ამას ზეინს ვაბრალებ.
თვალებს არ აშორებს ჩემს ტუჩებს და ასე მგონია რაღაც უცნაური ძალით თავისკენ მიზიდავს.
ხელს ძალიან ფრთხილად მახებს თმაზე და ნაწნავს მიშლის.
ლავანდის სურნელი ოთახში იფანტება და ჩემი თმა ზღვის ტალღებად ეცემა ჩემს ზურგს.
ხელში იქცევს და ნაზად ეფერება,ვგრძნობ როგორ ცდილობს შეიგრძნოს სუნი.
აღქმა დაკარგული მის ტუჩებს ვაბჯენ მზერას და წარმოდგენა არ მაქვს როგორ შეიძლება რამე სხვას ვუყურო,თუნდაც ზეინის უკან ნორვეგიის ულამაზეს ხედს,როცა ჩემს წინ ზეინ მალიკის ტუჩებია.
კისერზე ხელს მხვევს და წამის მეათედში ვგრძნობ როგორ ნაზად მეხება საოცრად გემრიელი ტუჩებით.
ნაზი კოცნა მალევე გადადის დაუმორჩილებელ ვნებაში.
'ფეხები შემომხვიე.'
ხრინწიანი ხმით ჩურჩულებს და ყურთან სველ კოცნას მიტოვებს.
მითითებას ვემორჩილები და ცოტახანში კედელზე აკრული ყელზე ვკოცნი.
ხელებს თავთან მიკავებს და საოცარი სინაზით მხდის მაისურს.
ზემოდან ისე მიყურებს,თითქოს მისი ერთ-ერთი ახდენილი ოცნება ვიყო და მკერდზე ნაზად მკოცნის..

'ეს რა ჯანდაბაა?'
ზეინი აღელვებული შემორბის ჩემს კაბინეტში.
ემოციების კონტროლს ყველანაირად ვცდილობ,თუმცა არ ვიცი სადამდე შევძლებ.
'განქორწინების საბუთებია,შეგიძლია ხელი მოაწერო.'
'შეგიძლია ამიხსნა რა ხდება?'
ვხვდები,რომ ყველანაირად ცდილობს არ გაგიჟდეს.
'განქორწინება მინდა.'
სავარძელში მოწყვეტით ეცემა,თავს ხელებში რგავს.
'რა დავაშავე?'
'არაფერი,ჩვენი ქორწინება თავიდანვე ფიქტიური იყო,ახლა შესაძლებლობა გვაქვს მშვიდად გავშორდეთ.'
სიგარეტს უკიდებს და მზერით კედელს ღრღნის.
'ფიქტიური?გინდა მითხრა,რომ ჩვენი გაცნობა,ნორვეგია,ჩვენი საღამოები,გრძნობები და ემოციები შენთვის არაფერი იყო?'
სავარძლიდან წინ ვიხრები,თვალებში ვუყურებ და რაც შეიძლება მშვიდად ვპასუხობ.
'არაფერი.'
'რაღაც მოხდა და არ მეუბნები.'
იმედიანი თვალებით მიყურებს და ჩემგან ელოდება რამე ისეთს,რაც ამ ყველაფერს ახსნას უპოვის.
'სანამ შენ გამოგყვებოდი ცოლად,ვიღაც მიყვარდა.
მერე გაქრა,მეგონა მოკვდა ან რამე მოუვიდა,არ ვიცი.
როცა მამამ შენზე მითხრა,არ შევეწინააღმდეგე,რადგან ვფიქრობდი შემიყვარდებოდი..
შენს მიმართ ვერაფერს ვგრძნობ,ძალიან მინდა ვგრძნობდე,მაგრამ უბრალოდ არ შემიძლია.
შენ ფული გქონდა,მე?არაფერი.
მიზეზი ესაა.'
'შენ ასეთი არ ხარ. ვიცი,რომ არ ხარ.'
ჩემი სიცილის ხმა ალბათ ექოდ ისმის.
'მე ასეთი არ ვარ?მეხუმრები?შენ რა,იმდენად კარგად მიცნობ,რომ მეუბნები როგორი ვარ?მე ეს ვარ.
გრძნობებზე ვთამაშობ და არ მაინტერესებს შედეგები.
აღიარე,ხომ კარგად ვთამაშობდი საყვარელი გოგოს როლს?'
გაოცებულ ზეინს მომენტალურად ყველა გრძნობა ეთიშება,დგება და კარისკენ დახვეწილი,ჩვეული ნაბიჯებით მიიწევს.
'ხომ იცი,ერთ თამაშს ორი გამარჯვებული ვერ ეყოლება.
ჯერ არაფერი დასრულებულა,გპირდები.'
ოთახიდან გადის თუ არა კართან ვიკეცები და ვგრძნობ,სიტყვას შეასრულებს.

გაგრძელება ძალიან მალე იქნება..
ისტორია ახლა იწყება❤
სიმღერას პირველ მონაკვეთში მოუსმინეთ🌌

Cold souls. Where stories live. Discover now